Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ექსმინისტრი, რუსეთის "აგენტურა" და სააკაშვილის ჩრდილი" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
"ორი ექსმინისტრი, რუსეთის "აგენტურა" და სააკაშვილის ჩრდილი" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

ხმა­უ­რი­ა­ნი და და­ძა­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ცეს­კოს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გრი­გოლ ვა­შა­ძემ ხმა­თა 40.48% მი­ი­ღო, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი - 59.52%. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს რუ­სუ­ლი მე­დია, რო­მელ­საც ორი­ვე კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რებ თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

"ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა - სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ჩა­მო­ვა" - წერს Газета.Ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ორი დიპ­ლო­მა­ტის შერ­კი­ნე­ბა­ში, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთა­ვარ ბრალ­დე­ბად "პრო­რუ­სუ­ლო­ბას" უყე­ნებ­და, ემიგ­რა­ცი­ა­ში გაზ­რდილ­მა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

"მისი ოპო­ნენ­ტიც დიპ­ლო­მა­ტია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურს უძღვე­ბო­და. მისი და­მარ­ცხე­ბით, ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა.

გრი­გოლ ვა­შა­ძე, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის კან­დი­და­ტი იყო, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და და აქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქო­ე­ბაც ჰქონ­და. მან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კარ­გი კა­რი­ე­რაც გა­ი­კე­თა. მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე დიდი ხანი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში და მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე თქმით, ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, შეძ­ლებს თუ არა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის ომის შემ­დეგ შე­წყვე­ტი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას.

"ბოლო ხა­ნებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა კულ­ტუ­რულ, ტუ­რის­ტულ და სხვა სა­ხის საქ­მი­ან სფე­რო­ებ­ში. ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მხა­რე­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­ში. არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რაც იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, ვნა­ხოთ რა მოხ­დე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში", - წერს Газета.Ru.

tvrain.ru-ის ცნო­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბულ­მა ფრან­გმა დიპ­ლო­მატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი არ იცის, მაგ­რამ მა­ინც პრო­რუ­სუ­ლო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. მას მხარს უჭერს ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ვნა­ხოთ, რას ნიშ­ნავს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის­თვის", - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა.

Novayagazeta.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად (სა­თა­უ­რით: "კრემ­ლის დამ­ბე­ზღებ­ლე­ბი" Наводка - кремлевская), ორი­ვე კან­დი­და­ტის პი­არ­კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბით, აგე­ბუ­ლი იყო მოს­კო­ვის მი­მართ ლო­ი­ლა­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.

"ორი­ვე მათ­გა­ნი, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. გრი­გოლ ვა­შა­ძის მხარ­დამ­ჭრე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აგენ­ტო­ბას ხსნიდ­ნენ მისი გან­ცხა­დე­ბით, რომ 2008 წელს ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო, ხოლო ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი ვა­შა­ძეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ წლებს უხ­სე­ნებ­დნენ; აგ­რეთ­ვე იმას ახ­სე­ნებ­დნენ, რომ მან პო­ლი­ტექ­ნო­ლო­გია ვი­ტა­ლი შკლი­ა­როვს ანდო, რო­მე­ლიც ადრე ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან თა­ნამმშრომ­ლობ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

Novayagazeta.ru 21-23 ნო­ემ­ბრის ამ­ბებ­საც ეხე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "პა­ე­მა­ნი მოს­კოვ­თან" იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა "სკან­და­ლის გარ­შე ვერ ჩა­ი­ა­რა", რად­გან რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის Ералаш-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბო­რის გრა­ჩევ­სკი, მწე­რა­ლი ვიქ­ტორ ერ­ო­ფე­ე­ვი და ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ვლა­დი­მირ პი­როჟ­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე არ შე­მუშ­ვეს.

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არ შემ­დგა­რი ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "კე­თი­ლი მი­სი­ით" ჩა­დი­ო­და. ეტყო­ბა, პი­როჟ­კას არ უფიქ­რია, რომ ახლა რუ­სებ­თან პა­ე­მან­ზე არც ისე ბევ­რი ქარ­თვე­ლი და­დის", - წერს Novayagazeta.ru.

"ორი ექსმი­ნის­ტრი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩრდი­ლი" - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს TASS.RU. გა­მო­ცე­მა, გრი­გოლ ვა­შა­ძის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, "რაც ქვე­ყა­ნა­ში კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევ­და".

"ვა­შა­ძე, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, მას­თან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2006 წელს, მის­მა მე­უღ­ლემ, რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი მო­ნათ­ლა. ამ ოდი­ო­ზუ­რი პო­ლი­ტი­კო­სის ან­გა­რიშ­ზეა 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და 2008 წე­ლის ცხინ­ვალ­ზე თავ­დას­ხმა და მის დაბ­რუ­ნე­ბას, შე­იძ­ლე­ბო­და რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­რი­გი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ეწ­ვია", - წერს გა­მო­ცე­მა.

ავტორი:

"ორი ექსმინისტრი, რუსეთის "აგენტურა" და სააკაშვილის ჩრდილი" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

"ორი ექსმინისტრი, რუსეთის "აგენტურა" და სააკაშვილის ჩრდილი" - რას წერს რუსული მედია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

ხმაურიანი და დაძაბული არჩევნების შემდეგ, ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი - 59.52%. საქართველოში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს ინტერესით ადევნებს თვალს რუსული მედია, რომელსაც ორივე კანდიდატთან დაკავშირებ თავისებური შეხედულება გააჩნია.

"ზურაბიშვილმა გაიმარჯვა - სააკაშვილი არ ჩამოვა" - წერს Газета.Ru, რომლის ცნობითაც, ორი დიპლომატის შერკინებაში, რომელთაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მთავარ ბრალდებად "პრორუსულობას" უყენებდა, ემიგრაციაში გაზრდილმა, დიპლომატიური წარსულის მქონე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

"მისი ოპონენტიც დიპლომატია, ასევე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს უძღვებოდა. მისი დამარცხებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას წერტილი დაესვა.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც სააკაშვილის გუნდის კანდიდატი იყო, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და აქაური მოქალაქოებაც ჰქონდა. მან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგი კარიერაც გაიკეთა. მისი მეუღლე, ცნობილი ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ასევე დიდი ხანი ცხოვრობდა რუსეთში და მოსკოვის დიდ თეატრში მოღვაწეობდა", - წერს გამოცემა.

მათივე თქმით, ახლა საინტერესოა, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას.

"ბოლო ხანებში შეინიშნებოდა კომუნიკაციის აღდგენის მცდელობა კულტურულ, ტურისტულ და სხვა სახის საქმიან სფეროებში. ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილობდნენ სხვადასხვა სახის კონფერენციებში. მხარეები განაგრძობენ მოლაპარაკებებსა და ურთიერთობების ნორმალიზაციას კონფლიქტის საკითხებში. არსებობდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაც იგეგმებოდა, თუმცა ვერ განხორციელდა, ვნახოთ რა მოხდება ახალი პრეზიდენტის შემთხვევაში", - წერს Газета.Ru.

tvrain.ru-ის ცნობით, "საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ემიგრაციაში დაბადებულმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც რუსული არ იცის, მაგრამ მაინც პრორუსულობას აბრალებენ. მას მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია "ქართული ოცნება". ვნახოთ, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება რუსეთისთვის", - წერს ინტერნეტგამოცემა.

Novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებული სტატიის თანახმად (სათაურით: "კრემლის დამბეზღებლები" Наводка - кремлевская), ორივე კანდიდატის პიარკამპანია, რომელიც გაჯერებული იყო ურთიერთბრალდებებით, აგებული იყო მოსკოვის მიმართ ლოილაურ დამოკიდებულებაზე.

"ორივე მათგანი, თავის დროზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭრები ზურაბიშვილის აგენტობას ხსნიდნენ მისი განცხადებით, რომ 2008 წელს ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ხოლო ზურაბიშვილის მომხრეები ვაშაძეს საბჭოთა კავშირის დროინდელ წლებს უხსენებდნენ; აგრეთვე იმას ახსენებდნენ, რომ მან პოლიტექნოლოგია ვიტალი შკლიაროვს ანდო, რომელიც ადრე ქსენია სობჩაკთან თანამმშრომლობდა", - წერს გამოცემა.

Novayagazeta.ru 21-23 ნოემბრის ამბებსაც ეხება, როდესაც საქართველოში კულტურული ფესტივალი "პაემანი მოსკოვთან" იმართებოდა, თუმცა "სკანდალის გარშე ვერ ჩაიარა", რადგან რამდენიმე მონაწილე, მათ შორის Ералаш-ის დამფუძნებელი ბორის გრაჩევსკი, მწერალი ვიქტორ ეროფეევი და ფესტივალის დირექტორი ვლადიმირ პიროჟკა საქართველოს საზღვარზე არ შემუშვეს.

"მოგვიანებით, არ შემდგარი ფესტივალის დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში "კეთილი მისიით" ჩადიოდა. ეტყობა, პიროჟკას არ უფიქრია, რომ ახლა რუსებთან პაემანზე არც ისე ბევრი ქართველი დადის", - წერს Novayagazeta.ru.

"ორი ექსმინისტრი და სააკაშვილის ჩრდილი" - ამ სათაურით ეხმაურება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს TASS.RU. გამოცემა, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე აკეთებს აქცენტს, "რაც ქვეყანაში კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევდა".

"ვაშაძე, რომელმაც სააკაშვილის შეწყალება დააანონსა, მასთან რამდენიმეწლიანი მეგობრობით არის დაკავშირებული. 2006 წელს, მისმა მეუღლემ, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტმა, ნინო ანანიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი მონათლა. ამ ოდიოზური პოლიტიკოსის ანგარიშზეა 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" და 2008 წელის ცხინვალზე თავდასხმა და მის დაბრუნებას, შეიძლებოდა რესპუბლიკაში მორიგი დესტაბილიზაცია გამოეწვია", - წერს გამოცემა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"