Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)
მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)

პრო­ფე­სო­რი ვახ­ტანგ ჭუმ­ბუ­რი­ძე

აკად. გ. ჩა­ფი­ძის სახ. გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის თე­რა­პი­ის და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი

ი.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი

სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი

ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად არის მიჩ­ნე­უ­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. რო­გო­რია მათი გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სამ­წუ­ხა­როდ სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მხრივ საკ­მა­ოდ მძი­მეა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლია: 50% -ზე მეტი არ­ტე­რი­ულ ჰი­პერ­ტენ­ზი­ა­ზე მო­დის, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლი გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბას და ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლურ და­ა­ვა­დე­ბებს უკა­ვი­ათ. გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 69%-ს წარ­მო­ად­გენს და კვლავ პირ­ველ ად­გილ­ზე რჩე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა.

უკა­ნას­კნელ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი იქნა მიღ­წე­უ­ლი გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ და ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა?

მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მი­თუ­მე­ტეს თუ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ რჩე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რის­კი. ამ რის­კზე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპ­ტი­მა­ლუ­რი (სრულ­ყო­ფი­ლი) მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პი­ით. ოპ­ტი­მა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პია გუ­ლის­ხმობს სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მქო­ნე რა­მო­დე­ნი­მე პრე­პა­რა­ტის ერ­თდრო­ულ გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ეფექ­ტურ კომ­პლექ­სურ მკურ­ნა­ლო­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ტერ­ვენ­ცია (სტენ­ტი­რე­ბა) ან ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა (შუნ­ტი­რე­ბა) გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფორ­მე­ბის დროს, მაგ. მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი, მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი სინ­დრო­მი. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა არა­ნა­ირ ეჭვს არ იწ­ვევს. რაც შე­ე­ხე­ბა იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ქრო­ნი­კულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, მაგ.სტა­ბი­ლურ სტე­ნო­კარ­დი­ას, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი თე­რა­პი­ის ერ­თდრო­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ან ერთ-ერთი, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლი მე­თო­დის არ­ჩე­ვის თვალ­საზ­რი­სით.

სწო­რედ სტა­ბი­ლურ სტე­ნო­კარ­დი­ა­ზე მინ­და გკი­თხოთ, რა სიმპტო­მებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და რო­დის მივ­მარ­თოთ ექიმს?

სტა­ბი­ლუ­რი სტე­ნო­კარ­დი­ის დროს ავად­მყო­ფი უჩი­ვის მო­ჭე­რით ან სხვა ხა­სი­ა­თის ტკი­ვილს გულ-მკერ­დის არე­ში (უპი­რა­ტე­სად მკერ­დის ძვლის უკან) ან ატი­პი­უ­რად სხვა მი­და­მო­ში, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას ან ფსი­ქო-ემო­ცი­ურ გა­და­ძაბ­ვას, იხ­სნე­ბა ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნის მი­ღე­ბით ან დატ­ვირ­თვის შე­წყვე­ტით. მსგავ­სი შე­ტე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას იმის­და მი­უ­ხე­და­ვად თუ რა სიხ­ში­რით და ინ­ტენ­სი­ვო­ბით წარ­მო­იშ­ვე­ბა ისი­ნი, ავად­მყოფ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ექიმს დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად.

რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია სტა­ბი­ლურ სტე­ნო­კარ­დი­ის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა?

სტა­ბი­ლუ­რი სტე­ნო­კარ­დი­ის მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს სიმპტო­მე­ბის კონ­ტროლს (შე­ტე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას ან თა­ვი­დან აცი­ლე­ბას) და და­ა­ვა­დე­ბის პროგ­ნო­ზის (მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ) გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. სიმპტო­მე­ბის კონ­ტრო­ლი უპი­რა­ტე­სად არ­ტე­რი­ულ წნე­ვა­ზე და გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე­ზე მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­იღ­წე­ვა, მა­გა­ლი­თად, ბეტა-ბლო­კე­რე­ბი, კალ­ცი­უ­მის ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი, ნიტ­რა­ტე­ბი. პროგ­ნოზ­ზე ას­პი­რი­ნი, აგე-ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი და სტა­ტი­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ. სიმპტო­მე­ბის კონ­ტრო­ლის თვალ­საზ­რი­სით უკა­ნას­კნელ წლებ­ში სტე­ნო­კარ­დი­ის მარ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში და­ე­მა­ტა 2 პრე­პა­რა­ტი - ტრი­მე­ტა­ზი­დი­ნი და რა­ნო­ლა­ზი­ნი, რომ­ლე­ბიც ე.წ. მე­ტა­ბო­ლუ­რი თე­რა­პი­ის წარ­მა­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

თუ შე­იძ­ლე­ბა, აგ­ვიხ­სნათ მე­ტა­ბო­ლუ­რი თე­რა­პი­ის როლი სტე­ნო­კარ­დი­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას?

მე შე­ვეც­დე­ბი თქვენს შე­კი­თხვას ტრი­მე­კო­რის (ტრი­მე­ტა­ზი­დი­ნის) მა­გა­ლით­ზე გავ­ცე პა­სუ­ხი. ტრი­მე­კორ MR-ი ანტი-იშე­მი­ურ (სტე­ნო­კარ­დი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო) მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხარ­ჯზე ახორ­ცი­ე­ლებს, არ მოქ­მე­დებს ჰე­მო­დი­ნა­მი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე (წნე­ვა­ზე და გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე­ზე), ახორ­ცი­ე­ლებს მი­ო­კარ­დი­უ­მის დაც­ვას ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის (იშე­მი­ის) პი­რო­ბებ­ში, აქვს უნა­რი და­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მი­ო­კარ­დი­უ­მის დაც­ვა თან­მხლე­ბი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის, შაქ­რი­ა­ნი და­ი­ბე­ტის არ­სე­ბო­ბი­სას ან კო­რო­ნა­რუ­ლი რე­ვა­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის დროს.

რა გვერ­დით მოვ­ლე­ნებს უნდა ვე­ლო­დეთ ტრი­მე­კო­რის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას?

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ტრი­მე­კო­რით მკურ­ნა­ლო­ბა ავად­მყო­ფის მხრი­დან კარ­გი ამ­ტა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ ვლინ­დე­ბა: ესე­ნია გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, რაც იშ­ვი­ა­თად ვი­თარ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის დროს.

შე­საძ­ლოა თუ არა ტრი­მე­კორ MR-ის მი­ღე­ბა სხვა პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად?

დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­დან და ნაკ­ლე­ბი ტოქ­სი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ე.წ. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პი­ის სქე­მის შექ­მნის დროს, რო­დე­საც ძი­რი­თად ჰე­მო­დი­ნა­მი­კა­ზე მოქ­მედ პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად ინიშ­ნე­ბა ტრი­მე­კო­რი, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექტს. ყო­ვე­ლი­ვე ეს გა­ნა­პი­რო­ბებს სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვე­ბის სიხ­ში­რის შემ­ცი­რე­ბას ან სრულ ლიკ­ვი­და­ცი­ას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)

მტკიცებულებაზე დაფუძნებული წარმატება მკურნალობაში ტრიმეკორი MR (ტრიმეტაზიდინი)

პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე

აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თერაპიის და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის პროფესორი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი

ბატონო ვახტანგ, კარგადაა ცნობილი, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილობის მთავარ მიზეზად არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში. როგორია მათი გავრცელება საქართველოში?

სამწუხაროდ სიტუაცია საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება საქართველოში მაღალია: 50% -ზე მეტი არტერიულ ჰიპერტენზიაზე მოდის, მეორე და მესამე ადგილი გულის იშემიურ დაავადებას და ცერებროვასკულურ დაავადებებს უკავიათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 69%-ს წარმოადგენს და კვლავ პირველ ადგილზე რჩება გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა.

უკანასკნელ წლებში საქართველოში დიდი წარმატებები იქნა მიღწეული გულის იშემიური დაავადების ინტერვენციულ და ქირურგიულ მკურნალობაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულია ამ დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა?

მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს თუ ქირურგიული ჩარევის შემდეგ რჩება დაავადების განვითარების დამატებითი რისკი. ამ რისკზე ზემოქმედება შესაძლებელია ოპტიმალური (სრულყოფილი) მედიკამენტოზური თერაპიით. ოპტიმალური მედიკამენტოზური თერაპია გულისხმობს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე რამოდენიმე პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ ინტერვენცია (სტენტირება) ან ქირურგიული ჩარევა (შუნტირება) განსაკუთრებით ეფექტურია დაავადების მწვავე ფორმების დროს, მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, მწვავე კორონარული სინდრომი. ასეთ სიტუაციაში ინტერვენციული ჩარევის ეფექტურობა არანაირ ეჭვს არ იწვევს. რაც შეეხება იშემიური დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას, მაგ.სტაბილურ სტენოკარდიას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება მედიკამენტოზური და ინტერვენციული თერაპიის ერთდროული გამოყენების ან ერთ-ერთი, კონკრეტულ შემთხვევაში უფრო გამართლებული მეთოდის არჩევის თვალსაზრისით.

სწორედ სტაბილურ სტენოკარდიაზე მინდა გკითხოთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ ექიმს?

სტაბილური სტენოკარდიის დროს ავადმყოფი უჩივის მოჭერით ან სხვა ხასიათის ტკივილს გულ-მკერდის არეში (უპირატესად მკერდის ძვლის უკან) ან ატიპიურად სხვა მიდამოში, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას ან ფსიქო-ემოციურ გადაძაბვას, იხსნება ნიტროგლიცერინის მიღებით ან დატვირთვის შეწყვეტით. მსგავსი შეტევების არსებობისას იმისდა მიუხედავად თუ რა სიხშირით და ინტენსივობით წარმოიშვება ისინი, ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად.

რამდენად ეფექტურია სტაბილურ სტენოკარდიის მედიკამენტოზური მკურნალობა?

სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მოიცავს სიმპტომების კონტროლს (შეტევების შემცირებას ან თავიდან აცილებას) და დაავადების პროგნოზის (მიმდინარეობის ) გაუმჯობესებას. სიმპტომების კონტროლი უპირატესად არტერიულ წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებით მიიღწევა, მაგალითად, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები. პროგნოზზე ასპირინი, აგე-ინჰიბიტორები და სტატინები მოქმედებენ. სიმპტომების კონტროლის თვალსაზრისით უკანასკნელ წლებში სტენოკარდიის მართვის საერთაშორისო რეკომენდაციებში დაემატა 2 პრეპარატი - ტრიმეტაზიდინი და რანოლაზინი, რომლებიც ე.წ. მეტაბოლური თერაპიის წარმატებად განიხილება.

თუ შეიძლება, აგვიხსნათ მეტაბოლური თერაპიის როლი სტენოკარდიის მკურნალობისას?

მე შევეცდები თქვენს შეკითხვას ტრიმეკორის (ტრიმეტაზიდინის) მაგალითზე გავცე პასუხი. ტრიმეკორ MR-ი ანტი-იშემიურ (სტენოკარდიის საწინააღმდეგო) მოქმედებას გულის მეტაბოლიზმის გაუმჯობესების ხარჯზე ახორციელებს, არ მოქმედებს ჰემოდინამიურ მაჩვენებლებზე (წნევაზე და გულისცემის სიხშირეზე), ახორციელებს მიოკარდიუმის დაცვას ჟანგბადის ნაკლებობის (იშემიის) პირობებში, აქვს უნარი დამატებით განახორციელოს მიოკარდიუმის დაცვა თანმხლები გულის უკმარისობის, შაქრიანი დაიბეტის არსებობისას ან კორონარული რევაკულარიზაციის პროცედურის დროს.

რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდეთ ტრიმეკორის გამოყენებისას?

უნდა აღინიშნოს, რომ ტრიმეკორით მკურნალობა ავადმყოფის მხრიდან კარგი ამტანობით გამოირჩევა. ყველაზე ხშირად გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ვლინდება: ესენია გულისრევა, ღებინება, რაც იშვიათად ვითარდება. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს.

შესაძლოა თუ არა ტრიმეკორ MR-ის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად?

დიახ, შესაძლებელია მისი მოქმედების მექანიზმიდან და ნაკლები ტოქსიურობიდან გამომდინარე. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. კომბინირებული თერაპიის სქემის შექმნის დროს, როდესაც ძირითად ჰემოდინამიკაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად ინიშნება ტრიმეკორი, რომელიც აძლიერებს აღნიშნული პრეპარატების ეფექტს. ყოველივე ეს განაპირობებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირის შემცირებას ან სრულ ლიკვიდაციას.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის