პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით
რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში დე­კემ­ბრი­დან ჩა­ერ­თვე­ბა მე­სა­მე რი­გის ახა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის პრე­პა­რა­ტი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გან­კურ­ნე­ბის ეფექ­ტი უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა ჯგუ­ფის მე­ო­თხე შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მო­ცუ­ლო­ბის, ისე მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

„ეს პროგ­რა­მა გახ­ლავთ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის­თვის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პროგ­რა­მა. ამ სამ­წლი­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ წინ ვართ, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მოც­ვის თვალ­საზ­რი­სით, ისე მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ანუ, თუ მსოფ­ლი­ო­ში მოც­ვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 40%-მდე“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვი­სა და გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 8-დან 15%-მდეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჩარ­თუ­ლია სა­მიზ­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 41% და გან­კურ­ნე­ბის ეფექ­ტი არის 98%.

„წელს, სი­ახ­ლე ძა­ლი­ან ბევ­რია და ამის შე­სა­ხებ მე­ო­თხე სხდო­მა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. კერ­ძოდ, ჯან­დაც­ვა­ში რო­გორ ვნერ­გავთ მო­ნი­ტო­რინგსა და სკრი­ნინგს, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­გორ გა­ი­ზარ­და C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო კლი­ნი­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4-დან 41-მდე. ამა­ვე დროს, დე­კემ­ბრი­დან უკვე ჩა­ერ­თვე­ბა მე­სა­მე რი­გის ახა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის პრე­პა­რა­ტი, სა­დაც გან­კურ­ნე­ბის ეფექ­ტი კი­დევ უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, შემ­დეგ კი­დევ გვექ­ნე­ბა ე.წ. სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ გა­ნი­კურ­ნა, ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ნი­კურ­ნოს. გუ­შინ სა­მეც­ნი­ე­რო სიმ­პო­ზი­უ­მი იყო, სა­დაც ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სი­ახ­ლე­ე­ბი წარ­დგა. დღეს და ხვალ იქ­ნე­ბა სწო­რედ, მსჯე­ლო­ბა ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ის ექ­ვსი­ვე კომ­პო­ნენ­ტთან მი­მარ­თე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რის დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.

მისი თქმით, 60-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი წლის ბო­ლოს­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

„სექ­ტემ­ბერ­ში უკვე მოხ­და გა­ფარ­თო­ე­ბა, როცა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და­ე­მა­ტა პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და შშმ პი­რე­ბი. წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა. მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის ჯგუ­ფე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით 23-დან 30-მდე მე­დი­კა­მენ­ტი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 60 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

რა სიახლეა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დეკემბრიდან ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, რომლის მეშვეობით განკურნების ეფექტი უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა.

მისი თქმით, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცულობის, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.

„ეს პროგრამა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის და ევროპის რეგიონისთვის საჩვენებელი პროგრამა. ამ სამწლინახევრის განმავლობაში ჩვენ წინ ვართ, როგორც მოსახლეობის გამოკვლევის მოცვის თვალსაზრისით, ისე მკურნალობაში ჩართული მოსახლეობის თვალსაზრისით. ანუ, თუ მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7-დან 13-14%-მდე, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 40%-მდე“, - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მკურნალობაში ჩართვისა და განკურნების მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით, 8-დან 15%-მდეა, საქართველოში უკვე ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 41% და განკურნების ეფექტი არის 98%.

„წელს, სიახლე ძალიან ბევრია და ამის შესახებ მეოთხე სხდომაზე გახდება ცნობილი. კერძოდ, ჯანდაცვაში როგორ ვნერგავთ მონიტორინგსა და სკრინინგს, როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ გაიზარდა C ჰეპატიტის სამკურნალო კლინიკების რაოდენობა 4-დან 41-მდე. ამავე დროს, დეკემბრიდან უკვე ჩაერთვება მესამე რიგის ახალი გენერაციის პრეპარატი, სადაც განკურნების ეფექტი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ალბათ, შემდეგ კიდევ გვექნება ე.წ. სამკომპონენტიანი მედიკამენტი. ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს. გუშინ სამეცნიერო სიმპოზიუმი იყო, სადაც ჩვენთან ჩატარებული სამეცნიერო კვლევის სიახლეები წარდგა. დღეს და ხვალ იქნება სწორედ, მსჯელობა ჩვენი სტრატეგიის ექვსივე კომპონენტთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება.

მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი წლის ბოლოსთვის კონკრეტული ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით 23-დან 30-მდე მედიკამენტი და საბოლოო ჯამში, 60 დასახელების მედიკამენტი", - განაცხადა სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი