სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე უარს ამბობს
სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე უარს ამბობს

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმას და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლე­ში გან­თავ­სე­ბას გეგ­მავს.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტს ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე(ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე) უფრო შე­ე­ფე­რე­ბა.

ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ლა­ბარ­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე არის სა­ხელ­მწი­ფო ფუნ­ქცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბა და სა­დაც მისი აზ­რით, სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ვი­დეს ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი ან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, გვინ­და, არ გვინ­და, მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ეს არის უკვე სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ, იქ უნდა შე­ვი­დეს ან პრე­მი­ე­რი, ან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ან გახ­დეს უცხო­ე­ლებ­თან სა­ერ­თო მი­ღე­ბის ად­გი­ლი. ეს უკვე მთავ­რო­ბის მიერ არის გა­და­სა­წყვე­ტი. პრე­ზი­დენ­ტი იქ აღარ უნდა იყოს. პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ისეთ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც უხ­დე­ბა თა­ვის ფუნ­ქცი­ებს და ქალს ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე ბევ­რად უხ­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრცი­ის ავ­ლაბ­რი­დან ათო­ნელ­ზე - ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლის სა­კი­თხი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­კუ­თარ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში აქვს გა­წე­რი­ლი.

სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ხედ­ვას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც წა­რად­გენს და მი­იჩ­ნევს, რომ მისი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ინ­ტენ­სი­უ­რი კავ­ში­რი უნდა ჰქონ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, და­ცუ­ლი უნდა იყოს გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს ჰქონ­დეთ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლი­დან ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლის სა­კი­თხზე მთავ­რო­ბას სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ დრომ­დე არ გა­უხ­მო­ვა­ნე­ბია, თუმ­ცა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­წყო­ბე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას­თან თან­ხვედ­რა­ში მო­დის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ „სა­ხელ­მწი­ფოს და მისი შტო­ე­ბის შე­ნახ­ვა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს ბევ­რი არ უნდა უჯ­დე­ბო­დეს“.

„მე მაქვს პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, თუ რა უნდა უჯ­დე­ბო­დეთ სა­ხელ­მწი­ფოს და მისი შტო­ე­ბის შე­ნახ­ვა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს“, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ზა­ფხულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, გა­და­ი­ნაც­ვლებ­და თუ არა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ავ­ლაბ­რი­დან ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე 26 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა. თავ­და­პირ­ვე­ლად და­გეგ­მი­ლი იყო, რომ სა­სახ­ლე­ში გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­შე­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა ის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გან­თავ­სდა, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ უთან­ხმო­ე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გახ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­გეგ­მა ათო­ნე­ლის სა­სახ­ლის პრი­ვა­ტი­ზა­ცია, თუმ­ცა შე­ნო­ბა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ი­ყი­და. სა­ბო­ლო­ოდ, ის საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ნუს­ხი­დან ამო­ი­ღეს, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცია ვერ შე­ი­ძი­ნა და ამ დრომ­დე და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ელის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ მისი და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შეს­ვლის ცე­რე­მო­ნია კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის დღი­დან მე­სა­მე კვი­რა დღეს იმარ­თე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის­თა­ნა­ვე წყდე­ბა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ფოტო: VOA

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე უარს ამბობს

სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაზე უარს ამბობს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.

ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ათონელის სასახლე(ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ავლაბარში დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე არის სახელმწიფო ფუნქციის მქონე შენობა და სადაც მისი აზრით, სამომავლოდ შესაძლებელია შევიდეს ქვეყნის პრემიერი ან საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება," - განაცხადა ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში.

პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

საარჩევნო პროგრამაში ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოდელთან დაკავშირებითაც წარადგენს და მიიჩნევს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინტენსიური კავშირი უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან, დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.

ახალი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლიდან ათონელის რეზიდენციაში გადასვლის საკითხზე მთავრობას საკუთარი გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ გაუხმოვანებია, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობები სალომე ზურაბიშვილის პოზიციასთან თანხვედრაში მოდის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს ბევრი არ უნდა უჯდებოდეს“.

„მე მაქვს პრინციპული პოზიცია, თუ რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა გადასახადის გადამხდელებს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულში ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, გადაინაცვლებდა თუ არა ახალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელის სასახლეში.

შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სასახლის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სასახლეში გაპრეზიდენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილიშესულიყო, თუმცა ის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსდა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. რამდენჯერმე დაიგეგმა ათონელის სასახლის პრივატიზაცია, თუმცა შენობა არცერთ შემთხვევაში არ გაიყიდა. საბოლოოდ, ის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს, თუმცა წლების განმავლობაში ფუნქცია ვერ შეიძინა და ამ დრომდე დაკონსერვებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი დატოვების შემდეგ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

ფოტო: VOA

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები