სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა
ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ, ხმე­ბის 99,78 %-ის დათ­ვლის შე­დე­გად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმარ­ჯვებს. მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატს ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 59,55 %-მა მის­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი 40,45 %-მა.

წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შტა­ბი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო და მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მას­თან ერ­თად ბრი­ფინგზე იდ­გნენ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ და ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი, ძმა - ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა - რე­ვაზ მა­ყაშ­ვი­ლი.

მა­ყაშ­ვი­ლის ფი­გუ­რამ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რად­გან ის აქამ­დე არ უნა­ხავთ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გვერ­დით. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, რე­ვაზ მა­ყაშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის და ჟურ­ნა­ლის­ტის ჯან­რი კა­ში­ას შვი­ლიშ­ვი­ლია. რე­ვა­ზი პუბ­ლი­ცის­ტის ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნანა კა­ში­ას ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია.

მა­ყაშ­ვი­ლი და გორ­ჯეს­ტა­ნე­ბი ერთი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და მე­გობ­რო­ბენ. მათ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დებ­ზე უამ­რა­ვი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოს ხილ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჯან­რი კა­ში­ას ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წილს, რო­მე­ლიც ყაზ­ბეგ­ში გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებ­ში ჩო­ხა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სი­ძის გვერ­დით, რე­ვაზ მა­ყაშ­ვილ­საც შე­ნიშ­ნავთ.

რე­ვაზ მა­ყაშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზის პან­თე­ონ-ას­ა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ის იუ­რის­ტია და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქი­დან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99,78 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 59,55 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40,45 %-მა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი შტაბიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მასთან ერთად ბრიფინგზე იდგნენ ზურაბიშვილის ოჯახის წევრები, შვილები: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანი, ძმა - ოთარ ზურაბიშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა - რევაზ მაყაშვილი.

მაყაშვილის ფიგურამ მედიასა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის აქამდე არ უნახავთ საპრეზიდენტო კანდიდატის გვერდით. როგორც გავარკვიეთ, რევაზ მაყაშვილი სალომე ზურაბიშვილის გარდაცვლილი მეუღლის, პუბლიცისტის და ჟურნალისტის ჯანრი კაშიას შვილიშვილია. რევაზი პუბლიცისტის ერთ-ერთი ქალიშვილის, ნანა კაშიას ერთადერთი ვაჟია.

მაყაშვილი და გორჯესტანები ერთი თაობის წარმომადგენლები არიან და მეგობრობენ. მათ ფეისბუქის გვერდებზე უამრავი ერთობლივი ფოტოს ხილვაა შესაძლებელი. ჯანრი კაშიას ქალიშვილი და შვილიშვილი ესწრებოდნენ თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილს, რომელიც ყაზბეგში გაიმართა. ქორწილის ფოტოებში ჩოხაში გამოწყობილი სიძის გვერდით, რევაზ მაყაშვილსაც შენიშნავთ.

რევაზ მაყაშვილს განათლება საფრანგეთში, პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ის იურისტია და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

საოჯახო ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ