პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ
"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბაა. ად­გილ­ზე პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი. იქ იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიი: თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, ნინი ქარ­სე­ლა­ძე, თიკა ჯამ­ბუ­რია, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, მზია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, "ფორ­ტე", ბექა ჩხა­ი­ძე, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და სხვე­ბი.

რო­გორც მომ­ღე­რალ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო და სხვა შე­დეგს არც ელო­და.

"დი­ლი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ეს გან­წყო­ბა იქ­ნე­ბო­და. მე უფრო მეტ შე­დეგს ვე­ლო­დე­ბო­დი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 6 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი იყო 58% და 8 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით ბევ­რად მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი იქ­ნე­ბა, ჩვენს სა­სი­კე­თოდ. ყვე­ლას მინ­და გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცო, ვინც ხმა მის­ცა ევ­რო­პას და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს" - გა­ნა­ცხა­და ნინი ქარ­სე­ლა­ძემ.

"სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ გა­ი­ზარ­დოს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ კარ­გად გა­ვი­ხა­როთ, თო­რემ უკვე რომ მო­გე­ბუ­ლი აქვს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ჩვენ ახლა ყვე­ლა წა­ვალთ სა­ქე­ი­ფოდ" - აღ­ნიშ­ნა თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან იმ­ყო­ფე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი "რუს­თა­ვი 2"-მა და "იმედ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 55% მი­ი­ღო, ხოლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ - 45 %.

ხოლო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ხმე­ბის - 58%, გრი­გოლ ვა­შა­ძემ კი 42% და­აგ­რო­ვა.

VIDEO: რო­გორ შეხ­ვდნენ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ცნო­ბი­ლე­ბი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს - ნინი ქარ­სე­ლა­ძის, მიშა მეს­ხი­სა და თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლის ემო­ცი­ე­ბი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ

"ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - "ქართული ოცნების" ოფისთან ცნობილი სახეები ზეიმობენ

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ საზეიმო განწყობაა. ადგილზე პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. იქ იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიი: თემურ თათარაშვილი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, სალომე გოგიაშვილი, მზია პატარკაციშვილი, "ფორტე", ბექა ჩხაიძე, "ქუჩის ბიჭები" და სხვები.

როგორც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და სხვა შედეგს არც ელოდა.

"დილიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განწყობა იქნებოდა. მე უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ, 6 საათის მონაცემები იყო 58% და 8 საათის მონაცემებით ბევრად მაღალი პროცენტი იქნება, ჩვენს სასიკეთოდ. ყველას მინდა გამარჯვება მივულოცო, ვინც ხმა მისცა ევროპას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს" - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

"სასურველი იქნება, რომ გაიზარდოს პროცენტული მაჩვენებელი, რომ კარგად გავიხაროთ, თორემ უკვე რომ მოგებული აქვს ქალბატონი სალომეს, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - აღნიშნა თემურ თათარაშვილმა, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გამოაქვეყნეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 45 %.

ხოლო ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 58%, გრიგოლ ვაშაძემ კი 42% დააგროვა.

VIDEO: როგორ შეხვდნენ ზურაბიშვილის მხარდამჭერი ცნობილები ეგზიტპოლის შედეგებს - ნინი ქარსელაძის, მიშა მესხისა და თემურ თათარაშვილის ემოციები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები