პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს შანსი, „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით" - მამუკა მდინარაძე
"გვაქვს შანსი, „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს შან­სი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ გა­ვი­მარ­ჯვოთ მი­ნი­მუმ და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ხმით, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი იცის და და­ი­წყო ამომ­რჩევ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა იმ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, სა­დაც კომ­პა­ნია „ედი­სონ რი­სერ­ჩი“ ეგ­ზიტ­პო­ლებს ატა­რებს.

„თუ ასე­თი ტემ­პით გაგ­რძელ­და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, ჩვენ გვაქვს შან­სი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ გა­ვი­მარ­ჯვოთ მი­ნი­მუმ და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ხმით. ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ მოძ­რა­ო­ბას, ამ ძა­ლას, რო­მელ­საც წყუ­რია რე­ვან­ში, მივ­მარ­თავ, რომ აზრი ეკარ­გე­ბა ყო­ველ­გვარ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, პრო­ვო­კა­ცი­ებს და აშ. მათ შო­რის კვლე­ვე­ბით და ეგ­ზიტ­პო­ლით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემდღეს გა­მარ­თა ბრი­ფინ­გი და რუს­თავ­ში, ე.წ.კა­რუ­სე­ლებ­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ­ხი­ლა და და­ა­სა­ხე­ლა 10-ზე მეტი პირი, რომ­ლე­ბიც არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ზე და ცდი­ლობ­დნენ ორ­მა­გი მარ­კი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხმა მი­ე­ცათ კი­დევ ერთხელ. ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­და ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, ამის შემ­დეგ კი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­და­ვი­და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. ისი­ნი ამ წუ­თებ­ში ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი აქ­ტი­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბას იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც „ედი­სონ რი­სერ­ჩი“ ატა­რებს გა­მო­კი­თხვებს. ამას აზრი ეკარ­გე­ბა მე­გობ­რე­ბო. ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტი მო­ი­გებს და­მა­ჯე­რებ­ლად, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი ხმით სხვა­ო­ბა­ზე. და­ა­ნე­ბეთ თავი პრო­ვო­კა­ცი­ებს, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და შე­ე­გუ­ეთ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­საც ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გვაქვს შანსი, „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით" - მამუკა მდინარაძე

"გვაქვს შანსი, „ნაცმოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ 300 ათასი ხმით" - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით 300 ათასი ხმით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მონაცემები იცის და დაიწყო ამომრჩევლების მობილიზება იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კომპანია „ედისონ რისერჩი“ ეგზიტპოლებს ატარებს.

„თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საარჩევნო პროცესი, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით 300 ათასი ხმით. ამ შემთხვევაში ამ მოძრაობას, ამ ძალას, რომელსაც წყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებს, პროვოკაციებს და აშ. მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლით მანიპულაციას. ირაკლი კობახიძემდღეს გამართა ბრიფინგი და რუსთავში, ე.წ.კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა და დაასახელა 10-ზე მეტი პირი, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისინი გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბნებზე და ცდილობდნენ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. ეს პროცესი შეჩერდა ჩვენი ძალისხმევით, ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე. ისინი ამ წუთებში ახდენენ საკუთარი აქტივის მობილიზებას იმ ადგილებში, სადაც „ედისონ რისერჩი“ ატარებს გამოკითხვებს. ამას აზრი ეკარგება მეგობრებო. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს დამაჯერებლად, საუბარია დაახლოებით 300 ათასი ხმით სხვაობაზე. დაანებეთ თავი პროვოკაციებს, მანიპულირებას და შეეგუეთ რეალობას, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები