პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება
რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება

შს სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, გას­რო­ლა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხორ­ცი­ელ­და ჩუმ­ლა­ყის მე-19 უბ­ნი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ უბან­ში არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქის მიერ, სა­ვა­რა­უ­დოდ ე.წ. სა­სიგ­ნა­ლო ია­რა­ღი­დან და მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი პო­ლი­ტი­კას­თან არ აქვს.

„მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩუმ­ლაყ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე, რო­გორც მოწ­მე­ებ­თან გა­სა­უბ­რე­ბით ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულს კავ­ში­რი არ აქვს არ­ჩევ­ნებ­თან და სა­ხე­ზე არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი. გას­რო­ლა პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხორ­ცი­ელ­და ჩუმ­ლა­ყის მე-19 უბ­ნი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ უბან­ში არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქის მიერ, სა­ვა­რა­უ­დოდ ე.წ. სა­სიგ­ნა­ლო ია­რა­ღი­დან. ეს ადა­მი­ა­ნი ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბაშ იმ­ყო­ფე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უხ­სნეს, რო­მელ­თა შო­რი­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბას გა­მო­ძი­ე­ბა აქვს და­წყე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის 11 ფაქ­ტზე.

კერ­ძოდ, მისი თქმით, თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

„დად­გე­ნი­ლია სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი მის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მცხე­თა­ში ერთ-ერთი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 1621 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, უკვე გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან ინ­ცი­დენ­ტის მხა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხდა­რის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

„ადი­გენ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ბუ­რა­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ორ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­უ­ლი და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის და­სად­გე­ნად;

ბა­თუმ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ორ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 1621 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. უკვე გა­მო­ი­კი­თხონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. ამ ეტაპ­ზე არც ერთ ფაქ­ტზე არ იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლის­ში, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

„გა­მო­კი­თხუ­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე მოწ­მე­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი პი­რე­ბის­თვის უც­ნო­ბია და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნად“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­მო ქარ­თლში მარ­კი­რე­ბა­გავ­ლი­ლი პი­რე­ბის მიერ გან­მე­ო­რე­ბით ხმის მი­ცე­მის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 1642 მუხ­ლით.

რო­გორც ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი 9 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვა;

„თბი­ლის­ში, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­კი­თხუ­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­უ­ლი და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის და­სად­გე­ნად;

აბა­შის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, მე-10 უბან­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის მიერ ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 164-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

დუ­შეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სსკ-ის 177-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სო­ფელ ქე­სა­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უმი­სა­მარ­თოდ იგი­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, რის გა­მოც ად­გილ­ზე იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ასკ-ის 166-ე (წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა) და 173-ე (პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა) მუხ­ლე­ბით.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია.“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც მმარ­თვე­ლი, ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება

რა მოხდა ჩუმლაყში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს - შსს-ს განმარტება

შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩუმლაყში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან და მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს.

„მსურს გამოვეხმაურო ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე, როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან. ეს ადამიანი ამჟამად პოლიციის განყოფილებაშ იმყოფება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილი ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე.

კერძოდ, მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

„დადგენილია სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უკვე გამოკითხული არიან ინციდენტის მხარეები, რომლებიც მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

„ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად;

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1621 მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხონ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„გამოკითხულია დაზარალებული და ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე მოწმეები. ამ ეტაპზე გამოკითხული პირებისთვის უცნობია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მისი ვინაობის დასადგენად“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვემო ქართლში მარკირებაგავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1642 მუხლით.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, მსგავსი 9 შემთხვევა გამოვლინდა და მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა;

„თბილისში, ლილოს დასახლებაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოკითხულია დაზარალებული. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დუშეთში საარჩევნო უბანზე მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ის პირველი ნაწილით. გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.“, - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები და დაზარალებულები არიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები