ავტორი:

სახლში ოჯახის 6 წევრი გარდაცვლილი იპოვეს - იაპონიაში სასტიკი მკვლელობა მოხდა

სახლში ოჯახის 6 წევრი გარდაცვლილი იპოვეს - იაპონიაში სასტიკი მკვლელობა მოხდა

პოლიციამ სახლში ექვსი ადამიანის გვამი იპოვა, მათგან ერთი - 7 წლის ბავშვია. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა იაპონიაში, მიაზაკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ტაკაჩიჰოში მოხდა.

სახლი 72 წლის იასუო იიჰოშის ეკუთვნოდა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ოჯახის წევრებმა პოლიციას უპასუხო ზარების შესახებ შეატყობინეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი სახლის გარეთ იპოვეს, სამი მამაკაცი და კიდევ ორი ქალი - სახლში.

იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელ ქვეყნად არის მიჩნეული, მასობრივი მკვლელობების რაოდენობა ძალიან დაბალია. იაპონიაში იარაღის შეძენა მკაცრად კონტროლდება, თავდასხმები, ძირითადად, დანებით ხდება.

პოლიციამ ტაკაჩიჰოში მოკლულების ვინაობა დაასახელა, მათ შორის არის სახლის მფლობელი იიჰოში, მისი 66 წლის ცოლი, 7 და 21 წლის შვილიშვილები და 41 წლის რძალი. გარდაცვლილია, ასევე, 44 წლის ქალი, რომელიც მათი ოჯახის წევრი არ იყო.

ქალაქი, სადაც მასობრივი მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთი იაპონური ტურისტული პორტალის ინფორმაციით, პოპულარულია ტურისტებისთვის, „განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა აქვს და არაჩვეულებრივი ბუნებით გამოირჩევა, ასევე, აქ დიდი სპირიტუალური ენერგია იგრძნობა“. ქალაქში 12 000 ადამიანი ცხოვრობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე