პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ ჩა­ი­სუ­ბან­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ცხე­და­რი ბა­თუ­მის პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც მოკ­ლუ­ლის ძმამ ჯუმ­ბერ ცე­ცხლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი მის­თვის უც­ნო­ბია. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბილ­ში ეს­რო­ლეს.

ჯუმ­ბერ ცე­ცხლა­ძე ამ­ბობს, რომ მის ძმას სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 ვაზ­ნა ამო­ი­ღეს.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, მომ­ხდა­რი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"რა­ღაც კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ, თუმ­ცა ამის გამო თუ მკვლე­ლო­ბას ჩა­ი­დენ­და, არ ვი­ცო­დი. დამ­ნა­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვია. კონ­ფლიქ­ტის მი­ზეზს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა მათი და­პი­რის­პი­რე­ბა, ადრე ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ბო­ლოს რა მოხ­და და რამ გა­მო­იწ­ვია მკვლე­ლო­ბა არ ვიცი" - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ცე­ცხლა­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩა­ი­სუ­ბან­ში, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ც.-ს მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყეს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ჯ.ა.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მ.ც.-ს, რის შე­დე­გა­დაც იგი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჯ.ა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან კავ­შირ­ში არ არის და მკვლე­ლო­ბა წლე­ბის წინ არ­სე­ბულ პი­რად კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა არ ვიცი" - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც მოკლულის ძმამ ჯუმბერ ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარის მიზეზი მისთვის უცნობია. მისივე ინფორმაციით, ძმა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ხმის მიცემის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავტომობილში ესროლეს.

ჯუმბერ ცეცხლაძე ამბობს, რომ მის ძმას სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა 4 ვაზნა ამოიღეს.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, მომხდარი საარჩევნო პროცესებს არ უკავშირდება.

"რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ამის გამო თუ მკვლელობას ჩაიდენდა, არ ვიცოდი. დამნაშავე ადგილობრივია. კონფლიქტის მიზეზს ვერ გეტყვით, თუმცა დიდი ხანია გრძელდება მათი დაპირისპირება, ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა და რამ გამოიწვია მკვლელობა არ ვიცი" - განაცხადა ჯუმბერ ცეცხლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში, 1973 წელს დაბადებული მ. ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

"ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა... უქმეებზე სულ ტაძარში დადიოდნენ" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

მკვლელობა ქობულეთში - თანასოფლელების დაპირისპირების შედეგად მამაკაცია მოკლული

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს