ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად გრძელდება. იგი მომავალი წლიდანაც აქტიური ფაზით დაიწყებს მუშაობას. წელს კი, როცა მავნებელი გამოზამთრების ფაზაშია, მოსახლეობის ჩართულობა მათი განადგურების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.
სტანდარტული ბრძოლის პარალელურად, ფერმერები უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ნასწავლი მეთოდებითაც ებრძვიან მას. სიუჟეტში ისინი ამ მეთოდებს და მისგან მიღებულ შედეგებს გვიზიარებენ.