პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Buyოლოგია - ის რაც ყველა მარკეტერმა და გაყიდვების სპეციალისტმა უნდა იცოდეს
Buyოლოგია - ის რაც ყველა მარკეტერმა და გაყიდვების სპეციალისტმა უნდა იცოდეს

ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღა­ცას ყი­დუ­ლობს. ამ პრო­ცეს­ში კი მთა­ვა­რი ტვი­ნია, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ და მათი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს დღეს­დღე­ო­ბით მარ­კე­ტე­რე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია. სა­მომ­ხმა­რებ­ლო კვლე­ვებ­ზე უამ­რა­ვი დრო­ი­თი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა და მას ნე­ი­რო­მარ­კე­ტინ­გი შე­ის­წავ­ლის. ის სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სწავ­ლობს ტვი­ნის რე­აქ­ცი­ებს მარ­კე­ტინ­გულ სტი­მუ­ლებ­ზე.

„მოდი, თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ უბ­რა­ლო ჭეშ­მა­რი­ტე­ბას: ყვე­ლა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვართ. შო­პინ­გი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რას ვყი­დუ­ლობთ - მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, ნა­ო­ჭე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შვე­ი­ცა­რი­ულ კრემ­სა თუ Coca-Cola-ს. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით (ან სუ­ლაც ასო­ბით) შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ სა­რეკ­ლა­მო გზავ­ნი­ლი გვაც­ვი­ვა თავ­ზე. სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა, ქუ­ჩის ბილ­ბორ­დე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­ბა­ნე­რე­ბი, ვიტ­რი­ნებ­ში გა­მოკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი... ყო­ველ­დღი­უ­რად გვეს­მის ბრენ­დე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი და ბრენ­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, მაგ­რამ განა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ ნი­აღ­ვარ­ში თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა?

რა ფაქ­ტო­რე­ბი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ი­ლე­ქე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და რო­მე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი გო­ნე­ბის სა­წარ­მოო ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­გავ­საყ­რელ­ზე, სა­დაც იმ­ტვე­რე­ბა Huggies- რეკ­ლა­მე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა უფე­რუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი?

ეს ამო­ნა­რი­დი კი არის მარ­ტინ ლინდსტრო­მის წიგ­ნი­დან „Buy-ოლო­გია“ - მითი და რე­ა­ლო­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ ვყი­დუ­ლობთ. მარ­ტინ ლინდსტრო­მის ეს წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა.

წიგ­ნის კონ­სულ­ტან­ტი PSP-ს მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი, თორ­ნი­კე გუ­რუ­ლია, რო­მე­ლიც წიგნს ასე ახა­სი­ა­თებს: „მარ­ტინ ლინდსტრო­მის წიგ­ნი „BUY-ოლო­გია“ იმის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, თუ რა ხდე­ბა ჩვენს ტვინ­ში, როცა ყიდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებთ. ბევრ ჩვენ­განს ალ­ბათ შე­უმ­ჩნე­ვია, რომ თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვართ, უფრო მეტს ვყი­დუ­ლობთ. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნი­სას ადა­მი­ა­ნებს თვით­შე­ფა­სე­ბის უნა­რი უქ­ვე­ით­დე­ბათ, ხოლო ყიდ­ვით ადა­მი­ა­ნის თვით­შე­ფა­სე­ბა მაღ­ლა იწევს. ყიდ­ვის დროს დო­პა­მი­ნი გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. ასე რომ, ყიდ­ვის პრო­ცე­სი ბევრ ადა­მი­ან­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას აღ­ვი­ვებს. წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლას­თვის, ვინც მარ­კე­ტინ­გის, გა­ყიდ­ვე­ბის, პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის, დი­ზა­ი­ნის, პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, და არა მარ­ტო მათ­თვის. წიგ­ნის კი­თხვი­სას გა­ნა­ვი­თა­რებთ იდე­ებს და გა­ეც­ნო­ბით ხრი­კებს, თუ რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ გა­ყი­დოთ უფრო მეტი და რო­გორ გა­ნა­ვი­თა­როთ ბიზ­ნე­სი. და თუ თქვენ არა­ფერს ყი­დით, იმის იდეა მა­ინც გა­გიჩ­ნდე­ბათ, რო­გორ შექ­მნათ სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან ბრენ­დი, რო­მელ­საც რაც უფრო ძვი­რად გა­ყი­დით, უფრო მეტ ფულს იშო­ვით,“ - გან­მარ­ტავს თორ­ნი­კე გუ­რუ­ლი.

ვი­ცით, რა­ტომ ვყი­დუ­ლობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზე­მოქ­მე­დებს სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე? თვალ­ში სა­ცე­მი რეკ­ლა­მე­ბი, მყვი­რა­ლა სლო­გა­ნე­ბი თუ გა­დამ­დე­ბი ტექ­სტე­ბი და მე­ლო­დი­ე­ბი? თუ ყიდ­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქვეც­ნო­ბი­ე­რად, ანუ ისე ვი­ღებთ, რომ ამას ვერც კი ვი­აზ­რებთ?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს სწო­რედ მარ­ტინ ლინდსტრო­მის წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით. დას­კვნე­ბი და სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ავ­ტორ­მა სამ­წლი­ა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­კე­თა. ამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ეჭვქვეშ აყე­ნებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მრა­ვალ წარ­მოდ­გე­ნას იმის შე­სა­ხებ, თუ რა გვი­ჩენს ინ­ტე­რესს და რა გვა­ი­ძუ­ლებს ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის ყიდ­ვას.

6 დე­კემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო ბილტმორ­ში, ბიზ­ნეს­ღო­ნის­ძი­ე­ბა და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით: "Buy•ოლო­გია - ანუ, რა­ტომ ვყი­დუ­ლობთ“

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წიგნს მისი კონ­სულ­ტან­ტი და PSP-ს მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი, თორ­ნი­კე გუ­რუ­ლი წა­რად­გენს, რო­მე­ლიც ასე­ვე ისა­უბ­რებს თე­მებ­ზე:

ნე­ი­რო­მარ­კე­ტინ­გი და მისი როლი გა­ყიდ­ვებ­ში;

ნე­ი­რო­მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ბე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თე­ბი.

ივენ­თის მე­ო­რე სპი­კე­რია თა­თია ტუ­რაშ­ვი­ლი PhD - ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი. აქვს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და ბიზ­ნესტრე­ნე­რად მუ­შა­ო­ბის 15 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ისა­უბ­რებს თე­მა­ზე, თუ რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ კლი­ენ­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბამ­დე.

გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი: რა­ტომ ვერ ყი­დი­ან და რა­ტომ არ ყი­დუ­ლო­ბენ, NLP-ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მა;

რო­გორ მო­ვემ­ზა­დო მო­ლა­პა­რა­კე­ბამ­დე და გან­ვსა­ზღვრო ჩემი “Batna”;

რა სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი სხვა­დას­ხვა მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას;

რა ტი­პის კლი­ენ­ტე­ბი არ­სე­ბობს და რო­გო­რია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სტი­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/1938469023126231/

ავტორი:

Buyოლოგია - ის რაც ყველა მარკეტერმა და გაყიდვების სპეციალისტმა უნდა იცოდეს

Buyოლოგია - ის რაც ყველა მარკეტერმა და გაყიდვების სპეციალისტმა უნდა იცოდეს

ადამიანი ყოველდღიურად რაღაცას ყიდულობს. ამ პროცესში კი მთავარი ტვინია, რომელიც მუდმივად აგროვებს ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ და მათი გაანალიზების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა კონკრეტულად რა განაპირობებს ამ გადაწყვეტილებას, ეს დღესდღეობით მარკეტერების ინტერესის საგანია. სამომხმარებლო კვლევებზე უამრავი დროითი და ფინანსური რესურსი იხარჯება და მას ნეირომარკეტინგი შეისწავლის. ის სამედიცინო ტექნოლოგიებზე დაყრდნობით სწავლობს ტვინის რეაქციებს მარკეტინგულ სტიმულებზე.

„მოდი, თვალი გავუსწოროთ უბრალო ჭეშმარიტებას: ყველანი მომხმარებლები ვართ. შოპინგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელობა არ აქვს, რას ვყიდულობთ - მობილურ ტელეფონს, ნაოჭების საწინააღმდეგო შვეიცარიულ კრემსა თუ Coca-Cola-ს. ჩვენ ყოველდღიურად ათობით (ან სულაც ასობით) შემოთავაზება თუ სარეკლამო გზავნილი გვაცვივა თავზე. სატელევიზიო რეკლამა, ქუჩის ბილბორდები, ინტერნეტბანერები, ვიტრინებში გამოკრული განცხადებები... ყოველდღიურად გვესმის ბრენდების სახელწოდებები და ბრენდების შესახებ ცნობები, მაგრამ განა შესაძლებელია, ინფორმაციის ამ ნიაღვარში თუნდაც რამდენიმე დასახელების დამახსოვრება?

რა ფაქტორები განსაზღვრავს, რომელი ინფორმაცია დაილექება მეხსიერებაში და რომელი აღმოჩნდება ჩვენი გონების საწარმოო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, სადაც იმტვერება Huggies- რეკლამები და მომხმარებლისთვის განკუთვნილი სხვა უფერული გზავნილები?

ეს ამონარიდი კი არის მარტინ ლინდსტრომის წიგნიდან „Buy-ოლოგია“ - მითი და რეალობა იმის თაობაზე, რატომ ვყიდულობთ. მარტინ ლინდსტრომის ეს წიგნი ქართულ ენაზე ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა.

წიგნის კონსულტანტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე გურულია, რომელიც წიგნს ასე ახასიათებს: „მარტინ ლინდსტრომის წიგნი „BUY-ოლოგია“ იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ბევრ ჩვენგანს ალბათ შეუმჩნევია, რომ თუ ცუდ ხასიათზე ვართ, უფრო მეტს ვყიდულობთ. არსებობს მოსაზრება, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას ადამიანებს თვითშეფასების უნარი უქვეითდებათ, ხოლო ყიდვით ადამიანის თვითშეფასება მაღლა იწევს. ყიდვის დროს დოპამინი გამოიყოფა, რომელიც ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ასე რომ, ყიდვის პროცესი ბევრ ადამიანში ბედნიერებას აღვივებს. წიგნი საინტერესოა ყველასთვის, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის განვითარების, დიზაინის, პიარის მიმართულებით მუშაობს, და არა მარტო მათთვის. წიგნის კითხვისას განავითარებთ იდეებს და გაეცნობით ხრიკებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაყიდოთ უფრო მეტი და როგორ განავითაროთ ბიზნესი. და თუ თქვენ არაფერს ყიდით, იმის იდეა მაინც გაგიჩნდებათ, როგორ შექმნათ საკუთარი თავისგან ბრენდი, რომელსაც რაც უფრო ძვირად გაყიდით, უფრო მეტ ფულს იშოვით,“ - განმარტავს თორნიკე გურული.

ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებაზე? თვალში საცემი რეკლამები, მყვირალა სლოგანები თუ გადამდები ტექსტები და მელოდიები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ?

ამ კითხვებზე პასუხს სწორედ მარტინ ლინდსტრომის წიგნში გაეცნობით. დასკვნები და საოცარი აღმოჩენები ავტორმა სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა. ამ კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას.

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში, ბიზნესღონისძიება და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სახელწოდებით: "Buy•ოლოგია - ანუ, რატომ ვყიდულობთ“

ღონისძიებაზე წიგნს მისი კონსულტანტი და PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, თორნიკე გურული წარადგენს, რომელიც ასევე ისაუბრებს თემებზე:

ნეირომარკეტინგი და მისი როლი გაყიდვებში;

ნეირომარკეტინგული კვლებები და საინტერესო მაგალითები.

ივენთის მეორე სპიკერია თათია ტურაშვილი PhD - ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი. აქვს უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნესტრენერად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ისაუბრებს თემაზე, თუ როგორ მოვემზადოთ კლიენტებთან მოლაპარაკების დაწყებამდე.

განხილული საკითხები: რატომ ვერ ყიდიან და რატომ არ ყიდულობენ, NLP-ზე დაფუძნებული მიდგომა;

როგორ მოვემზადო მოლაპარაკებამდე და განვსაზღვრო ჩემი “Batna”;

რა სტრატეგიების გამოყენება ეფექტური სხვადასხვა მოლაპარაკებისას;

რა ტიპის კლიენტები არსებობს და როგორია მათთან ურთიერთობის სტილი.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1938469023126231/

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი