რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sport-express.ru-მ საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელთან, გიორგი დემეტრაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი საქართველოს ნაკრებს, ქართულ ფეხბურთს და პოლიტიკასაც შეეხო.
- ახლა რას საქმიანობთ?
- ფეხბურთისგან შორს არ ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ. რთული გრაფიკია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.
- საქართველოს ნაკრები რა სიძლიერის გუნდია?
- წინსვლა გვაქვს, ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში გადავედით, არცერთი თამაში წაგვიგია. მინიმალური ამოცანა შესრულებულია.
- და მაქსიმალური მიზანი რა არის?
- როგორ თუ რა? ევრო 2020-ზე მოხვედრა. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. კარგი შანსი გვაქვს. ბელორუსი, მაკედონია და კოსოვო - ეს ნაკრებები ჩვენი მეტოქეები არიან.
- საქართველოს ჩემპიონატში დიდი ტალანტები გყავთ?
- უმეტესი მათგანი საზღვარგარეთ თამაშობს. "გენტში" ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს.
- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას იტყვით? მას მოსკოვის "ლოკომოტივი" აკვირდებოდა...
- შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გაზრდა. "ლოკომოტივის" ინტერესის შესახებ არ მსმენია. აი, ჩაკვეტაძე კი უკვე სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს.
- საწყენია, რომ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებს რუსეთი ამჯობინა?
- და "სპარტაკი". შესანიშნავი მცველია, მაგრამ რას ვიზამთ? ეს მისი არჩევანია. როგორ უნდა განვსაჯო, თუმცა შესანიშნავი იქნებოდა ჩვენთვის. კვირკველია და ჯიქია ერთად რომ თამაშობდნენ, იდეალური იქნებოდა. ჩვენ დიდი ტალანტი - ჯანო ანანიძეც გვყავს, მაგრამ ის ტრავმებმა გააწამა. მას სტაბილურ ჯანმრთელობას ვუსურვებ. წაიკითხეთ სრულად