პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ბედია უსახლკაროდ დარჩა - "ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული"
ბორის ბედია უსახლკაროდ დარჩა - "ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული"

მომ­ღე­რა­ლი ბო­რის ბე­დია, რო­მელ­საც არც ხმა აკ­ლია და არც ნიჭი, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ არც ერთ კონ­ცერ­ტში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან არა­ვინ იწ­ვევს. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, იძუ­ლე­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს აღე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, ცუ­დად აი­სა­ხა. ამ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა მი­აჩ­ნია, თვა­ლი და­სავ­ლე­თის­კენ უჭი­რავს - ან ევ­რო­პის­კენ, ან ამე­რი­კის­კენ.

- ბო­რის, დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს შო­უ­ბიზ­ნე­სის ას­პა­რეზ­ზე აღარ ჩან­ხართ. სად და­ი­კარ­გეთ?

- გე­თან­ხმე­ბით, სამ წელ­ზე მე­ტია არა­ნა­ირ კონ­ცერ­ტში არ ვარ ჩარ­თუ­ლი. წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, მა­რამ ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია რომ არის, ყვე­ლა ვხვდე­ბით. სად არის ჩვენ­თან შო­უ­ბიზ­ნე­სი?! შო­უ­ბიზ­ნეს­მა არა­თუ მი­ი­ძი­ნა, არა­მედ აღარ არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მომ­ღერ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მე­ნე­ჯე­რი და პრო­დი­უ­სე­რი არ ჰყავს, სა­ერ­თოდ რაზე უნდა ისა­უბ­რო.

- ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი რეს­ტორ­ნებ­ში და­საქმდა. ერთი პე­რი­ო­დი თქვენც მღე­რო­დით იქ, ახლა ეს სა­მუ­შა­ოც არ გაქვთ?

- რეს­ტო­რან­ში წლე­ბის წინ ვმუ­შა­ობ­დი და ის რეს­ტო­რა­ნიც და­ი­ხუ­რა. ზო­გა­დად რომ ვთქვათ, შო­უ­ბიზ­ნეს­მა დიდი ხა­ნია რეს­ტორ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

- არც რეს­ტო­რან­ში მღე­რით, არც კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ, მა­შინ თავს რითი ირ­ჩენთ, რა არის თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვარ. არც სახ­ლი მაქვს, არც ბიზ­ნე­სი, სა­მა­გი­ე­როდ, მქონ­და ვა­ლე­ბი. რა­ღაც პრობ­ლე­მა იყო, ჩა­ვარ­დნა მაქვს და ასეთ ვი­თა­რე­ა­ში ვცხოვ­რობ. ფი­ნან­სუ­რად მთლი­ა­ნად ჩემს ახ­ლობ­ლებ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ანუ სახ­ლი არ გაქვთ?

- დიახ, ასეა. ხან ვის­თან ვცხოვ­რობ, ხან ვის­თან. ზოგ­ჯერ ბი­ძას­თან მივ­დი­ვარ, ზოგ­ჯერ სხვა ახ­ლობ­ლებ­თან, მაგ­რამ რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა. დაღ­მართს აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მარ­თი მოს­დევს. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დე. უცხო­ეთ­ში წას­ვლა­ზეც ვფიქ­რობ. თუ რა­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვალ. ძა­ლი­ან მინ­და ამე­რიკ­შაი გამ­გზავ­რე­ბა, ევ­როპ­რა­ზეც ვფიქ­რობ.

- თუ ადა­მი­ანს აქ არ უმარ­თლებს, ამე­რი­კა­ში ან ევ­რო­პა­ში გა­უ­მარ­თლებს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცუდი რამ გვჭირს, ქარ­თვე­ლებს ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხი არ უყ­ვართ. მტერ­მაც ბევ­რჯერ თქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ჭი­ერ ხალ­ხს ვერ აფა­სე­ბე­ნო. ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი. ერ­თმა­ნე­თის ბედ­ნი­ე­რე­ბა არ უხა­რი­ათ. სხვა ერში ასე არ არის.

- თქვენ შე­გე­ხოთ ეს შური, არც თქვენ გა­ფა­სე­ბენ?

- რა თქმა უნდა, ასეა. მე რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, გა­ცი­ლე­ბით კარგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი.

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რი­ძეჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ბორის ბედია უსახლკაროდ დარჩა - "ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული"

ბორის ბედია უსახლკაროდ დარჩა - "ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული"

მომღერალი ბორის ბედია, რომელსაც არც ხმა აკლია და არც ნიჭი, ქართული შოუბიზნესის მიღმაა დარჩენილი. რამდენიმე წელია საქართველოში გამართულ არც ერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა, რადგან არავინ იწვევს. როგორც მომღერალი ჟურნალ "სარკესთან" საუბარში აცხადებს, იძულებითი ტაიმაუტი აქვს აღებული. ეს ყველაფერი მის ფინანსურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახა. ამ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად საქართველოდან წასვლა მიაჩნია, თვალი დასავლეთისკენ უჭირავს - ან ევროპისკენ, ან ამერიკისკენ.

- ბორის, დიდი ხანია საქართველოს შოუბიზნესის ასპარეზზე აღარ ჩანხართ. სად დაიკარგეთ?

- გეთანხმებით, სამ წელზე მეტია არანაირ კონცერტში არ ვარ ჩართული. წუწუნი არ მიყვარს, მარამ ძალიან ცუდი სიტუაცია რომ არის, ყველა ვხვდებით. სად არის ჩვენთან შოუბიზნესი?! შოუბიზნესმა არათუ მიიძინა, არამედ აღარ არსებობს. ქვეყანაში, სადაც მომღერლების უმრავლესობას მენეჯერი და პროდიუსერი არ ჰყავს, საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო.

- ქართველი მომღერლების დიდი ნაწილი რესტორნებში დასაქმდა. ერთი პერიოდი თქვენც მღეროდით იქ, ახლა ეს სამუშაოც არ გაქვთ?

- რესტორანში წლების წინ ვმუშაობდი და ის რესტორანიც დაიხურა. ზოგადად რომ ვთქვათ, შოუბიზნესმა დიდი ხანია რესტორნებში გადაინაცვლა.

- არც რესტორანში მღერით, არც კონცერტებში მონაწილეობთ, მაშინ თავს რითი ირჩენთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?

- ძალიან ცუდ დღეში ვარ. არც სახლი მაქვს, არც ბიზნესი, სამაგიეროდ, მქონდა ვალები. რაღაც პრობლემა იყო, ჩავარდნა მაქვს და ასეთ ვითარეაში ვცხოვრობ. ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული.

- ანუ სახლი არ გაქვთ?

- დიახ, ასეა. ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან ვისთან. ზოგჯერ ბიძასთან მივდივარ, ზოგჯერ სხვა ახლობლებთან, მაგრამ რაღაც აუცილებლად გამოჩნდება. დაღმართს აუცილებლად აღმართი მოსდევს. სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდე. უცხოეთში წასვლაზეც ვფიქრობ. თუ რაღაც გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავალ. ძალიან მინდა ამერიკშაი გამგზავრება, ევროპრაზეც ვფიქრობ.

- თუ ადამიანს აქ არ უმართლებს, ამერიკაში ან ევროპაში გაუმართლებს?

- საქართველოში ძალიან ცუდი რამ გვჭირს, ქართველებს ნიჭიერი ხალხი არ უყვართ. მტერმაც ბევრჯერ თქვა, საქართველოში ნიჭიერ ხალხს ვერ აფასებენო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მინუსი. ერთმანეთის ბედნიერება არ უხარიათ. სხვა ერში ასე არ არის.

- თქვენ შეგეხოთ ეს შური, არც თქვენ გაფასებენ?

- რა თქმა უნდა, ასეა. მე რომ სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი, გაცილებით კარგ სიტუაციაში ვიქნებოდი.

ირაკლი ვაჩიბერიძეჟურნალი "სარკე"

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია