სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან
მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან

გა­ე­როს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შან­სი იმი­სა, რომ 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიო და­ფიქ­სირ­დეს, 80%-ით გა­ი­ზარ­და.

ელ-ნი­ნიო (ესპ. El Niño - ბავ­შვი, ბი­ჭუ­ნა) ანო­მა­ლი­უ­რი, გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნაა. ეს არის თბი­ლი სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ჩნდე­ბა სამ ან შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ცივი დი­ნე­ბის გაქ­რო­ბის შემ­დეგ და ერთ წლამ­დე გრძელ­დე­ბა. ელ-ნი­ნიო დე­კემ­ბერ­ში წარ­მო­ი­შო­ბა და ემ­თხვე­ვა შო­ბის დღე­ებს, სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს მისი სა­ხელ­წო­დე­ბაც - "ბავ­შვი", რაც ყრმა იე­სოს გუ­ლის­ხმობს.

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა The Guardian-მა ანო­მა­ლი­ურ მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნი­ოს ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს თბი­ლი სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლი­ო­ში ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბოლო და ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ელ-ნი­ნიო 2016 წელს და­ფიქ­სირ­და, რაც ჰა­ერ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფამ გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, 2019 წლის ელ-ნი­ნიო არ იქ­ნე­ბა ისე­თი ცხე­ლი, რო­გო­რიც 2016 წელს იყო. ამ ანო­მა­ლი­უ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნის დროს წარ­მოქ­მნი­ლი თბი­ლი სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბის გამო, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გვალ­ვე­ბი და წყალ­დი­დო­ბე­ბი იწყე­ბა. გვალ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბა ავ­სტრა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ას, ხოლო წყალ­დი­დო­ბე­ბი სამ­ხრეთ ამე­რი­კას.

"მარ­თა­ლია 2019 წელს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ელ-ნი­ნიო არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე ძლი­ე­რი, რო­გო­რიც 2015-2016 წლებ­ში იყო, თუმ­ცა ის მა­ინც იმოქ­მე­დებს ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლა­ზე და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­იწ­ვევს ძლი­ერ წვი­მას. ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შეც­ვლის ტემ­პე­რა­ტუ­რის იმ ნიშ­ნუ­ლებს, რომ­ლე­ბიც უკვე არ­სე­ბობს. ელ-ნი­ნიო, რო­მე­ლიც 2019 წელს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, იმოქ­მე­დებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზეც" - აცხა­დე­ბენ მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

მეც­ნე­რებ­მა აშშ-ში მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე გა­აფრ­თხი­ლეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი ელ-ნი­ნი­ოს შე­სა­ხებ. ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მშრა­ლი და ცხე­ლი კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც ამა წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იყო, აუ­ცი­ლებ­ლად იმოქ­მე­დებს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და მო­სა­ვალ­ზე.

მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ელ-ნი­ნიო მო­სა­ლოდ­ნე­ლია 2018 წლის დე­კემ­ბერ­სა და 2019 წლის თე­ბერ­ვალს შო­რის. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ანო­მა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან

მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ 2019 წლის თებერვალში გლობალური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაფიქსირდეს, 80%-ით გაიზარდა.

ელ-ნინიო (ესპ. El Niño - ბავშვი, ბიჭუნა) ანომალიური, გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ერთ წლამდე გრძელდება. ელ-ნინიო დეკემბერში წარმოიშობა და ემთხვევა შობის დღეებს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც - "ბავშვი", რაც ყრმა იესოს გულისხმობს.

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ანომალიურ მოვლენა ელ-ნინიოს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს თბილი სეზონური ზედაპირული დინება დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოში ამინდის ცვალებადობაზე. როგორც ცნობილია, ბოლო და ყველაზე ცხელი ელ-ნინიო 2016 წელს დაფიქსირდა, რაც ჰაერში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოყოფამ გამოიწვია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, 2019 წლის ელ-ნინიო არ იქნება ისეთი ცხელი, როგორიც 2016 წელს იყო. ამ ანომალიური კლიმატური მოვლენის დროს წარმოქმნილი თბილი სეზონური ზედაპირული დინების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, გვალვები და წყალდიდობები იწყება. გვალვები ძირითადად ეხება ავსტრალიის ტერიტორიას, ხოლო წყალდიდობები სამხრეთ ამერიკას.

"მართალია 2019 წელს მოსალოდნელი ელ-ნინიო არ იქნება ისეთივე ძლიერი, როგორიც 2015-2016 წლებში იყო, თუმცა ის მაინც იმოქმედებს ტემპერატურის ცვლაზე და სხვადასხვა ქვეყანაში გამოიწვევს ძლიერ წვიმას. ცალკეულ რეგიონებში შეცვლის ტემპერატურის იმ ნიშნულებს, რომლებიც უკვე არსებობს. ელ-ნინიო, რომელიც 2019 წელს არის მოსალოდნელი, იმოქმედებს სოფლის მეურნეობაზეც" - აცხადებენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.

მეცნერებმა აშშ-ში მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელი ელ-ნინიოს შესახებ. ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მშრალი და ცხელი კლიმატი, რომელიც ამა წლის ოქტომბერში იყო, აუცილებლად იმოქმედებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაზე და მოსავალზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ელ-ნინიო მოსალოდნელია 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის თებერვალს შორის. სავარაუდოდ, ეს ანომალური და გლობალური კლიმატური მოვლენა 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე