პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება
30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება

თბი­ლის­ში Fuckup Nights-ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. 30 ნო­ემ­ბერს, „ფაბ­რი­კა­ში“ უკვე მეშ­ვი­დე სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო­სა“ და Impact Hub Tbilisi-ს მიერ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას თა­ვი­ან­თი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო­ბენ.

Fuckukup Nights თბი­ლის­ში ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­და, რო­მელ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკვე ჰყავს. ის არა­მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქა­ლაქ­ში სტარ­ტა­პე­რე­ბი­სა და უბ­რა­ლოდ, ბიზ­ნე­სის ის­ტო­რი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი მოძ­რა­ო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი თვე­ში იკ­რი­ბე­ბა, რათა სხვებს თა­ვი­ან­თი ის­ტო­რი­ე­ბი უამ­ბოს და სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სხვებს ას­წავ­ლოს.

მოძ­რა­ო­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რია, მი­აღ­წი­ონ მი­ზანს, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბას, სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ძე­ნა­სა და უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ეს მი­ზა­ნი „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო­მაც“ და­ი­სა­ხა და მისი თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი, გური ქო­ა­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, Fuckup Nights-ის მეშ­ვე­ო­ბით მის შეს­რუ­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს. თბი­ლის­ში სტარ­ტა­პე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ამი­ტომ პი­რე­ბი, ვინც სა­კუ­თარ თავს ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­და­ვენ, ღო­ნის­ძი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი სტუმ­რე­ბი არი­ან.

Fuckup Nights გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­აა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხის ის­ტო­რი­ებს გად­მოს­ცემს. მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო 2012 წელს მექ­სი­კა­ში და უკვე თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. კერ­ძოდ, ის 84 ქვე­ყა­ნა­სა და 300 ქა­ლაქ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, Fuckup Nights გან­კუთ­ვნი­ლია მე­წარ­მე­ე­ბის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის, მე­ნე­ჯე­რე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის.

რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­ცხი შე­საძ­ლოა, არამ­ხო­ლოდ იმ სპი­კე­რებ­მა გა­ნი­ცა­დონ, ვინც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არა­მედ მა­თაც, ვინც Fuckup Nights-ს უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ხან­და­ხან ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე და­გეგ­მეს. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ასეთ შემ­თხვე­ვებს იხ­სე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი სა­ღა­მო, რო­მელ­ზეც სტუმ­რე­ბი უკვე მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და და­ა­ნონ­სე­ბულ გა­მომ­სვლელს ელო­დე­ბოდ­ნენ, გა­უ­გებ­რო­ბის გამო თით­ქმის ჩა­ი­შა­ლა:

„ჩვენს მე-6 ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ერთ-ერ­თმა სპი­კერ­მა სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვლა Fuckup Nights-ის სა­ღა­მომ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ა­უქ­მა და იმა­ვე კომ­პა­ნი­ი­დან, სა­დაც თა­ვად მუ­შა­ობ­და, შემ­ცვლე­ლი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ჩვენც დავ­თან­ხმდით და სწო­რედ იმ დღეს, რო­დე­საც სპი­კე­რის შემ­ცვლე­ლი ბერ­ლი­ნი­დან მა­ტა­რებ­ლით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, გზა­ში შე­ფერ­ხდა და და­აგ­ვი­ან­და. პრე­ზენ­ტა­ცია 19:00 სა­ათ­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მას 10 წუ­თით ადრე მა­ინც ვე­ლო­დით და ვცდი­ლობ­დით, მისი გა­მოს­ვლის და­წყე­ბის დრო გაგ­ვე­წე­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დეთ, პირ­ველ გა­მომ­სვლელს უამ­რა­ვი შე­კი­თხვა და­ვუს­ვით, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იყო.

20:00 სა­ათ­ზე, რო­დე­საც სპი­კე­რი ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და, ახალ სირ­თუ­ლეს წა­აყ­და. და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მისი ტაქ­სის მძღოლ­მა არ იცო­და, ღო­ნის­ძი­ე­ბა სად იმარ­თე­ბო­და. გა­ვოგნ­დი, რად­გან ეს გუ­ტერსლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლი იყო, თუმ­ცა რო­გორც მძღოლ­მა გან­მარ­ტა, ის მგზავ­რთან ერ­თად არა ქა­ლაქ გუ­ტერსლო­ში, არა­მედ ქა­ლაქ პა­დე­ბორნ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იქი­დან ჩა­მოს­ვლას კი და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მგზავ­რმა მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თი არას­წო­რად შე­ი­ძი­ნა და გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზიც ეს გახ­და. სხვა გზა აღარ დაგ­ვრჩა და აუ­დი­ტო­რი­ას სი­მარ­თლე ვუ­თხა­რით. ასე რომ, მარ­ცხი შე­იძ­ლე­ბა, Fuckup Nights-ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მაც გან­ვი­ცა­დოთ, თუმ­ცა, ჩვე­ნი დე­ვი­ზია „თუ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად მი­დის, გზა მა­ინც გა­აგ­რძე­ლეთ“!, - იხ­სე­ნებს ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მსგავ­სი მარ­ცხი უსი­ა­მოვ­ნო და სტრე­სუ­ლია, მო­მა­ვალ­ში სა­ხა­ლი­სოდ ვყვე­ბით, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბით მი­ვი­ღეთ, ამ დე­ტა­ლებს კი მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. Fuckup Nights-ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაც ეს არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლის­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი Fuckup Nights-ის 30 ნო­ემ­ბრის ღო­ნის­ძი­ე­ბა 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მისი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კე­და­რი ვენ­ჩერს, ლურ­ჯი ოკე­ა­ნე • Blue Ocean წარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარ­ვა • Karva და adjaranet.com.

რაც შე­ე­ხე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­დია პარტნი­ო­რებს, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: Entrepreneur Georgia, AT.ge, ინ­დი­გო • Indigo, bpn.ge • ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი და რა­დიო შო­კო­ლა­დი.

ონ­ლა­ინ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა კი შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ:

Eventer.ge

Tkt.ge

Biletebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება

30 ნოემბერს თბილისში Fuckup Nights-ის მე-7 საღამო გაიმართება

თბილისში Fuckup Nights-ის ღონისძიებები გრძელდება. 30 ნოემბერს, „ფაბრიკაში“ უკვე მეშვიდე საღამო გაიმართება.

ტრადიციულად, ღონისძიებაზე, რომელიც „თბილისის სტარტაპ-ბიუროსა“ და Impact Hub Tbilisi-ს მიერ არის ორგანიზებული, წარმატებული ბიზნესმენები აუდიტორიას თავიანთი წარუმატებლობების შესახებ უამბობენ.

Fuckukup Nights თბილისში ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიება გახდა, რომელსაც რეგულარული მონაწილეები უკვე ჰყავს. ის არამარტო თბილისში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქალაქში სტარტაპერებისა და უბრალოდ, ბიზნესის ისტორიებით დაინტერესებული პირების საყვარელი მოძრაობაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით, ასობით ადამიანი თვეში იკრიბება, რათა სხვებს თავიანთი ისტორიები უამბოს და საკუთარ შეცდომებზე სხვებს ასწავლოს.

მოძრაობის დამფუძნებლებისთვის მთავარია, მიაღწიონ მიზანს, რომელიც აუდიტორიის მაქსიმალურად ინფორმირებას, სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას, ახალი კონტაქტების შეძენასა და უბრალოდ, საღამოს სასიამოვნო გარემოში გატარებას გულისხმობს.

ეს მიზანი „თბილისის სტარტაპ-ბიურომაც“ დაისახა და მისი თანადამფუძნებლები, გური ქოაიავა და ჰაიკ ასრიანცი უკვე რამდენიმე თვეა, Fuckup Nights-ის მეშვეობით მის შესრულებას აქტიურად ცდილობს. თბილისში სტარტაპები პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ პირები, ვინც საკუთარ თავს ბიზნეს-საქმიანობაში ხედავენ, ღონისძიების აქტიური სტუმრები არიან.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და უკვე თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. კერძოდ, ის 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, Fuckup Nights განკუთვნილია მეწარმეების, ბიზნესმენების, სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორების, მენეჯერების, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

როგორც ისინი აღნიშნავენ, პროფესიული მარცხი შესაძლოა, არამხოლოდ იმ სპიკერებმა განიცადონ, ვინც წარმატებული ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებულები, არამედ მათაც, ვინც Fuckup Nights-ს უწევს ორგანიზებას.

ორგანიზატორების თქმით, ხანდახან ყველაფერი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ღონისძიებამდე დაგეგმეს. ისინი რამდენიმე ასეთ შემთხვევებს იხსენებენ. მაგალითად, ერთ-ერთი საღამო, რომელზეც სტუმრები უკვე მისულები იყვნენ და დაანონსებულ გამომსვლელს ელოდებოდნენ, გაუგებრობის გამო თითქმის ჩაიშალა:

„ჩვენს მე-6 ღონისძიებაზე, ერთ-ერთმა სპიკერმა საკუთარი გამოსვლა Fuckup Nights-ის საღამომდე რამდენიმე დღით ადრე გააუქმა და იმავე კომპანიიდან, სადაც თავად მუშაობდა, შემცვლელი შემოგვთავაზა. ჩვენც დავთანხმდით და სწორედ იმ დღეს, როდესაც სპიკერის შემცვლელი ბერლინიდან მატარებლით მოემგზავრებოდა, გზაში შეფერხდა და დააგვიანდა. პრეზენტაცია 19:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამიტომ მას 10 წუთით ადრე მაინც ველოდით და ვცდილობდით, მისი გამოსვლის დაწყების დრო გაგვეწელა. ყველაფერი ვცადეთ, პირველ გამომსვლელს უამრავი შეკითხვა დავუსვით, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.

20:00 საათზე, როდესაც სპიკერი ქალაქში ჩამოვიდა, ახალ სირთულეს წააყდა. დამირეკა და მითხრა, რომ მისი ტაქსის მძღოლმა არ იცოდა, ღონისძიება სად იმართებოდა. გავოგნდი, რადგან ეს გუტერსლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი იყო, თუმცა როგორც მძღოლმა განმარტა, ის მგზავრთან ერთად არა ქალაქ გუტერსლოში, არამედ ქალაქ პადებორნში იმყოფებოდა. იქიდან ჩამოსვლას კი დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდებოდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მგზავრმა მატარებლის ბილეთი არასწორად შეიძინა და გაუგებრობის მიზეზიც ეს გახდა. სხვა გზა აღარ დაგვრჩა და აუდიტორიას სიმართლე ვუთხარით. ასე რომ, მარცხი შეიძლება, Fuckup Nights-ის ორგანიზატორებმაც განვიცადოთ, თუმცა, ჩვენი დევიზია „თუ ყველაფერი ცუდად მიდის, გზა მაინც გააგრძელეთ“!, - იხსენებს ღონისძიების ორგანიზატორი.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში მსგავსი მარცხი უსიამოვნო და სტრესულია, მომავალში სახალისოდ ვყვებით, როგორც გამოცდილებას, რომელიც გარკვეული დეტალების გაუთვალისწინებლობით მივიღეთ, ამ დეტალებს კი მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ. Fuckup Nights-ის მამოძრავებელი ძალაც ეს არის.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ორგანიზებული Fuckup Nights-ის 30 ნოემბრის ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

მისი პარტნიორები არიან Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.

რაც შეეხება ღონისძიების მედია პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

ონლაინ ბილეთების შეძენა კი შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ:

Eventer.ge

Tkt.ge

Biletebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი