კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ს გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე
"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ს გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ სე­ზონ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბით ანე­ბივ­რებს. ზა­ზას ცოლს, ქე­თის, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­მო­უჩ­ნდა. ქეთი სა­გო­ნე­ბელ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, მოს­წონს მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს ამა­ში ვერ უტყდე­ბა. ამას რა თქმა უნდა, უმა­ლავს ქმარ­საც, რად­გა­ნაც ეში­ნია მო­ძა­ლა­დე მე­უღ­ლის, ოჯა­ხის, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს და რო­მე­ლიც მის მი­მართ დიდი სით­ბო­თი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა...

ამ ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ლი ქე­თის­თან ერ­თად გა­ნიც­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა:

"აფხა­ზე­თის და­კარ­გვას არ გა­ნიც­დის ხალ­ხიი რო­გორც ქე­თის ბედს";

"მარ­ტო მა­შინ რა რე­აქ­ცია ქონ­და ზა­ზას, როცა ნი­ა­კოს ვი­ღაც ბავ­შვმა აკო­ცა და ცო­ლის ღა­ლატ­ზე რა მოხ­დე­ბა წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და";

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ქე­თის ვნე­ბე­ბით აღ­სავ­სე სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ღო­ნე­მიხ­დი­ლი ისევ ზა­ზას გვერ­დით გა­იღ­ვი­ძებს და ამო­ი­სუნ­თქებს";

"გა­სა­გე­ბია, რომ ქმა­რი მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვა, მა­მამ­თი­ლი და დე­დამ­თი­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, შვი­ლიც "უჟ­მუ­რი" ხა­სი­ა­თის გა­მო­ად­გა... რაც შე­ე­ხე­ბა და­ქა­ლებს: პა­ტა­რა "დე­ბილ" გო­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ და მეს­მის რომ სულ მცი­რე­დი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, მარ­თლა კარ­გად მეს­მის ამ პერ­სო­ნა­ჟის... მაგ­რამ აი ღა­ლატს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვა­მარ­თლებ";

"შე მო­სას­პო­ბო! ამ და­ჭყე­ტილ კაც­ში რა მო­გე­წო­ნა დე­დას გა­ფი­ცებ? და­მე­თხლი­შა ნერ­ვე­ბი"; "ეს სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა­შიც ასე შვრე­ბა ზოგი. კარ­გად ჩა­თხო­ვი­ლი-გა­თხო­ვი­ლი-სახ­ლში ჩამ­ჯდა­რი ქა­ლე­ბი" - წე­რენ ფე­ის­ბუქ-კო­მენ­ტა­რებ­ში სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქე­თის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, მსა­ხი­ობ სა­ლო­მე შარ­ვა­ძეს­თან.

- სა­ლო­მე, შენი პერ­სო­ნა­ჟი ბოლო დროს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რამ­დე­ნი­მე სე­რი­აა მის გარ­შე­მო სრუ­ლი­ად ახა­ლი ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა. თა­ვად მოგ­წონს ქე­თის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ამ დო­ზით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა... ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თვის რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის თუ წარ­მო­ჩე­ნის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა... ამ­დე­ნი წელი ქეთი ერთი ერ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი იყო, ახლა მის­თვის სხვა ეტა­პი და­ი­წყო... ამ როლ­ზე ახლა უფრო მეტს ვფიქ­რობ... ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ჩემ­თვის მისი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა.

- ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. ყვე­ლა თა­ვის მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბას არ მოს­წონს ქე­თის ამ ის­ტო­რი­ა­ში გაბ­მა. ჭკვი­ა­ნი ქალი ასე არ მო­იქ­ცე­ო­დაო. რას ეტყვი მათ?

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რაც ხდე­ბა მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია... ქე­თიმ არ­ჩევ­ნე­ბიც გა­და­ფა­რა... ძა­ლი­ან მი­ხა­რია მის ირ­გვლივ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ასე­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი რომ არის. ნამ­დი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი. ქე­თის ახა­ლი "სთო­რი" მომ­წონს. ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი არ მოს­წონ­დეს, მისი პერ­სო­ნა­ჟის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ მე მომ­წონს და მი­ხა­რია, რომ სცე­ნა­რის­ტი მენ­დო და დღეს უკვე უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ჩემი სა­თა­მა­შოა.

- თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბაც არის - ისეთ ქმარს რო­გო­რიც ქე­თის ჰყავს, სწო­რე­დაც "რქე­ბი უნდა და­ად­გა"... ამა­ზე რო­გორ უპა­სუ­ხებ­დი?

- კი, ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბიც შემ­ხვედ­რია... ბუ­ნებ­რი­ვია, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, ღა­ლა­ტის წი­ნაღ­მდე­გი ვარ, თუმ­ცა კაცს თუ ეპა­ტი­ე­ბა, მა­შინ ქალ­საც უნდა ეპა­ტი­ოს... რო­დე­საც ბევ­რი წელი, შენი ქმა­რი თით­ქოს ვერ გხე­დავს, ვე­ღარ გგრძნობს, არ თუ ვერ გა­მო­ხა­ტავს სიყ­ვა­რულს და ყუ­რა­დღე­ბას, თან, ამ ყვე­ლა­ფერ­თან, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, მო­ძა­ლა­დეა, სახ­ლში არც თი­თონ და არც მისი მშობ­ლე­ბი პა­ტივს არ გცე­მენ... ამ დროს ახალ­გაზ­რდა, გა­და­სა­რე­ვი ექი­მი კი არა, ვინც უნდა გა­და­კი­დე­ბო­და, ჩემი ქეთი მა­ინც არ უნდა გა­ვამ­ტყუ­ნოთ. ამ­დე­ნი წლის მერე ვი­ღა­ცამ თავი ქა­ლად აგ­რძნო­ბი­ნა... პა­ტი­ვის­ცე­მა, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი გა­უ­ნა­წი­ლა...

- ყვე­ლას მა­ინც ის აინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის ზაზა, რო­დე­საც ცო­ლის ამ საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობს... მარ­თლაც, რას იტყვის ზაზა?

- ვაი... მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის ზაზა. რას არ ვიცი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად რომ იტყვის და თქვენ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რია გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი! და იმე­დია, ეს კვან­ძის გახ­სნის სცე­ნაც თქვენ­თვის კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა... იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობს ქე­თის, არაფ­რის უნდა ეში­ნო­დეს... მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მის გვერ­დი­თაა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, გა­და­გა­ხე­დებთ ჩემს სმს-ებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და დარ­წმუნ­დე­ბით...

- შენ ისე­ვე შე­გიძ­ლია თუ არა მოქ­ცე­ვა, რო­გორც ქე­თის? თუნ­დაც ახლა და თუნ­დაც იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც მას ასე­თი უხე­ში ქმა­რი ჰყავს, მშვი­დად შეხ­ვდე მის ყო­ველ აღელ­ვე­ბას?

- ყვე­ლა ქალი სხვა­დას­ხვა­ნი­რია... მაგ­რამ არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს... არა­ვინ იცის წი­ნას­წარ იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ვინ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა... მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტია ტყუ­ი­ლე­ბი, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბა... ჩემი აზ­რით კაცს და ქალს თუ ერ­თმა­ნე­თი აღარ აინ­ტე­რე­სებთ, პირ­ველ რიგ­ში ერ­თმა­ნეთს უნდა უთხრან ამის შე­სა­ხებ და და­ი­შა­ლონ...

- შენს ახალ და ძველ პარტნი­ორს, ანუ სოსო ხვე­დე­ლი­ძეს და გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილს რო­გორ შე­ა­ფა­სებ. ად­ვი­ლია მათ­თან მუ­შა­ო­ბა?

- ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ კარ­გი პარტნი­ო­რე­ბით... თუნ­დაც ჩემი სე­რი­ა­ლის გო­გო­ე­ბით "და­ქა­ლე­ბით", ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან და ორი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის ახალ­გაზ­რდა კაცი, რომ­ლე­ბიც ჩემი უშუ­ა­ლო და პირ­და­პი­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან... როცა შენ გვერ­დით ასე­თი მა­გა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი დგა­ნან, ყვე­ლა­ფე­რი უფრო ად­ვი­ლია. კი, უფრო ნამ­დვი­ლია და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭე­ბი მყავს მე და დიდი მად­ლო­ბა მათ არაჩ­ვე­ულბ­რი­ვი პარტნი­ო­რო­ბის­თვის!

სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ ქე­თი­ზე და ეს ბოლო პე­რი­ო­დია მხო­ლოდ მისი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. მინ­და, რომ ღირ­სე­უ­ლი პარ­ტი­ო­რო­ბა გა­ვუ­წიო ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბი­ჭებს და თუ გა­მომ­დის, ძა­ლი­ან მი­ხა­რია!

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვთქვით, რა ხდე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში, რა რე­აქ­ცი­ე­ბი აქვს ხალ­ხს, რო­დე­საც გხვდე­ბი­ან?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პირ­ვე­ლი­ვე სე­რი­ი­დან გა­მოჩ­ნდა ჩემი პერ­სო­ნა­ჟი... ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბა უსა­ზღვროა, შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბით და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით დიდი ხა­ნია გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ქუ­ჩა­ში თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემ მი­მართ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ორ­მაგ­და... ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ქე­თის, ადარ­დებთ, რა ბედი ეწე­ვა მას და ამ­ხნე­ვე­ბენ მა­საც და მეც. სა­ნერ­ვი­უ­ლო ბევ­რი გვექ­ნე­ბა, წინ უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ე­ბი გვე­ლო­დე­ბა... ასე რომ, გვი­ყუ­რეთ - გპირ­დე­ბით არ მო­გა­წყენთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ს გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე

"ბოლო პერიოდი, ქეთის ცხოვრებით ვცხოვრობ..." - როგორ "გადაფარა არჩევნები" "ჩცდ"-ს გმირმა და რას ფიქრობს პერსონაჟის ღალატზე სალომე შარვაძე

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს ყოველ სეზონზე საინტერესო პერსონაჟებით ანებივრებს. ზაზას ცოლს, ქეთის, თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ქეთი საგონებელშია ჩავარდნილი, მოსწონს მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი მამაკაცი, რომელიც მის მიმართ სითბოს გამოხატავს, თუმცა საკუთარ თავს ამაში ვერ უტყდება. ამას რა თქმა უნდა, უმალავს ქმარსაც, რადგანაც ეშინია მოძალადე მეუღლის, ოჯახის, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მის მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩევა...

ამ ყველაფერს მაყურელი ქეთისთან ერთად განიცდის და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება:

"აფხაზეთის დაკარგვას არ განიცდის ხალხიი როგორც ქეთის ბედს";

"მარტო მაშინ რა რეაქცია ქონდა ზაზას, როცა ნიაკოს ვიღაც ბავშვმა აკოცა და ცოლის ღალატზე რა მოხდება წარმოდგენაც არ მინდა";

"ეს ყველაფერი ქეთის ვნებებით აღსავსე სიზმარი აღმოჩნდება, ღონემიხდილი ისევ ზაზას გვერდით გაიღვიძებს და ამოისუნთქებს";

"გასაგებია, რომ ქმარი მართლა ძალიან ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა... რაც შეეხება დაქალებს: პატარა "დებილ" გოგოდ მიიჩნევენ და მესმის რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის... მაგრამ აი ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ";

"შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა დედას გაფიცებ? დამეთხლიშა ნერვები"; "ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები" - წერენ ფეისბუქ-კომენტარებში სერიალის მაყურებლები.

AMBEBI.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქეთის როლის შემსრულებელთან, მსახიობ სალომე შარვაძესთან.

- სალომე, შენი პერსონაჟი ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. რამდენიმე სერიაა მის გარშემო სრულიად ახალი ამბავი ვითარდება. თავად მოგწონს ქეთის ახალი ცხოვრება?

- ძალიან მიხარია ჩემი პერსონაჟის ამ დოზით გააქტიურება... ბუნებრივია, ჩემთვის როგორც მსახიობისთვის, ეს საკუთარი თავის გამოვლენის თუ წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა... ამდენი წელი ქეთი ერთი ერფეროვანი პერსონაჟი იყო, ახლა მისთვის სხვა ეტაპი დაიწყო... ამ როლზე ახლა უფრო მეტს ვფიქრობ... ბევრად საინტერესო გახდა ჩემთვის მისი ცხოვრებით ცხოვრება.

- ამ ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს, თუმცა უმეტესობას არ მოსწონს ქეთის ამ ისტორიაში გაბმა. ჭკვიანი ქალი ასე არ მოიქცეოდაო. რას ეტყვი მათ?

- სოციალურ ქსელებში რაც ხდება მართლა დაუჯერებელია... ქეთიმ არჩევნებიც გადაფარა... ძალიან მიხარია მის ირგვლივ დატრიალებული ამბავი ასეთი რეზონანსული რომ არის. ნამდილად არ ველოდებოდი. ქეთის ახალი "სთორი" მომწონს. ვიღაცას შეიძლება მსახიობი არ მოსწონდეს, მისი პერსონაჟის განვითარება და გაძლიერება, მაგრამ მე მომწონს და მიხარია, რომ სცენარისტი მენდო და დღეს უკვე უზომოდ საინტერესო პერსონაჟი ჩემი სათამაშოა.

- თუმცა საპირისპირო მოსაზრებაც არის - ისეთ ქმარს როგორიც ქეთის ჰყავს, სწორედაც "რქები უნდა დაადგა"... ამაზე როგორ უპასუხებდი?

- კი, ასეთი მოსაზრებებიც შემხვედრია... ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში, ღალატის წინაღმდეგი ვარ, თუმცა კაცს თუ ეპატიება, მაშინ ქალსაც უნდა ეპატიოს... როდესაც ბევრი წელი, შენი ქმარი თითქოს ვერ გხედავს, ვეღარ გგრძნობს, არ თუ ვერ გამოხატავს სიყვარულს და ყურადღებას, თან, ამ ყველაფერთან, კლასიკური გაგებით, მოძალადეა, სახლში არც თითონ და არც მისი მშობლები პატივს არ გცემენ... ამ დროს ახალგაზრდა, გადასარევი ექიმი კი არა, ვინც უნდა გადაკიდებოდა, ჩემი ქეთი მაინც არ უნდა გავამტყუნოთ. ამდენი წლის მერე ვიღაცამ თავი ქალად აგრძნობინა... პატივისცემა, სითბო და სიყვარული გაუნაწილა...

- ყველას მაინც ის აინტერესებს, რას იტყვის ზაზა, როდესაც ცოლის ამ საქციელის შესახებ შეიტყობს... მართლაც, რას იტყვის ზაზა?

- ვაი... მეც ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ზაზა. რას არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად რომ იტყვის და თქვენთვის არაჩვეულებრივი საყურებელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ - საოცრად ნიჭიერია გიორგი ბოჭორიშვილი! და იმედია, ეს კვანძის გახსნის სცენაც თქვენთვის კარგი სანახავი იქნება... იმდენი ადამიანი გულშემატკივრობს ქეთის, არაფრის უნდა ეშინოდეს... მთელი საქართველო მის გვერდითაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გადაგახედებთ ჩემს სმს-ებს სოციალურ ქსელებში და დარწმუნდებით...

- შენ ისევე შეგიძლია თუ არა მოქცევა, როგორც ქეთის? თუნდაც ახლა და თუნდაც იმ სიტუაციაში, როდესაც მას ასეთი უხეში ქმარი ჰყავს, მშვიდად შეხვდე მის ყოველ აღელვებას?

- ყველა ქალი სხვადასხვანირია... მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს... არავინ იცის წინასწარ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ როგორ მოიქცევა... მაგრამ ძალიან დიდი დისკომფორტია ტყუილები, ორმაგი ცხოვრება... ჩემი აზრით კაცს და ქალს თუ ერთმანეთი აღარ აინტერესებთ, პირველ რიგში ერთმანეთს უნდა უთხრან ამის შესახებ და დაიშალონ...

- შენს ახალ და ძველ პარტნიორს, ანუ სოსო ხვედელიძეს და გიორგი ბოჭორიშვილს როგორ შეაფასებ. ადვილია მათთან მუშაობა?

- ძალიან გათამამებული ვარ კარგი პარტნიორებით... თუნდაც ჩემი სერიალის გოგოებით "დაქალებით", ერთმანეთზე უკეთესები არიან და ორი ძალიან მაღალი კლასის ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ჩემი უშუალო და პირდაპირი პარტნიორები არიან... როცა შენ გვერდით ასეთი მაგარი მსახიობები დგანან, ყველაფერი უფრო ადვილია. კი, უფრო ნამდვილია და უფრო საინტერესო, საუკეთესო ბიჭები მყავს მე და დიდი მადლობა მათ არაჩვეულბრივი პარტნიორობისთვის!

სწორედ მათი დამსახურებით ძალიან ბევრს ვფიქრობ ქეთიზე და ეს ბოლო პერიოდია მხოლოდ მისი ცხოვრებით ვცხოვრობ. მინდა, რომ ღირსეული პარტიორობა გავუწიო ამ არაჩვეულებრივ ბიჭებს და თუ გამომდის, ძალიან მიხარია!

- სოციალურ ქსელში ვთქვით, რა ხდება, საინტერესოა, რა ხდება ქუჩაში, რა რეაქციები აქვს ხალხს, როდესაც გხვდებიან?

- "ჩემი ცოლის დაქალების" პირველივე სერიიდან გამოჩნდა ჩემი პერსონაჟი... ამ წარმატებული სატელევიზიო პროექტის პოპულარობა უსაზღვროა, შესაბამისად, ხალხის ყურადღებით და კეთილი სურვილებით დიდი ხანია განებივრებული და მადლიერი ვარ. ყველა ადამიანი, ვისაც არ ეზარება, ქუჩაში თუ სოციალურ ქსელში ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. ახლა ეს ყველაფერი გაორმაგდა... ძალიან გულშემატკივრობენ ქეთის, ადარდებთ, რა ბედი ეწევა მას და ამხნევებენ მასაც და მეც. სანერვიულო ბევრი გვექნება, წინ უზომოდ საინტერესო სერიები გველოდება... ასე რომ, გვიყურეთ - გპირდებით არ მოგაწყენთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს