ავტორი:

მიდის თუ არა პოლიტიკაში გიორგი უშიკიშვილი და რას ნიშნავდა სოფო ნიჟარაძის ვნებიანი კოცნა "მხოლოდ ქართულის" ჩაწერაზე

მიდის თუ არა პოლიტიკაში გიორგი უშიკიშვილი და რას ნიშნავდა სოფო ნიჟარაძის ვნებიანი კოცნა "მხოლოდ ქართულის" ჩაწერაზე

მეგაპროექტ "მხოლოდ ქართულში" შესარჩევი ტურები დასრულდა, 10 კონკურსანტი გამოვლინდა, რომლებსაც მაყურებელი შემდეგი ორშაბათიდან ახლოს გაიცნობს... ცნობილია, რომ შესარჩევ ტურებზე ქართული სიმღერის ყველა ჟანრის შემსრულებელი მოდის, მათ შორის, ფოლკლორისტებიც, მაგრამ მათგან ბევრს არ უმართლებს იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ხალხური სიმღერიდან საესტრადოზე გადაწყობა ყველას არ გამოსდის, რის გამოც, ჟიური მათ მომდევნო ეტაპზე გადაყვანას თავს არიდებს. ამ თემაზე "მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრთან, ფოლკლორისტ გიორგი უშიკიშვილთან ვსაუბრობთ.

- კარგია, როცა ხალხურ სიმღერას ასრულებ, მაგრამ ჩვენ კონკურსანტებისგან უფრო სხვა რამ გვინდა. როცა მთელი ცხოვრება ხალხურ სიმღერას მღერი, ძალიან გიჭირს, გადაეწყო თანამედროვე, საესტრადო მუსიკაზე. თუმცა ასეთი უნიკალური შემთხვევა იყო შესანიშნავი გოგი დოლიძე, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებდა როგორც საესტრადო ნამუშევრებს, ასევე ხალხურ სიმღერებს. მოკლედ, იშვიათია, რომ ადამიანი ამ ორივე მიმართულებით სწორად მღეროდეს. პირადად ჩემს თავზე მინდა, ვთქვა, - მკვეთრად ხალხური სიმღერის შემსრულებელი ვარ, ჩემთვის უცხოა საესტრადო მუსიკა, ამიტომ გადაწყობა არ იქნება ადვილი და არც ვცდილობ.

- მაგრამ შენ ხარ იმ ჟიურიში, რომელიც ქართულ საესტრადო სიმღერებს აფასებს, მაშინ რატომ ზიხარ ამ ჟიურიში?

- აქ საუბარია ქართული სიმღერის შეფასებაზე. შეიძლება მე ვერ ვიმღერო რომელიმე საესტრადო მომღერლის რეპერტუარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შევაფასო ამა თუ იმ კონკურსანტის ნამღერი. ისინი უნდა შევაფასო, ფრაზის, გამოთქმით მიხედვით, რაც მნიშვნელოვანია. ასე რომ, ამ შემთხვეაში შემფასებელი ვარ... მარინა ბერიძეც არ არის მომღეალი, ისიც შემფასებელია. მოკლედ, იქ იმიტომ არ ვზივარ, რომ ხალხური სიმღერის შემსრულებელი შევაფასო, არამედ ზოგადად - მომღერალი, ვიმეორებ, როგორც მომღერალმა და არა მხოლოდ როგორც ხალხური სიმღერის სპეციალისტმა. თუმცა ზოგიერთს შეიძლება ჰგონია, ვიღაც მოვიდა, ხალხურს მღერის და გიორგი უშიკიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ თავად ხალხურის სპეციალისტია, უარი უთხრა. ასე არ არის. ეს ხალხური სიმღერის კონკურსი არ არის, გვერდს მიმშვენებენ ადამიანები, რომლებიც სხვა ჟანრში მუშაობენ და ბუნებრივია, მათი თანხმობაა საჭირო, რომ ადამიანი მოხვდეს შემდეგ ტურში. ამიტომ ხალხურ სიმღერასაც უნდა მღეროდეს. ბევრჯერ ვთქვით, რომ ვეძებთ ხალხურ შემსრულებელს, რომელიც ყველა ჟანრს ასრულებს.

- ასე რომ, ხალხური მომღელებისთვის თქვენი უარი იმას ნიშნავდა, რომ მან ვერ შეძლო შესარჩევ ტურზე, ეჩვენებინა, საესტრადო მიმართულებით გადაწყობილიყო.

- რომლებსაც გადაწყობა უჭირთ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდი მომღერლები არიან. უბრალოდ, გაუჭირდებათ კონკურსის მსვლელობისას სხვა ჟანრში ფეხის აწყობა. ავიყვანეთ ისინი, ვისაც ეს პრობლემა არ აქვს. ცხადია, ხალხურ სიმღერას თავის მანერა აქვს, საესტრადოს - თავისი. თუ სხვა მანერით ვერ ახერხებ შესრულებას, ჯობია, იმაში დარჩე, რაც კარგად გამოგდის და ამ მიმართულებით განვითარდე. შესაძლოა, ეს დეტალები ჩვეულებრივმა მსმენელმა ვერ შენიშნოს, მაგრამ პროფესიონალურად ეს სხვანაირად ჟღერს. ამიტომ ასეთ სიტუაციებში რაღაცების გარისკვა არ შეიძლება. მაგალითად, შერჩეული კონკურსანტებიდან არის გიორგი ნარმანია, რომელიც ფოლკლორისტია, მაგრამ საესტრადო სიმღერაც მშვენივრად გამოსდის, შესაბამისად, მოხვდა კიდეც ამ გუნდში.

- ზოგადად რას იტყვი ათეულზე. ფავორიტები გყავს?

- ერთ რამეს ვხვდები და ვიცი, რომ 4-5 ლაივკონცერტის შემდეგ გამოიკვეთება - ვინ ვინ არის, ასევე ლიდერები, ყოჩაღები, ვინ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც კონკურსს მუდმივად თან ახლავს. ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, ფავორიტი ვინ გყავსო? ჯერ ვერ ვპასუხობ.

- "მხოლოდ ქართულის" შესარჩევი ტური ჟიურის წევრების - შენი და სოფო ნიჟარაძის ვნებიანი კოცნით დასრულდა. რას ნიშნავს ეს?

- რას ამბობთ? არაფერს. მე და სოფო გასაოცარი მეგობრები ვართ და მეგობრობაშიც ვიცით ხოლმე ასეთი ვნებიანი კოცნები...

- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული პარტიის წევრად მოიაზრები პროდიუსერ დათო იმედაშვილთან ერთად. მუსიკიდან პოლიტიკაში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობ?

- სულ ტყუილი ინფორმაციაა. ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ მაქვს. იმ დღეს, დილით გავიღვიძე და ეს ინფორმაცია დამხვდა - მეგობრებმა დამირეკეს. არადა, ამისთვის წინაპორობა არ მქონია. მოწმენდილ ცაზე გავარდნილს ჰგავდა. მაგალითად, დათო იმედაშვილის შესახებ კიდევ შეიძება რაღაც ეთქვათ, თაკო ჩარკვიანთან ერთად, რამდენჯერმე, პოლიტიკურ თოქშოუში ყოფილა. მე რა შუაში ვიყავი, ნამდვილად ვერ გავიგე.

- ე.ი. პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებ?

- არა, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ნაწილი უნდა მიხვდეს, რომ ხელოვანი ადამიანების ადგილი იქ არის, სადაც ისინი კარგად გრძნობენ თავს. საკანონმდებლო ორგანოში, ვისაც შესაბამისი განათლება აქვს, ისინი უნდა მოხვდნენ და არა მოქმედი ხელოვანები, თან, ისე, რომ სცენას ჩამოვაშოროთ. ნამდვილად არ მინდა, არანაირი პარლამენტის წევრობა, რადგანაც ჩემს საქმეში ძალიან ბევრი მაქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი. იქ უნდა ვიყო, რაც მე მსიამოვნებს და საქმეც კარგად გამომდის.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს