ავტორი:

ჯეკი ჩანის ქალიშვილი მეგობარ გოგოზე დაქორწინდა : "სიყვარული იმარჯვებს, ყოველთვის"

ჯეკი ჩანის ქალიშვილი მეგობარ გოგოზე დაქორწინდა : "სიყვარული იმარჯვებს, ყოველთვის"

ჯეკი ჩანის შვილი, ეტა, რომელთანაც მამას ურთიერთობა არ აქვს, კანადელ მეგობარ გოგონაზე, ენდი ოთამზე დაქორწინდა, ამის შესახებ CNN წერს.

19 წლის ეტამ „ინსტაგრამზე“ თეთრ სამოსში გადაღებული სურათი გააზიარა, სათაურით - „სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. ყოველთვის“...

ენდიმ კი აღნიშნა, რომ ჰონგ-კონგში დაბრუნდნენ, როგორც მეუღლეები.

„სიყვარულთან ერთად მოდის გასაოცარი ძალა და საკუთარი თავის რწმენა, რომელიც გვეხმარება, ყურადღება არ მივაქციოთ საკუთარ ტკივილს და ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა გვინდა,“ - წერს ენდი.

ეტა ჩინელი მსახიობისა და ყოფილი სილამაზის დედოფლის, ელეინის შვილია. ელეინსა და ჯეკი ჩანს 1990-იან წლებში რომანი ჰქონდათ, ჩანი ტაივანელ მსახიობზე, ჯოან ლინზე 1982 წელს დაქორწინდა.

მაისში ეტამ და ენდიმ „იუთუბზე“ ვიდეო განათავსეს, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი კანადაში ცხოვრობდნენ, უსახლკაროდ, ამაში კი ჰომოფობ მშობლებს ადანაშაულებდნენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ