სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერში ოთხ ღონისძიებას უმასპინძლა
„თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერში ოთხ ღონისძიებას უმასპინძლა

“თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო“ ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, ინ­ფორ­მა­ცი­ულ, სა­ხა­ლი­სო და ინო­ვა­ცი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რომ­ლებ­საც ხში­რად ვსტუმ­რობთ ხოლ­მე.

გა­სუ­ლი თვე­ე­ბის მსგავ­სად, „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რომ“ ნო­ემ­ბერ­ში­ორ­გა­ნი­ზე­ბა უკვე ოთხ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­უ­წია. თვის პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა PechaKucha Night იყო, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში უკვე მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა.

PechaKucha Night-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სპი­კერ­მა 20 წამ­ში 20 სლა­ი­დი წარ­მო­ად­გი­ნა. ამ­ჯე­რად, მთა­ვა­რი თემა მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახა­ლი კულ­ტუ­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რაც აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

თუ ჯერ კი­დევ არ იცით, რა არის Pecha Kucha Night, მისი ში­ნა­არ­სი ასე­თია: წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად უნდა მიხ­ვი­დეთ, პრე­ზენ­ტა­ტო­რე­ბი კი თა­ვი­ანთ გა­მოს­ვლას 20:20 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბენ. გარ­და ამი­სა, თუ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბა გსურთ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ის ინ­გლი­სურ ენა­ზეა.

უკვე წლე­ბია, Pecha Kucha Night არის არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­ხა­ლი­სო შეხ­ვედ­რე­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, ინო­ვა­ტო­რე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი, გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ანთ იდე­ებს, პრო­ექ­ტებს, ნა­მუ­შევ­რებ­სა და მო­საზ­რე­ბებს უზი­ა­რე­ბენ.

რო­გორ და­ი­წყო Pecha Kucha Night-ის მოძ­რა­ო­ბა?

2003 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად, მას ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­სახ­ვედ­რად მარ­თავ­დნენ, ახლა კი უკვე 1000-ზე მეტ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­და, მათ შო­რის ერთ-ერთი თბი­ლი­სია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა „ღია სივ­რცე­ში“ ჩა­ტარ­და.

გარ­და Pecha Kucha Night-ისა, „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რომ“ ნო­ემ­ბრის თვე­ში PowerPoint Karaoke-ს სამი ღო­ნის­ძი­ე­ბაც ჩა­ა­ტა­რა. მოძ­რა­ო­ბა თბი­ლის­ში უკვე პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რაც მის სა­ხა­ლი­სო ფორ­მატს უკავ­შირ­დე­ბა. PowerPoint Karaoke სტარ­ტა­პე­რე­ბი­სა და საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ამას­თან, ის გან­ტვირ­თვი­სა და ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

PowerPoint Karaoke გარ­თო­ბას, ტრე­ნინგს, სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბრსა და ნერ­თვორ­ქინგს მო­ი­ცავს. ამას­თან, ის არა­ფორ­მა­ლუ­რი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო ბიზ­ნეს-იდე­ე­ბის გაც­ვლი­სა და ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­ძე­ნის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა PowerPoint Karaoke-ს წე­სებს, ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არ იცი­ან, რაც გა­მოს­ვლას სა­ხა­ლი­სოს ხდის. გა­მომ­სვლელს პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ტექ­სტის მო­ფიქ­რე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად უწევს, რაც მას პი­ჩინ­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. Power Point Karaoke მო­ი­ცავს გარ­თო­ბას ტრე­ნინგს, სა­ხა­ლი­სო შე­ჯიბრსა და აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

PowerPoint Karaoke-ს სტუმ­რე­ბის­თვის უკვე დიდი ხა­ნია, ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ტვირ­თვის საყ­ვა­რე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რომ­ლის კა­რიც ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის ღიაა.

რაც შე­ე­ხე­ბა „თბი­ლი­სის-სტარ­ტაპ ბი­უ­როს“, ის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნონ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპი­კე­რე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ბიზ­ნეს და საქ­მი­ან ის­ტო­რი­ებს, მო­ის­მი­ნონ იმპრო­ვი­ზა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, „სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ პრო­ექ­ტე­ბი სტარ­ტა­პებს და დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სხვადსახ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­დონ.

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი Fuckup Nights Tbilisi გახ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სი­ახ­ლე და ინო­ვა­ცი­უ­რო აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამი­ტომ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბა და ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა.

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში, სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი და ამის­თვის სხვადსხვა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გური ქო­ი­ა­ვა და ჰაიკ ას­რი­ან­ცი.

მომ­დევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბა: https://www.facebook.com/events/569373446824721/

Fuckup Nights Tbilisi vol. 7-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კე­და­რი ვენ­ჩერს, ლურ­ჯი ოკე­ა­ნე • Blue Ocean წარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარ­ვა • Karva და adjaranet.com. ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­დია პარტნი­ო­რე­ბი არი­ან Entrepreneur Georgia, AT.ge, ინ­დი­გო • Indigo, bpn.ge • ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი და რა­დიო შო­კო­ლა­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერში ოთხ ღონისძიებას უმასპინძლა

„თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერში ოთხ ღონისძიებას უმასპინძლა

“თბილისის სტარტაპ-ბიურო“ ბევრი ჩვენგანისთვის საინტერესო, ინფორმაციულ, სახალისო და ინოვაციურ ღონისძიებებთან ასოცირდება, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე.

გასული თვეების მსგავსად, „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბერშიორგანიზება უკვე ოთხ სხვადასხვა ღონისძიებას გაუწია. თვის პირველი ღონისძიება PechaKucha Night იყო, რომელიც თბილისში უკვე მეხუთედ გაიმართა.

PechaKucha Night-ის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, სპიკერმა 20 წამში 20 სლაიდი წარმოადგინა. ამჯერად, მთავარი თემა მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა იყო, რაც აუდიტორიისთვის განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის Pecha Kucha Night, მისი შინაარსი ასეთია: წესების თანახმად, ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა მიხვიდეთ, პრეზენტატორები კი თავიანთ გამოსვლას 20:20 საათზე დაიწყებენ. გარდა ამისა, თუ პრეზენტაციაზე დასწრება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ინგლისურ ენაზეა.

უკვე წლებია, Pecha Kucha Night არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, რომელზეც შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული პირები, ინოვატორები, მეწარმეები, გავლენიანი პირები იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებს, ნამუშევრებსა და მოსაზრებებს უზიარებენ.

როგორ დაიწყო Pecha Kucha Night-ის მოძრაობა?

2003 წლის თებერვალში, თავდაპირველად, მას ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან შესახვედრად მართავდნენ, ახლა კი უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს და ძალიან პოპულარულიც გახდა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება „ღია სივრცეში“ ჩატარდა.

გარდა Pecha Kucha Night-ისა, „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ნოემბრის თვეში PowerPoint Karaoke-ს სამი ღონისძიებაც ჩაატარა. მოძრაობა თბილისში უკვე პოპულარობით სარგებლობს, რაც მის სახალისო ფორმატს უკავშირდება. PowerPoint Karaoke სტარტაპერებისა და საპრეზენტაციო უნარების გაუმჯობესების მსურველების საყვარელი ღონისძიებაა. ამასთან, ის განტვირთვისა და ახალი კონტაქტების დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

PowerPoint Karaoke გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნერთვორქინგს მოიცავს. ამასთან, ის არაფორმალური და მეგობრული გარემო ბიზნეს-იდეების გაცვლისა და ახალი პარტნიორების შეძენის კარგი საშუალებაა.

რაც შეეხება PowerPoint Karaoke-ს წესებს, ღონისძიების მონაწილეებმა პრეზენტაციის თემის შესახებ წინასწარ არ იციან, რაც გამოსვლას სახალისოს ხდის. გამომსვლელს პრეზენტაციისთვის საჭირო ტექსტის მოფიქრება სპონტანურად უწევს, რაც მას პიჩინგის გაუმჯობესებაში ეხმარება. Power Point Karaoke მოიცავს გართობას ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და აქტიურ კომუნიკაციას.

PowerPoint Karaoke-ს სტუმრებისთვის უკვე დიდი ხანია, ღონისძიება განტვირთვის საყვარელი ღონისძიებაა, რომლის კარიც ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

რაც შეეხება „თბილისის-სტარტაპ ბიუროს“, ის რამდენიმე პროექტის ერთობლიობაა, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს, გაეცნონ წარმატებული სპიკერების წარუმატებელი ბიზნეს და საქმიან ისტორიებს, მოისმინონ იმპროვიზაციის წარმოდგენილი პრეზენტაციები და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული გამოცდილი პროფესიონალების საინტერესო ისტორიები. რაც მთავარია, „სტარტაპ-ბიუროს“ პროექტები სტარტაპებს და დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადსახვა ღონისძიებისა და განსხვავებული ფორმატების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა უფრო წარმატებული გახადონ.

„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ პირველი წარმატებული პროექტი Fuckup Nights Tbilisi გახდა. ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის სიახლე და ინოვაციურო აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ ფართო აუდიტორიის ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა.

„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიზანია, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი და ამისთვის სხვადსხვა შესაბამისი პროექტი განახორციელოს აღნიშნავენ ორგანიზაციის დამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი.

მომდევნო ღონისძიება: https://www.facebook.com/events/569373446824721/

Fuckup Nights Tbilisi vol. 7-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი