საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიყვანეს აბანოში, გამაშიშვლეს და გაუპატიურებით დამემუქრნენ..." - რატომ არ უბრუნებს "ნაციონალებისგან" წართმეულ ქონებას "ოცნება" ბიზნესმენს
"შემიყვანეს აბანოში, გამაშიშვლეს და გაუპატიურებით დამემუქრნენ..." - რატომ არ უბრუნებს "ნაციონალებისგან" წართმეულ ქონებას "ოცნება" ბიზნესმენს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პი­რო­ბით მო­ვი­და და ამ მიზ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტიც შე­იქ­მნა. უწყე­ბა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლოდ დას­ჯი­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იმე­დით შეჰ­ყუ­რებ­და, ეფექ­ტუ­რი არ გა­მოდ­გა. ქო­ნებ­რი­ვი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­მა აჩ­ვე­ნა, რომ უწყე­ბა მათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნობს, ფორ­მა­ლუ­რად სტა­ტუს­საც გა­ნუ­სა­ზღვრავს, თუმ­ცა რო­დე­საც ჯერი ქმე­დე­ბა­ზე მიდ­გე­ბა, სრუ­ლი­ად უუ­ნა­რო ხდე­ბა.

გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, რომ­ლის ის­ტო­რი­აც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "რე­კე­ტის" კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია. ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ადას­ტუ­რებს მა­შინ­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ უამ­რავ გა­დაც­დო­მა­სა და და­ნა­შა­ულს.

გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლი შპს "არაგ­ვი ბრო­კერ პეტ­რო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ლი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი იყო. კომ­პა­ნია თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე 3 990 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ფლობ­და, მას­ზე არ­სე­ბუ­ლი 217,8 კვ.მ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბით. აღ­ნიშ­ნულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მო­წყო­ბი­ლი იყო ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე იჯა­რით ქი­რავ­დე­ბო­და.

ხუ­როშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა წარ­თმე­ვამ­დე და შემ­დეგ

2011 წლის და­სა­წყის­ში ხუ­როშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ამ ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა "შპს ვას­სერ­ვისს" და კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რე­ე­ე­ბი - ვა­სილ ჯი­ქია და ავ­თან­დილ ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი თვე­ში 1900 ლა­რის გა­დახ­და­ზე შე­ი­თან­ხმა. ვი­ნა­ი­დან იმ პე­რი­ოდ­ში კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ასა­მუ­შა­ვებ­ლად შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას მო­ი­თხოვ­და, "ვას­სერ­ვი­სის" მფლო­ბე­ლებ­მა ხუ­როშ­ვილს სთხო­ვეს, ვიდ­რე ობი­ექტს გა­მარ­თავ­დნენ, 2 თვე მათ­თვის სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი მი­ე­ცა და ფარ­თი მი­ნი­მა­ლურ თან­ხად 300 ლა­რად მი­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, ამ პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ კი, ჩვე­უ­ლებ­რივ 1900 ლა­რის გა­დახ­დას გა­აგ­რძე­ლებ­დნენ.

შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად კომ­პა­ნი­ებს შო­რის და­ი­დო სამ­თვი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით. სწო­რედ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გახ­და ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან სამ თვე­ში ჯერ ვა­სილ ჯი­ქია და ავ­თან­დილ ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ჯგუ­ფუ­რად ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო და ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­სა და ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეც­ვლა­ზე.

მათი და­კა­ვე­ბი­დან ორ თვე­ში გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლიც მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ისიც დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. გა­ნა­ჩენ­ში ეწე­რა, რომ გა­რი­გე­ბის შე­დე­გად, ხუ­როშ­ვილ­მა ვა­სილ ჯი­ქი­ა­სა და ავ­თან­დილ ბი­ძი­ნაშ­ვი­ლის­გან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ზედ­მე­ტი 5 100 ლარი.

ხუ­როშ­ვი­ლი ყვე­ბა თუ რო­გო­რი გა­უ­საძ­ლი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის ქვეშ სთხოვ­დნენ და­ნა­შუ­ლის აღი­ა­რე­ბა­სა და ქო­ნე­ბის დათ­მო­ბას. მისი თქმით, პრო­კუ­რო­რი დი­მიტ­რი ფა­ღა­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა (ჩვენ მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ), მის­გან პირ­და­პირ მო­ი­თხოვ­და ქო­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ცე­მას და პირ­დე­ბო­და, თუ ასე მო­იქ­ცე­ო­და, მის მი­მართ ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდე­ბო­და.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ხუ­როშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ხუ­როშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რად:

"რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ სა­ღა­მოს შე­მო­დი­ოდ­ნენ ცი­ხის ჩემ­თვის უც­ნო­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. სას­ტი­კად მცემ­დნენ. რა­ტომ არ გა­დი­ხარ ცი­ხი­დან, საპ­რო­ცე­სოს რა­ტომ არ აფორ­მე­ბო?!

ცე­მას ვუძ­ლებ­დი და არ ვა­პი­რებ­დი არ არ­სე­ბუ­ლი ბრა­ლის აღი­ა­რე­ბას, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წინა სა­ღა­მოს შე­მიყ­ვა­ნეს აბა­ნო­ში, გა­მა­შიშ­ვლეს მთლი­ა­ნად და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­მე­მუქრნენ. თუ ხვალ პრო­ცეს­ზე ქო­ნე­ბას არ დათ­მობ და ბრალს არ აღი­ა­რებ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ აგ­ცდე­ბაო.

შენი კომ­პა­ნი­ის ბუ­ღალ­ტერ­საც მალე მო­გის­ვამთ გვერ­დი­თო. ამან სა­ბო­ლო­ოდ გამ­ტე­ხა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ბრა­ლი მე­ღი­ა­რე­ბი­ნა..." - ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც 2011 წელს პრო­ცეს­ზე ბრა­ლი აღი­ა­რა.

ხუ­როშ­ვილს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 10 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა, ხოლო მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის სა­გა­ნი, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ე­ცა. გა­ნა­ჩენ­ში ჩა­ი­წე­რა, რომ პრო­კუ­რორ დი­მიტ­რი ფა­ღა­ვას შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხუ­როშ­ვილს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში მას არა­ნა­ირ დო­კუ­მენტზე არ მო­უ­წე­რია ხელი და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა რე­ა­ლუ­რად არც არ­სე­ბობ­და.

ხუ­როშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან დღემ­დე ითხოვს ამ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ას­ლის გა­და­ცე­მას, თუმ­ცა, ცხა­დია, უშე­დე­გოდ. სა­სა­მარ­თლო პა­სუ­ხობს - ”ასე­თი დო­კუ­მენ­ტი საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა”.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ გი­ორ­გი ხუ­როშ­ვილ­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლურ დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თა. ხუ­როშ­ვი­ლის საქ­მე ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძია, ის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც გა­ნუ­სა­ზღვრა. თუმ­ცა, როცა საქ­მე წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მიდ­გა, უამ­რავ­მა გა­ურ­კვე­ველ­მა სა­მარ­თლებ­რივ­მა ფორ­მა­ლო­ბამ იჩი­ნა თავი. ასე მა­გა­ლი­თად:

2017 წლის 7 ივ­ლისს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­კუ­რორ­მა თი­ნა­თინ მა­ხა­რა­ძემ, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვა. სა­ა­პე­ლა­ციო სას­მარ­თლომ პრო­კუ­რო­რის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ვი­ნი­დან კა­ნო­ნი საქ­მის გა­და­სინ­ჯის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ი­თხოვ­და არა პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, არა­მედ - პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბას.

უც­ნა­უ­რია რა­ტომ გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რამ და აქამ­დე რა­ტომ არ წა­რუდ­გი­ნა სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი, თუ პრობ­ლე­მა დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეა?!

გან­ჩი­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გა­სუ­ლია ერთ წელ­ზე მეტი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხუ­როშ­ვი­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას და უშე­დე­გოდ ითხოვს პა­სუხს შე­კი­თხვებ­ზე: რა ეტაპ­ზეა ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი? რა­ტომ არ გა­დას­ცემს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა პრო­კუ­რო­რის დად­გე­ნი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს, რომ­ლის მეშ­ვე­ბო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და მისი საქ­მის გა­და­სინ­ჯვა?

გი­ორ­გი ხუ­როშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს წა­რუდ­გი­ნა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, ფო­ტო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ათე­უ­ლო­ბით წე­რი­ლი... ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, წე­რი­ლით არა­ერ­თხელ მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ კვი­რი­კაშ­ვილს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს კახი კა­ხიშ­ვილს, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ეკა ბე­სე­ლი­ას... პრო­კუ­რა­ტუ­რამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა არამ­ხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი პირი და უწყე­ბაც.

გი­ორ­გი ხუ­როშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­მარ­თლის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში უსას­რუ­ლო წრე­ზე ტრი­ა­ლებს: ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ითხოვს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო - პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი დუმს და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ხუ­როშ­ვი­ლის­თვის ქო­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად არა­ფერს აკე­თებს... ქო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ მისი ქო­ნე­ბით გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სი ასე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"შემიყვანეს აბანოში, გამაშიშვლეს და გაუპატიურებით დამემუქრნენ..." - რატომ არ უბრუნებს "ნაციონალებისგან" წართმეულ ქონებას "ოცნება" ბიზნესმენს

"შემიყვანეს აბანოში, გამაშიშვლეს და გაუპატიურებით დამემუქრნენ..." - რატომ არ უბრუნებს "ნაციონალებისგან" წართმეულ ქონებას "ოცნება" ბიზნესმენს

"ქართული ოცნება" 2012 წელს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა და ამ მიზნით მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც შეიქმნა. უწყება, რომელსაც უამრავი უდანაშაულოდ დასჯილი, დაზარალებული ადამიანი იმედით შეჰყურებდა, ეფექტური არ გამოდგა. ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესმა აჩვენა, რომ უწყება მათ დაზარალებულად ცნობს, ფორმალურად სტატუსსაც განუსაზღვრავს, თუმცა როდესაც ჯერი ქმედებაზე მიდგება, სრულიად უუნარო ხდება.

გიორგი ხუროშვილი ერთ-ერთია, რომლის ისტორიაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიზნესმენების მიმართ განხორციელებული "რეკეტის" კლასიკური მაგალითია. ქონებაწართმეული ბიზნესმენის საქმის მასალები ადასტურებს მაშინდელი სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილ უამრავ გადაცდომასა და დანაშაულს.

გიორგი ხუროშვილი შპს "არაგვი ბროკერ პეტროლის" დამფუძნელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო. კომპანია თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 3 990 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობდა, მასზე არსებული 217,8 კვ.მ შენობა-ნაგებობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი იყო ბენზინგასამართი სადგური, რომელიც სხვადასხვა კომპანიებზე იჯარით ქირავდებოდა.

ხუროშვილის ქონება წართმევამდე და შემდეგ

2011 წლის დასაწყისში ხუროშვილის კომპანიამ ბენზინგასამართი სადგური დროებით სარგებლობაში გადასცა "შპს ვასსერვისს" და კომპანიის მესაკუთრეეები - ვასილ ჯიქია და ავთანდილ ბიძინაშვილი თვეში 1900 ლარის გადახდაზე შეითანხმა. ვინაიდან იმ პერიოდში კანონში შესული ცვლილებები ბენზინგასამართი სადგურის ასამუშავებლად შემოსავლების სამსახურში პროცედურების გავლას მოითხოვდა, "ვასსერვისის" მფლობელებმა ხუროშვილს სთხოვეს, ვიდრე ობიექტს გამართავდნენ, 2 თვე მათთვის საშეღავათო პერიოდი მიეცა და ფართი მინიმალურ თანხად 300 ლარად მიექირავებინა, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ჩვეულებრივ 1900 ლარის გადახდას გააგრძელებდნენ.

შეთანხმების შესაბამისად კომპანიებს შორის დაიდო სამთვიანი ხელშეკრულება, ზემოთხსენებული პირობებით. სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა ბიზნესში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში ჯერ ვასილ ჯიქია და ავთანდილ ბიძინაშვილი დააკავეს და ბრალი წაუყენეს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დოკუმენტაციის მომზადებასა და ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების შეცვლაზე.

მათი დაკავებიდან ორ თვეში გიორგი ხუროშვილიც მისცეს პასუხისგებაში. ისიც დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით გაასამართლეს. განაჩენში ეწერა, რომ გარიგების შედეგად, ხუროშვილმა ვასილ ჯიქიასა და ავთანდილ ბიძინაშვილისგან სამი თვის განმავლობაში მიიღო ზედმეტი 5 100 ლარი.

ხუროშვილი ყვება თუ როგორი გაუსაძლისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ სთხოვდნენ დანაშულის აღიარებასა და ქონების დათმობას. მისი თქმით, პროკურორი დიმიტრი ფაღავა, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეა (ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ), მისგან პირდაპირ მოითხოვდა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას და პირდებოდა, თუ ასე მოიქცეოდა, მის მიმართ ყოველგვარი სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ხუროშვილმა დანაშაული არ აღიარა და მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხუროშვილი ამბობს, რომ ციხეში გატარებული რვა თვის განმავლობაში პერმანენტულად უსწორდებოდნენ ფიზიკურად:

"რვა თვის განმავლობაში ყოველ საღამოს შემოდიოდნენ ციხის ჩემთვის უცნობი თანამშრომლები. სასტიკად მცემდნენ. რატომ არ გადიხარ ციხიდან, საპროცესოს რატომ არ აფორმებო?!

ცემას ვუძლებდი და არ ვაპირებდი არ არსებული ბრალის აღიარებას, მაგრამ სასამართლო პროცესის წინა საღამოს შემიყვანეს აბანოში, გამაშიშვლეს მთლიანად და გაუპატიურებით დამემუქრნენ. თუ ხვალ პროცესზე ქონებას არ დათმობ და ბრალს არ აღიარებ გაუპატიურება არ აგცდებაო.

შენი კომპანიის ბუღალტერსაც მალე მოგისვამთ გვერდითო. ამან საბოლოოდ გამტეხა და იძულებული გავხდი ბრალი მეღიარებინა..." - ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს პროცესზე ბრალი აღიარა.

ხუროშვილს გათავისუფლების სანაცვლოდ, 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, როგორც დანაშაულის საგანი, სახელმწიფოს გადაეცა. განაჩენში ჩაიწერა, რომ პროკურორ დიმიტრი ფაღავას შუამდგომლობის შესაბამისად, ხუროშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სინამდვილეში მას არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და საპროცესო შეთანხმება რეალურად არც არსებობდა.

ხუროშვილი პროკურატურისგან დღემდე ითხოვს ამ საპროცესო შეთანხმების ასლის გადაცემას, თუმცა, ცხადია, უშედეგოდ. სასამართლო პასუხობს - ”ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება”.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გიორგი ხუროშვილმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტს მიმართა. ხუროშვილის საქმე ახალმა დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია, ის სრულიად უდანაშაულოდ ცნო და დაზარალებულის სტატუსიც განუსაზღვრა. თუმცა, როცა საქმე წართმეული ქონების დაბრუნებაზე მიდგა, უამრავმა გაურკვეველმა სამართლებრივმა ფორმალობამ იჩინა თავი. ასე მაგალითად:

2017 წლის 7 ივლისს ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის პროკურორმა თინათინ მახარაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა გიორგი ხუროშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. სააპელაციო სასმართლომ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინიდან კანონი საქმის გადასინჯისთვის პროკურატურისგან მოითხოვდა არა პროკურორის შუამდგომლობას, არამედ - პროკურორის დადგენილებას.

უცნაურია რატომ გააჭიანურა საქმე პროკურატურამ და აქამდე რატომ არ წარუდგინა სასამართლოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, თუ პრობლემა დოკუმენტების წარდგენის ფორმალური მხარეა?!

განჩინების გამოტანის შემდეგ გასულია ერთ წელზე მეტი, დაზარალებული ხუროშვილი სისტემატურად მიმართავს პროკურატურას და უშედეგოდ ითხოვს პასუხს შეკითხვებზე: რა ეტაპზეა ქონების დაბრუნების პროცესი? რატომ არ გადასცემს საგამოძიებო უწყება პროკურორის დადგენილებას სააპელაციო სასამართლოს, რომლის მეშვებობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი საქმის გადასინჯვა?

გიორგი ხუროშვილმა AMBEBI.GE-ს წარუდგინა ყველა დოკუმენტი, ფოტოები, პროკურატურისთვის გაგზავნილი ათეულობით წერილი... ბიზნესმენის თქმით, წერილით არაერთხელ მიმართა საქართველოს ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს კახი კახიშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას... პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა არამხოლოდ დაზარალებული ბიზნესმენი, ყველა ზემოთჩამოთვლილი პირი და უწყებაც.

გიორგი ხუროშვილი ამბობს, რომ სამართლის ძიების პროცესში უსასრულო წრეზე ტრიალებს: ქონების მართვის სააგენტო სასამართლოს გადაწყვეტილებას ითხოვს, სააპელაციო სასამართლო - პროკურორის შუამდგომლობას, პროკურატურა კი დუმს და დაზარალებულად მიჩნეული ხუროშვილისთვის ქონების დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს... ქონებაწართმეული ბიზნესმენი გამოთქვამს ეჭვს, რომ მისი ქონებით გავლენიანი პირები არიან დაინტერესებულნი, სხვა შემთხვევაში პროცესი ასე მიზანმიმართულად არ გაჭიანურდებოდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს