მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CNN-ზე გაბრაზებული ტრამპი ახალი სატელევიზიო ქსელის შექმნას გეგმავს
CNN-ზე გაბრაზებული ტრამპი ახალი სატელევიზიო ქსელის შექმნას გეგმავს

ტრამპს CNN არ მოს­წონს და აპი­რებს, ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლი შექ­მნას

დო­ნალდ ტრამ­პი ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ს კი­დევ ერთხელ და­ეს­ხა თავს და აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აშშ-ს შე­სა­ხებ არას­წო­რად ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი „ტვი­ტერ­ზე“ წერს, რომ მსოფ­ლიო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლი შე­იქ­მნე­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ში CNN-ის საქ­მე­ე­ბი არ­ცთუ ისე კარ­გად მი­დის რე­ი­ტინ­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აშშ-ს ფარ­გლებს გა­რეთ მას ცოტა კონ­კუ­რენ­ტი ჰყავს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით CNN-ს მძლავ­რი ხმა აქვს და აშშ-ს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად და არა­სა­მარ­თლი­ა­ნად აშუ­ქებს. რა­ღაც უნდა გა­კეთ­დეს, მათ შო­რის არის აშშ-ს მიერ სა­კუ­თა­რი მსოფ­ლიო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა მსოფ­ლი­ოს და­ვა­ნა­ხოთ, თუ ვინ ვართ რე­ა­ლუ­რად, რომ დი­ა­დე­ბი ვართ!“ - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

„ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს, რომ აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მას უკვე აფი­ნან­სებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სა­ა­გენ­ტოს - „აშშ-ს სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის­თვის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­დი­ო­გა­და­ცე­მა „ამე­რი­კის ხმა“ და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა, რომ­ლებ­მაც მი­ლი­არ­დერ ფი­ნან­სისტზე ჯორჯ სო­როს­ზე მწვა­ვე სტა­ტი­ე­ბი და­წე­რეს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ტრამ­პი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსე­ლის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. „ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს, რომ პირ­ვე­ლად გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ მან 2016 წელს გა­ა­კე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

CNN-ზე გაბრაზებული ტრამპი ახალი სატელევიზიო ქსელის შექმნას გეგმავს

CNN-ზე გაბრაზებული ტრამპი ახალი სატელევიზიო ქსელის შექმნას გეგმავს

ტრამპს CNN არ მოსწონს და აპირებს, ახალი სატელევიზიო ქსელი შექმნას

დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CNN-ს კიდევ ერთხელ დაესხა თავს და აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შესახებ არასწორად ავრცელებს ინფორმაციას. აშშ-ს პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, რომ მსოფლიო აუდიტორიისთვის ახალი სატელევიზიო ქსელი შეიქმნება.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში CNN-ის საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის რეიტინგებიდან გამომდინარე, აშშ-ს ფარგლებს გარეთ მას ცოტა კონკურენტი ჰყავს. მსოფლიოს მასშტაბით CNN-ს მძლავრი ხმა აქვს და აშშ-ს მიკერძოებულად და არასამართლიანად აშუქებს. რაღაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის არის აშშ-ს მიერ საკუთარი მსოფლიო სატელევიზიო ქსელის შექმნის შესაძლებლობა, რათა მსოფლიოს დავანახოთ, თუ ვინ ვართ რეალურად, რომ დიადები ვართ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„ინდეფენდენთი“ წერს, რომ აშშ-ს ხელისუფლება რამდენიმე საინფორმაციო პროგრამას უკვე აფინანსებს დამოუკიდებელი სახელისუფლებო სააგენტოს - „აშშ-ს სააგენტო საერთაშორისო მედიისთვის“ საშუალებით, მათ შორის არის საერთაშორისო რადიოგადაცემა „ამერიკის ხმა“ და რამდენიმე გამოცემა, რომლებმაც მილიარდერ ფინანსისტზე ჯორჯ სოროსზე მწვავე სტატიები დაწერეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი საერთაშორისო სატელევიზიო ქსელის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „ინდეფენდენთი“ წერს, რომ პირველად განცხადება მედიასაშუალების შესახებ მან 2016 წელს გააკეთა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე