პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

ოსა­კას გრანდ სლემ­ზე ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი გა­ი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Sportall.ge წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ვებ-გვერ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ოსა­კა­ში მყო­ფი თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ დარ­ჩე­ნი­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბის მი­მართ არ­გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო.

Sportall.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ მხა­რეს ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი, უშან­გი მარ­გი­ა­ნი, ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ლე­ხუმ ჩხვი­მი­ა­ნი და გი­ორ­გი ბა­ინ­დუ­რო­ვი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

"რო­გორც ჩვე­ნი წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა სწო­რედ და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად ვერ შეძ­ლო ტურ­ნირ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ჩხუ­ბის თე­მა­ტი­კა კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ დარ­ჩე­ნი­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბის მი­მართ არ­გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო.

ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი არის მა­გა­რი ნა­ცე­მი და ამი­ტომ ვერ გა­მო­ვი­და. მას და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ერთი თუ­შიშ­ვი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და" - ამ­ბობს ჩვე­ნი წყა­რო, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა", - წერს Sportall.ge.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ა­ში ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან ისი­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოსა­კას გრანდ სლემ­ზე ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა მე­და­ლი სა­ერ­თოდ ვერ აი­ღეს, ხოლო რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ტურ­ნირ­ზე სა­ერ­თოდ არ გა­მო­სუ­ლა, მი­ზე­ზად კი ფე­დე­რა­ცი­ამ ტრავ­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

ოსაკას გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოსაკაში მყოფი თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ჩხუბის მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ერთ მხარეს ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იყვნენ, რომელთაც ვარლამ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ლეხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბაინდუროვი დაუპირისპირდნენ.

"როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ლაშა შავდათუაშვილმა სწორედ დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმის შედეგად ვერ შეძლო ტურნირზე მონაწილეობის მიღება.

ჩხუბის თემატიკა კი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მიერ დარჩენილი ძიუდოისტების მიმართ არგამოხატული მხარდაჭერა იყო.

ლაშა შავდათუაშვილი არის მაგარი ნაცემი და ამიტომ ვერ გამოვიდა. მას და ვაჟა მარგველაშვილი დაუპირისპირდნენ დანარჩენები. ერთი თუშიშვილი არ მონაწილეობდა" - ამბობს ჩვენი წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა", - წერს Sportall.ge.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ძიუდოს ფედერაციაში ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედალი საერთოდ ვერ აიღეს, ხოლო რამდენიმე მათგანი ტურნირზე საერთოდ არ გამოსულა, მიზეზად კი ფედერაციამ ტრავმები დაასახელა. წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული - წყვილის რომანტიული ფოტოები "ინსტაგრამიდან"