სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 45 წლის ქა­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რებ ბი­ნის მფლო­ბელს -1973 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ა.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ გ.ხ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვის და სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­სად­გე­ნად.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი, დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს - ეჭვმიტანილის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. მოკლული 45 წლის ქალია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს -1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს