ავტორი:

მელანიას საშობაო ზღაპარი - თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მოირთო

მელანიას საშობაო ზღაპარი - თეთრი სახლი სადღესასწაულოდ მოირთო

თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მზადაა. 2018 წლის დეკორაციები პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წარადგინა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციალურად მომზადებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ათვალიერებს მელანია თეთრ სახლში დეკორაციებს.

ნახეთ ვიდეო : წითელი ნაძვის ხეები და 14 000-ზე მეტი საშობაო ორნამენტი - მელანია ტრამპმა თეთრი სახლი მორთო

„ეს არის წლის ყველაზე მხიარული პერიოდი, როდესაც თეთრ სახლს საშობაო სეზონისთვის ვრთავთ. თემატიკა ეძღვნება ამერიკელ ხალხს. მადლობა მოხალისეებს და თანამშრომლებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს, რათა სახლის დარბაზები შობის თემატიკით გაეფორმებინათ. ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და ახალ წელს“, - წერია მელანია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.

თეთრ სახლში მორთული ნაძვის ხეების ნაწილი წითელი ფერისაა. 29 საშობაო ხე მორთულია 14 000-ზე მეტი ორნამენტით. წითელი ფერი სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. თუმცა, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, წითელი სიმამაცისა და გმირობის სიმბოლოა.

თეთრი სახლის აღმოსავლეთით მდებარე დარბაზი სამხედროებს მიეძღვნა. აქ მსურველებს შეუძლიათ, წერილები მისწერონ თავიანთ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში არიან. რაც შეეხება ლურჯ დარბაზში მდებარე საშობაო ხეს, იგი ოფიციალური მთავარი ნაძვის ხეა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ერთ-ერთი ფერმიდან ჩაიტანეს. იგი დონალდ და მელანია ტრამპებმა გასულ კვირას მიიღეს.

როგორც მოსალოდნელია პირველი ლედი მორთულ თეთრ სახლს ვიზიტორებისთვის საშობაო ტურების ფარგლებში დეკემბრიდან გახსნის. თეთრ სახლში საშობაო დეკორაციების დასათვალიერებლად 30 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"