ავტორი:

სამეგრელოში  ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა - ძმისშვილმა ბიძა სანადირო თოფით მოკლა

სამეგრელოში  ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა - ძმისშვილმა ბიძა სანადირო თოფით მოკლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა - 1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს