პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ..." - ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს
"გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ..." - ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს. რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, სამი წელი გა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც აღარ მო­ნა­წი­ლე­ობს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ყვე­ლას ეხე­ბა.

"სამი წელი გა­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც აღარ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ისე­ვე, რო­გორც თქვენ, მეც მთე­ლი გუ­ლით და გო­ნე­ბით ქვეყ­ნის ბედ­ზე და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, გვინ­და თუ არ გვინ­და, ჩვენ ყვე­ლას გვე­ხე­ბა, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლებს თუ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს. გულ­წრფე­ლად მა­ღელ­ვებს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ მოგ­მარ­თოთ:

2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით ქარ­თველ­მა ხალ­ხმა წერ­ტი­ლი და­უს­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე, ან­ტი­ე­როვ­ნულ რე­ჟიმს. მა­შინ მთე­ლი ერი გა­ერ­თი­ან­და სა­ა­კაშ­ვი­ლის უსა­მარ­თლო, მჩაგ­ვრე­ლი და მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად. მაგ­რამ, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში მოხ­და ის, რა­საც ალ­ბათ 2012 წელს ან თუნ­დაც 2016 წელს ვე­რა­ვინ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, თუმ­ცა ამის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რის დრო ახლა არ არის. ყვე­ლა ის ბინ­ძუ­რი რი­ტო­რი­კა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­და რაც მათ­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლა­ზე უკეთ სწო­რედ მათ მი­ე­სა­და­გე­ბათ: და­წყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის­თვის უამ­რა­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­და­ცე­მით თუ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვით, ტე­რო­რის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით თუ კრი­მი­ნა­ლებ­თან გა­რი­გე­ბით, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბით და და­ხოც­ვით, ხალ­ხის გა­ღა­რი­ბე­ბით და მჩაგ­ვრე­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მის შექ­მნით, ბიზ­ნე­სის და­ტე­რო­რე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბის ქო­ნე­ბე­ბის წარ­თმე­ვით, ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბით და მათი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვით, ქვე­ყა­ნა­ში უსა­მარ­თლო­ბი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის დამ­კვიდ­რე­ბით.

ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი და მის მიერ ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა შუა ომში, გვახ­სოვს ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი მისი ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი. სხვა­თა­შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ცთუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში ხდე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ასე­თი მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბად წო­დე­ბულ კრი­მი­ნა­ლებს, აღარ უნდა ქონ­დეთ უფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პრე­ტენ­ზია. ამი­ტომ, დღეს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი გვერ­დით გა­დავ­დოთ და სა­ბო­ლო­ოდ უარი ვუ­თხრათ მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვილს და მის ან­ტი­ე­როვ­ნულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას", - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპრე­მი­ე­რი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ..." - ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს

"გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ..." - ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს მიმართავს. როგორც ის "ფეისბუქში" წერს, სამი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც აღარ მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყველას ეხება.

"სამი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე, როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ:

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის. ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით.

ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას", - აღნიშნავს ექსპრემიერი.

"იმ ჯგუფთან, რომელზეც "ფეისბუქის" განცხადებაშია ლაპარაკი, "ქართულ ოცნებას" არანაირი ურთიერთობა არ აქვს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდია იმყოფება, პრეზიდენტი მივიდა