HR hub ეს არის HR მენეჯერების ჰაბი – ადგილი, სადაც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ხდება, გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
აღნიშნულ თემაზე ვესაუბრეთ პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დირექტორს ნინო ფეიქრიშვილს.
ნინო რატომ გადაწყვიტეთ HR hub-ის ღონისძიებების მხარდაჭერა?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ სივრცე, რომელსაც HR hub ქმნის უკვე საკმაოდ მაღალი დაინტერესებით სარგებლობს საქართველოში. ეს არის ინოვაციური ჰაბი, რომელიც ყოველთვის საინტერესო პროექტებს სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულ პირებს.
პერიოდული შეხვედრები კი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს.
რა სიახლეებს ჰპირდებით HR hub-ის წევრებს?
HR hub-თან ერთად განსხვავებული ფორმატის შეხვედრებს ვპირდებით hub-ის თითოეულ წევრს.
სეზონის განმავლობაში ჩატარდება პანელური დისკუსის ფორმატის შეხვედრები და მასტერკლასები, რომლებიც უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას შეუქმნის დამსწრე აუდიტორიას.
HR hub-ის წევრებს სიახლეებს პალიტრასთან ერთად ბიზნეს ლიტერატურის პროექტი „ლურჯი ოკეანეც“ ჰპირდება. სპეციალურად მათთვის გავაკეთებთ საჩუქრებს და ფასდაკლებებს სერიის წიგნებზე, მათი კომპანიებისთვის კი შეიქმნება სპეციალური ფასდაკლების ბარათები.
შეგახსენებთ HR hub – ის ისტორია 2015 წელს დაიწყო. აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.