სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილს ძმა მხარდაჭერას უცხადებს : "არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს"
სალომე ზურაბიშვილს ძმა მხარდაჭერას უცხადებს :  "არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს"

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძმა ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„მსურს და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ. ვინც კარ­გად არ მიც­ნობს, შე­ვახ­სე­ნებ, ჩემს ვი­ნა­ო­ბას: ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი საფ­რან­გეთ­ში, პო­ლი­ტი­კურ- ის­ტო­რი­უ­ლი ემიგ­რან­ტის ოჯახ­ში. ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. და­წყე­ბუ­ლი 1975 წლი­დან მხარს ვუ­ჭერ­დი ქარ­თულ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს დი­რექ­ტო­რა­ტის წევ­რი და თორ­მე­ტი წე­ლია, რაც ვარ მისი თავ­მჯდო­მა­რე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოვ­ხა­ტავ არა სათ­ვის­ტო­მოს, არა­მედ ჩემ­სას.

ალ­ბათ იცით, რომ ჩემს დას სა­ლო­მეს და მე გვქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რე­ბი და კი­დე­ვაც გვაქვს ზო­გი­ერთ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ გვერ­დიგ­ვერდ გა­ვი­ზარ­დეთ იმ ოჯახ­ში, სა­დაც სუ­ფევ­და ის მუდ­მი­ვი პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ნა­თე­ლი არის ორი­ვეს­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მტე­რი იყო და არის რუ­სე­თი, რო­მე­ლიც დღე­საც ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბას. ასე­ვე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კრემ­ლი იყე­ნებს ყო­ველ­გვარ ყო­ფილ საბ­ჭო­თა მე­თო­დებს, რომ სა­ლო­მეს პრე­ზი­დენ­ტო­ბა აი­რი­დოს. დღე­ვან­დე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი კამ­პა­ნი­აც არის ამის კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი“, - აცხა­დებს ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აძ­ლევს პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც არ არის რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ არ ჩა­ერ­თოს პარ­ტი­ულ ბრძო­ლა­ში და ამ­გვა­რად, იყოს ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, დღე­ვან­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გვაძ­ლევს იმ უნი­კა­ლურ შანსს, რომ და­ვა­სუს­ტოთ რუ­სე­თის მუ­ქა­რა და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ერი.

„სა­ლო­მეს 30-წლი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი, ფრან­გუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად ესა­ბა­მე­ბა პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბებს და მის სამ მთა­ვარ მი­ზანს: სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის­გან, მისი დამ­შვი­დე­ბა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, რო­მელ­საც გა­ა­ად­ვი­ლებს სა­ლო­მეს ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცოდ­ნა და პერ­სო­ნა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თულ დი­ას­პო­რას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და მათი დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. სა­ლო­მეს ინი­ცი­ა­ტი­ვით მიღ­წე­უ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამ სამი მიზ­ნის მიღ­წე­ვა მოგ­ვი­ტანს ძა­ლას და ია­რაღს რუ­სე­თის საფრ­თხის ასა­შო­რებ­ლად.

მე არ ვირ­ჩევ პარ­ტი­ას, არა­მედ ვირ­ჩევ პრე­ზი­დენტს. მე არ ვირ­ჩევ დას, არა­მედ ვირ­ჩევ სა­ლო­მეს რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს. ვირ­ჩევ მის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბას. მე ვირ­ჩევ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი“, - ნათ­ქვა­მია ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილს ძმა მხარდაჭერას უცხადებს : "არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს"

სალომე ზურაბიშვილს ძმა მხარდაჭერას უცხადებს :  "არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს"

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ, ჩემს ვინაობას: ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში, პოლიტიკურ- ისტორიული ემიგრანტის ოჯახში. ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაწყებული 1975 წლიდან მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამ წლების მანძილზე ვიყავი ერთ-ერთი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და თორმეტი წელია, რაც ვარ მისი თავმჯდომარე. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს, არამედ ჩემსას.

ალბათ იცით, რომ ჩემს დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე, დარწმუნებული ვარ, კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოთა მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიაც არის ამის კარგი მაჩვენებელი“, - აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს პრეზიდენტს, რომელიც არ არის რომელიმე პარტიის მიერ წარმოდგენილი საშუალებას, რომ არ ჩაერთოს პარტიულ ბრძოლაში და ამგვარად, იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი.

„სალომეს 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სრულიად ესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებს და მის სამ მთავარ მიზანს: საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გააადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული სტრუქტურების ცოდნა და პერსონალური კავშირები. საქართველოს და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის გაფართოება და მათი დაბრუნების პირობების შექმნა. სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგ მოქალაქეობაზე იძლევა ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის ასაშორებლად.

მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს როგორც პროფესიონალს. ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“, - ნათქვამია ოთარ ზურაბიშვილის განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები