Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები "შექმნეს"
ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები "შექმნეს"

ჩი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ პირ­ვე­ლი გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი "შექ­მნა". Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰე ჯი­ან­კუ­იმ შვი­დი წყვი­ლის ემ­ბრი­ო­ნი შეც­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი უკვე და­ი­ბად­ნენ, ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი.

მეც­ნი­ე­რის თქმით, მისი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია, ანდა გან­კურ­ნე­ბა. ჯი­ან­კუი ამ­ბობს, რომ იმე­დი ჰქონ­და, ბავ­შვებს ექ­ნე­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი უნა­რი, სა­მო­მავ­ლოდ აივ-ინ­ფექ­ცი­ას გა­უმკლავ­დნენ.

მეც­ნი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ სურთ და ამი­ტომ მათი სა­ცხოვ­რებ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­ან­დო.

გე­ნის შეც­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში არ და­წე­რი­ლა, ჯი­ან­კუ­ის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ჰონგ-კონ­გში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გე­ნის ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბო­და.

„ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, რად­გან ეს შემ­თხვე­ვა არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლია, არა­მედ - მა­გა­ლი­თიც არის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს, რა გა­კეთ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში,“ - ამ­ბობს AP-სთან ჯი­ან­კუი.

მი­უ­ხე­და­ვად ჩი­ნე­ლი ექი­მის მტკი­ცე­ბი­სა, მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, დოქ­ტო­რი კი­რან მუ­სუ­ნუ­რუ ჩი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას „არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერს“ უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი მო­რა­ლუ­რად და ეთი­კუ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. მას არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯორჯ ჩერ­ჩი ამ­ბობს, რომ აივ-ინ­ფექ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხეა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის­თვის და გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის ექ­სპე­რი­მენტს „და­საშ­ვე­ბად“ მი­იჩ­ნევს.

წლის და­სა­წყის­ში ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პირ­ვე­ლი გენ­შეც­ვლი­ლი თაგ­ვე­ბი შექ­მნეს, მათ დიდ ხანს იცხოვ­რეს და გამ­რავ­ლე­ბაც კი შეძ­ლეს.

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, მათ შო­რის - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის გე­ნის შეც­ვლა არა­ლე­გა­ლუ­რია.

მედეა
1

მოდი, ასე შევხედოთ ამ საკითხს. ბევრი ბავშვი ავადდება და იღუპება. თუ მისი გენის შეცვლით , ბავშვის დაბადებამდე შეძლებენ --მოსალოდნელი ავადობის აცილებას--ეს ცუდი იქნება? ამბობენ, კოდი ჩადებულია დნკ-ში, იქ " წ ე რ ი ა" რა დაავადება შეეყრება, რა სისუსტე და რა გამძლეობა ექნება უჯრედს--ანუ ამ სხეულის სიცოცხლისუნარიანობის თავისებური პროგრამაა ეს გენი. ალბათ, სწორედ იქ მოახდინა ამ მეცნიერმა ცვლილება--გააძლიერა სუსტი გ ე ნ ი . ამოაცალა ცუდის მოხდენის შესაძლებლობა და მშობლებს გადასცა სრულიად ჯანმრთელი სიცოცხლისუნარიანი ბავშვი, ჩემი აზრით, ნაცვლად--დაავადების აუცილებლად შეყრისა--გენის მეხსიერებიდან ამოვარდა მომაკვდინებელი ავადობა. დ ი დ ე ბ უ ლ ი საქმეა! მახინჯები აღარ დაიბადებიან, ადამიანები ავადობით ადრეული სიკვდილისგან დაცულები იქნებიან. კაცობრიობას ერთი დიდი პრობლემა სამუდამოდ მ ო ე ხ ს ნ ე ბ ა, ყოჩაღ, თუ ეს მართლაც ასე იქნება! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები "შექმნეს"

ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები "შექმნეს"

ჩინელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი გენშეცვლილი ბავშვები "შექმნა". Associated Press-ის ინფორმაციით, ჰე ჯიანკუიმ შვიდი წყვილის ემბრიონი შეცვალა. მისივე თქმით, გენშეცვლილი ბავშვები უკვე დაიბადნენ, ტყუპი გოგონები.

მეცნიერის თქმით, მისი მიზანი არ ყოფილა მემკვიდრეობით მიღებული დაავადებების პრევენცია, ანდა განკურნება. ჯიანკუი ამბობს, რომ იმედი ჰქონდა, ბავშვებს ექნებათ ბუნებრივი უნარი, სამომავლოდ აივ-ინფექციას გაუმკლავდნენ.

მეცნიერის განცხადებით, ბავშვების მშობლებს ვინაობის გამხელა არ სურთ და ამიტომ მათი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს არ გაანდო.

გენის შეცვლის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალში არ დაწერილა, ჯიანკუის მიღწევების შესახებ ჰონგ-კონგში გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც გენის ცვლილებებს ეხებოდა.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ეს შემთხვევა არა მხოლოდ პირველია, არამედ - მაგალითიც არის მეცნიერებისთვის. საზოგადოება გადაწყვეტს, რა გაკეთდება მომავალში,“ - ამბობს AP-სთან ჯიანკუი.

მიუხედავად ჩინელი ექიმის მტკიცებისა, მსოფლიოს მეცნიერები გენშეცვლილი ბავშვების დაბადებას ეჭვქვეშ აყენებენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის გენეტიკური ცვლილებების ექსპერტი, დოქტორი კირან მუსუნურუ ჩინელი მეცნიერის განცხადებას „არაკეთილსინდისიერს“ უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტი მორალურად და ეთიკურად გაუმართლებელია. მას არაერთი მეცნიერი ეთანხმება, თუმცა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჩერჩი ამბობს, რომ აივ-ინფექცია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის და გენეტიკური ცვლილების ექსპერიმენტს „დასაშვებად“ მიიჩნევს.

წლის დასაწყისში ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პირველი გენშეცვლილი თაგვები შექმნეს, მათ დიდ ხანს იცხოვრეს და გამრავლებაც კი შეძლეს.

მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში ბავშვების გენის შეცვლა არალეგალურია.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, სადაც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის