ავტორი:

UNWTO, Google და სხვა უმაღლესი რანგის კომპანიები 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის მიერ, BTU-ში შექმნილი ხელოვნური ინტელექტით დაინტერესდნენ

UNWTO, Google და სხვა უმაღლესი რანგის კომპანიები 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის მიერ, BTU-ში შექმნილი ხელოვნური ინტელექტით დაინტერესდნენ

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით, რომელიც 16 წლის მოსწავლემ გიორგი ჩახნაშვილმა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სივრცეში შექმნა",მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO, Google და სხვა მეგაკორპორაციები დაინტერესდნენ. სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად გიორგი მადრიდში გაემგზავრა და უმაღლესი რანგის შეხვედრები გამართა.

გიორგი ჩახნაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის ტურიზმის განათლებაში გამოყენების შესაძლებლობები UNWTO World Tourism Organization-თან წარადგინეს. იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც მას სხვადასხვა კომპანიის დათვალიერება და მათი მუშაობის სისტემის გაცნობა შესთავაზეს.

„ვიყავი რამდენიმე ინოვაციურ ჰაბში, ბანკსა და სასწავლო დაწესებულებაში. გავიცანი არაერთი ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი და სტარტაპების კომპანიები, რომელთაც ჩემი ალგორითმი წარვუდგინე. პროგრამამ ყველა სფეროს წარმომადგენლის დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრებზე ძირითადად პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებს მისვამდნენ, აინტერესებდათ, როგორ არის შესაძლებელი პროგრამის სამუშაო სივრცეში და განათლების პროცესში ჩაშენება. დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა ასაკმაც. თავიდან ეგონათ, რომ უნივერსისტეტი მქონდა დასრულებული. როდესაც გაიგეს, რომ 16 წლის ვარ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიეცათ, რომ ჩემი პროგრამით დაინტერესებულიყვნენ და ის საკუთარი კომპანიების საქმიანობაში ჩაეშენებინათ," - განმარტავს გიორგი ჩახნაშვილი.

გიორგი შეხვდა ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა: UNWTO World Tourism Organization Madrid, ყველაზე დიდი ინოვაციის ჰაბი მადრიდში- WeWork, ესპანეთში წამყვანი კომპანია ტექნოლოგიების კუთხით- Barrabés Madrid, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტი- IE university Madrid, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკი ტექნოლოგიების განხრით- BBVA bank, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციის კომპანიის ჰედქუარტერებში მდებარე ინოვაციური ჰაბი- Telefónica, Wayra Madrid, Google-ის კამპუსი მადრიდში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სტარტაპ ტექნოლოგიები მდებარეობს.

გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი ალგორითმი მოცულობით ინფორმაციას აანალიზებს და დასმულ კითხვაზე, ლოგიკურად, ყველაზე შესაბამის პასუხს თავად არჩევს. აღნიშნული პროგრამა გიორგიმ „ბიზნესისა და ტექნოლგიების უნივერსიტეტისა“ და სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით შექმნა.

როგორც გიორგი განმარტავს, ალგორითმს შეუძლია, ვრცელი ვიდეო და ფოტო მასალის სკრიპტი გააკეთოს და საძიებო ველში შეკითხვის ჩაწერის შემდეგ სწორედ ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც თქვენთვის საინტერესოა. მისივე თქმით, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად და ვიდეოს საყურებლად.

პუნქტუაციის, ტრასკრიპტისა და გაანალიზების უნარითალგორითმი უნიკალურიადა მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.