ავტორი:

"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს..." - უკრაინის პატრიარქი რუსეთს

"მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს..." - უკრაინის პატრიარქი რუსეთს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

უკრაინის პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა.

„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ?“ - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

მან ასევე მიმართა რუსებს და ისინი, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია.

„მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ - დასძინა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე