ირინკა კავსაძეს ცოტა ხნის წინ ასე მასობრივად ჩვენში არ იცნობდნენ, "ცეკვავენ ვარსვლავებით" გაიცნეს. დღემდე, თავის საოცარ მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად, მაყურებელს დაუვიწყარი ნომრები შესთავაზა და მაყურებელსაც გამორჩეულად უყვარს ეს წყვილი. ასე რომ, ამერიკიდან ამ პროექტისთვის ჩამოსვლა ნამდვილად ღირდა.
- შენც ხვდები და ჩვენც, რომ სწორ გადაწყვეტილება მიიღე, რომ ამ პროექტში იღებ მონაწილებას. რას იტყვი?
- ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია, მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდე ისეთ პროექტში მონაწილეობას, როგორიც "ცეკვავენ ვარსკვლავებია". ამიტომ საოცარი განცდა მაქვს და მგონია, ცოტა სიზმარშიც ვარ. მიხარია, რომ მაყურებლისგან ასეთი პოზიტიური რეაქცია მივიღეთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, მაყურებელმა ისიამოვნოს. ახლა მათი სითბო მაძლევს იმედს, სტიმულს, რომ შემდეგ კვირას ჩევენი წყვილი უკეთესად დავბრუნდეთ...
- ცეკვაში და ამ პროექტში რა აღმოაჩინე?
- სამეჯლისო ცეკვა ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო "ტერიტორიაა". ცეკვა ყოველთის მიყვარდა და სცენაზე პატარა დოზით მიცეკვია კიდეც, მაგრამ ასე მასშტაბურად როგორც ამ პროექტში, არა. აქ ტექნიკა სპეციფიკურია, სხვა წესებია, ყველაფერს სხვანაირად უნდა მიუდგე, ამიტომ ეს ცეკვები ჩემთვის ძალიან ახალია, რითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება დაღლილი ვიყო, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ მოვდუნდე, ან რეპეტიციაზე გავჩერდე იმიტომ, რომ თუ გვინდა, უკეთესი შედეგი გვქონდეს, მეტად უნდა ვიმუშაოთ.
- პროფესიონალი პარტნიორი გყავს, თავის სფეროში ყველაზე წარმატებულია, თქვენი ტანდემი შედგა. ადვილად გაუგეთ და აეწყეთ ერთმანეთს?
- ძალიან კარგად და ადვილად შევეწყეთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ შრომისმოყვარე ადამიანებს. ოთოში ეს დავინახე, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ჯგუფურ რეპეტიციებზე დაგვაწყვილებდნენ. ნიჭიერი რომაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოზიტივი. მასთან რეპეტიციაზე არ გრძნობ იმას, რომ იღლები და მუშაობ, პირიქით, დიდ სიამოვნებას იღებ და მიხარია, რომ ამ ადამიანთან ერთად მიწევს მუშაობა და მგონი, მაგ მხრივ ერთმანეთს ვგავართ... არ გვინდა, გავჩერდეთ, ძალიან მომთხივნია საკუთარი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც, რასაც ვაფასებ.
- დღეისთვის ერთად 6 დასამახსოვრებელი ცეკვა წარმოადგინეთ... რა იყო ისინი თქვენთვის?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ზუსტად ეს გვინდა, მუდმივად, რომ დაამახსოვრდეთ ჩვენი ნომრები. "ტანგო" ჩემთვის დიდი ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, მეცეკვა და ამისთვის თავები არ დავზოგეთ. გვინდოდა, განსაკუთრებული და უნიკალური ნომერი გაგვეკეთებინა. მთავრია, მაყურებელმა მართლაც დაიმახსოვროს და ისიამოვნოს.
- ოჯახის წევრები, ანუ შენი თეატრალური საზოგადოება როგორ აღგიქვამს, შინ თითქმის ყველა მსახიობი გყავს.
- დედის გარდა ოჯახში ყველა მსახიობია, თუმცა დედაჩემის მამაც მსახიობი იყო, ამიტომ დედასთავის ეს სფერო უცხო არ არის, ყველაფერი კარგად ესმის... თითოეული ძალიან ღელავს - აინტერესებთ, შემდეგ კვირას რას ვიზამთ და როგორ. აქტიურად არიან ჩართულები. ოღონდ, მშობლები ამერიკიდან მგულშემატკივრობენ. ძალიან მიხარია, რომ გვედით დიდი გუნდი მიდგას.
- ბაბუა - კახი კავსაძე რას გეუბნება. ადრე განიცდიდა იმას, რომ რეპეტიციებზე იღლებოდი...
- რა თქმა უნდა, ძალიან ღელავს, რაც ბუნებრივია, მაგრამ იმაზე მეტად ღელავს, რომ არ უნდა, მე ვღელავდე რამეზე. სულ ვეუბნები, ყველაფრი კარგად არის, არ ინერვიულო-მეთქი. თან, მისთვის უცხოა, - ჩვენს ოჯახში არავის ასეთ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ, ჩემზე ნერვიულობს. დაღლაზე რა გითხრათ, შოუს მონაწილეები ყველანი დაღლილები ვართ. ყველას ძალიან რთული რეჟიმი აქვს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ რაღაც კარგი გუნდი შეიკრა. ერთმანეთს ყველა გვერდში ვუდგავართ და მგონია, ეს პროექტი რომ დამთავრდება, ამ ადამიანებთან ნამდვილად მექნება ურთიერთობა.
- საქართველოში ასე ხანგრძლივად თითქმის არ ყოფილხარ. თან, აქაურობას კარგად აეწყე და ხომ არ ფიქრობ, რომ დარჩე?
- პროექტი რომ არ მქონდეს, ამდენი ხანი აქ ვერ გავძლებდი. უსაქმურობა არ შემიძლია, მაგრამ ჯერჯერობით არ გამჩენია აზრი, რომ დავრჩე, შემდეგ ვნახოთ, რა როგორ იქნება. ამერიკაში ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ბევრი გეგმა დავსახე და დავალაგე, რისი გაკეთებაც მინდა. ნიუ-იორკში, სტელა ადლერის სასწავლებელში უნდა დავიწყო სწავლა. მომავალ ზაფხულს ნიუ-იორკში გადსვლა მომიწევს.
- ირინკა, სოციალურ ქსელში თქვენი წყვილის შესახებ არაერთი კომენტარი იწერება, მათ შორის, ისეთიც, სადაც მაყურებელს მიაჩნია, რომ თქვენი წყვილი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ არის. რას იტყვი?
- კი, ვიცი და ასეთ კომენტარებზე ცოტა მეცინება, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც მაყურებელი ხედავს ადამიანებს, რომლებიც ერთად მუშაობენ, კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრები არიან, ასეთი მოსაზრებები უჩნდებათ. თან, ცეკვა ძალიან ინტიმური რამ არის, მაყურებელს ამ ურთიერთობისგან უფრო მეტი უნდა, რაც ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან სასაცილოა. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი, მეგობარი ოთოს სახით გამიჩნდა და ვიცი, რომ ამ პროექტის შემდეგ ოთოსთან კონტაქტი ნამდვილად მექნება, ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ.