Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს
რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს

ვი­ტა­მი­ნე­ბი D, E და A, იოდი, რკი­ნა, ფოს­ფო­რი, თუ­თია, კალ­ცი­უ­მი და სხვა - ეს თევ­ზია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი არის ცი­ლე­ბი, რო­მელ­საც თევ­ზი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს და რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა.აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა თევ­ზი კვი­რა­ში ერთხელ მი­ირ­თვას. ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის კი თევ­ზის მი­ღე­ბა კვი­რა­ში ორ­ჯე­რაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

თევ­ზის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რინს შე­ამ­ცი­რებს

ომე­გა-3 ეხ­მა­რე­ბა სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­მოქ­ცე­ვა­ში

ხელს უწყობს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სწორ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას

აუმ­ჯო­ბე­სებს თმის, კა­ნის და ფრჩხი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რას

აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბას

ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სი­ჯან­სა­ღეს

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა თევ­ზის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­დუქ­ტი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იყოს. სწო­რედ ამი­ტომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ იმა­საც, თუ სად და რა ბრენ­დის თევზს ვყი­დუ­ლობთ. თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხა­რის­ხი­ან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“, რომ­ლის ასორ­ტი­მენ­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს პრე­სერ­ვებს. თევ­ზე­უ­ლის პრე­სერ­ვე­ბის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა, რაც პრო­დუქ­ტში უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

„ოკე­ა­ნის“ ტექ­ნო­ლო­გიც გირ­ჩევთ, რო­გორ გა­არ­ჩი­ოთ ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი თევ­ზი. „იმის­თვის, რომ გა­არ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა ეს პრო­დუქ­ტი, გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მას არ უნდა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს სიყ­ვით­ლე­ე­ბი (ფარ­ფლე­ბი­სა და მუც­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე) გამ­ღვა­ლი თევ­ზის ქსო­ვი­ლი კი ფი­ზი­კუ­რი და­წო­ლის შემ­დეგ ბუ­ნებ­რივ ად­გილს უნდა უბ­რუნ­დე­ბო­დეს, თუ ჩაზ­ნე­ქი­ლი რჩე­ბა, მა­შინ მას უკვე და­კარ­გუ­ლი აქვს თა­ვი­სი ხა­რის­ხი.”

„რაც შე­ე­ხე­ბა შე­ბო­ლილ თევზს, მას უნდა ჰქონ­დეს ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფე­რი­ლო­ბა, კერ­ძოდ ღია ყა­ვის­ფრი­დან-მუქ ოქ­როს­ფრამ­დე, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ჰქონ­დეს მომ­წვა­ნო-მო­ნაც­რის­ფრო ფერი ან ლორ­წო. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს შე­ბოლ­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტით და სიმ­კვრი­ვით. იმი­სათ­ვის, რომ თევ­ზი იყოს სა­სარ­გებ­ლო და ხა­რის­ხი­ა­ნი, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ, რო­გორც მისი შე­ძე­ნის ად­გილს, ასე­ვე შე­ნახ­ვის პი­რო­ბებს. აუ­ცი­ლებ­ლად და­აკ­ვირ­დით, და­ცუ­ლია თუ არა პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო პა­რა­მეტ­რი. შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შე­ნახ­ვა 0- +6 გრა­დუს­ზეა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. ამ რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავს უხა­რის­ხო და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო თევ­ზის ყიდ­ვის­გან ნამ­დვი­ლად და­ი­ცავთ,” - და­ა­მა­ტა მან.

ზო­გა­დად, თევ­ზი რომ სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია უკვე ყვე­ლამ კარ­გად იცის. თუმ­ცა რო­მე­ლი თევ­ზი ვის­თვის და რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლო, ამის შე­სა­ხებ ბევ­რს არ სმე­ნია.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო თევ­ზი ორა­გუ­ლია. ის მრავ­ლად შე­ი­ცავს უჯერ ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეს თევ­ზი მდი­და­რია ფოს­ფო­რი­თა და კა­ლი­უ­მით. მას­ში ბევ­რია აგ­რეთ­ვე მაგ­ნი­უ­მი, ქლო­რი, კალ­ცი­უ­მი, რკი­ნა, თუ­თია, ნი­კე­ლი, მო­ლიბ­დე­ნი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. ორა­გუ­ლის ქონი ათხე­ლებს სის­ხლს, ამით აფერ­ხებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას და იცავს ორ­გა­ნიზმს ინ­სულ­ტი­სა და ინ­ფარ­ქტის­გან. თევ­ზის ქონი აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში სა­ხი­ფა­თო ცხი­მე­ბის, ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის, დო­ნეს, ხელს უწყობს წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ზრდის კარ­გი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს. ის სა­სარ­გებ­ლოა სის­ხლძარ­ღვე­ბის­თვის - ანი­ჭებს მათ დრე­კა­დო­ბა­სა და ელას­ტი­კუ­რო­ბას. ეს უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ბლო­კავს ან­თე­ბით პრო­ცე­სებს, გარ­კვე­ულ­წი­ლად აფერ­ხებს ართრი­ტის, ფსო­რი­ა­ზის, დი­ა­ბე­ტი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის - სიმ­სივ­ნუ­რის, გან­ვი­თა­რე­ბას. მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვე­ბი მოწ­მობს, რომ ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უხ­ვა­დაა ორა­გულ­ში, აფერ­ხებს ორ­გა­ნიზ­მის ბი­ო­ლო­გი­ურ და­ბე­რე­ბას.

ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმ თევ­ზის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც მდი­და­რია ომე­გა 3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით. ასე­თია ვირ­თევ­ზა, მტკნა­რი წყლე­ბი­დან კალ­მა­ხი, ზუ­თხი­სებრნი თა­ვის­თა­ვად, ქა­შა­ყი, ორა­გუ­ლი, სკუმბრია.

იოდს უხ­ვად შე­ი­ცავს ქორ­ჭი­ლა, კამ­ბა­ლა და კარჩხა­ნა.

ზღვის თევზში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ისე­თი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ბორი, რკი­ნა, ლი­თი­უ­მი, ფტო­რი, ბრო­მი და სხვა, ამი­ტომ მას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის

თევ­ზის დი­ე­ტუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბია: სუ­და­კი, ხეკი, თი­ნუ­სი, კამ­ბა­ლა, სკუმბრია, ვირ­თევ­ზა, ნა­ვა­გა. ორა­გუ­ლი, შე­და­რე­ბით, კა­ლო­რი­უ­ლია, თუმ­ცა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ, დი­ე­ტურ მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნოთ.

სარ­დი­ნა ასე­ვე მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით. არე­გუ­ლი­რებს სის­ხლის მი­მო­ქე­ვას და საჭ­მის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს

რომელი სახეობის თევზი რისთვისაა კარგი - რჩევები თევზის მოყვარულებს

ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა - ეს თევზია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ცილები, რომელსაც თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს და რომელიც ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება.აუცილებელია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თევზი კვირაში ერთხელ მიირთვას. ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი თევზის მიღება კვირაში ორჯერაა რეკომენდირებული.

თევზის რეგულარული მიღება სისხლში ქოლესტერინს შეამცირებს

ომეგა-3 ეხმარება სისხლის ნორმალურ მიმოქცევაში

ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებას

აუმჯობესებს თმის, კანის და ფრჩხილების სტრუქტურას

აუმჯობესებს მეხსიერებას

ხელს უწყობს ადამიანის ზოგადი ემოციური მდგომარეობის სიჯანსაღეს

ქართულ ბაზარზე თევზის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა თევზის ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ. თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

„ოკეანის“ ტექნოლოგიც გირჩევთ, როგორ გაარჩიოთ ახალი და ხარისხიანი თევზი. „იმისთვის, რომ გაარჩიოთ ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის მიმდებარე ტერიტორიებზე) გამღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს, თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი.”

„რაც შეეხება შებოლილ თევზს, მას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფერილობა, კერძოდ ღია ყავისფრიდან-მუქ ოქროსფრამდე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ან ლორწო. აუცილებელია გამოირჩეოდეს შებოლვისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით და სიმკვრივით. იმისათვის, რომ თევზი იყოს სასარგებლო და ხარისხიანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც მისი შეძენის ადგილს, ასევე შენახვის პირობებს. აუცილებლად დააკვირდით, დაცულია თუ არა პროდუქტის შენახვის ყველა საჭირო პარამეტრი. შებოლილი თევზის შენახვა 0- +6 გრადუსზეა რეკომენდირებული. ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თავს უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო თევზის ყიდვისგან ნამდვილად დაიცავთ,” - დაამატა მან.

ზოგადად, თევზი რომ სასარგებლო პროდუქტია უკვე ყველამ კარგად იცის. თუმცა რომელი თევზი ვისთვის და რატომ არის განსაკუთრებულად სასარგებლო, ამის შესახებ ბევრს არ სმენია.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თევზი ორაგულია. ის მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები. ორაგულის ქონი ათხელებს სისხლს, ამით აფერხებს თრომბების წარმოქმნას და იცავს ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების, დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, ფსორიაზის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას. მრავალწლიანი კვლევები მოწმობს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას.

ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. ასეთია ვირთევზა, მტკნარი წყლებიდან კალმახი, ზუთხისებრნი თავისთავად, ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია.

იოდს უხვად შეიცავს ქორჭილა, კამბალა და კარჩხანა.

ზღვის თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის

თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. ორაგული, შედარებით, კალორიულია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დიეტურ მენიუში შეიტანოთ.

სარდინა ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არეგულირებს სისხლის მიმოქევას და საჭმის მომნელებელ სისტემას.

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს