პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ
ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

რა­ჭა­ში, ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას (აღ­მო­სავ­ლეთ მკლა­ვის სა­ხუ­რა­ვი), რამ­დე­ნი­მე თვის წინ ად­რე­უ­ლი რე­ლი­ე­ფის უნი­კა­ლუ­რი ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ გვი­თხრა, მეც­ნი­ე­რებს ნაშ­თე­ბის კვლე­ვა უნდა და­ე­წყოთ, ამას­თან, იგეგ­მე­ბო­და ტაძ­რის გა­და­ხურ­ვა მი­ნით ან ისე­თი მა­სა­ლით, რომ დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­მა ყო­ველ­თვის შეძ­ლონ უნი­კა­ლუ­რი ნაშ­თე­ბის ნახ­ვა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ვი­თა­რე­ბაა ამ აღ­მო­ჩე­ნი­დან ორი თვის შემ­დეგ და მიმ­დი­ნა­რე სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ, AMBEBI.GE ნი­კო­ლოზ ან­თი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"ნი­კორ­წმინ­და ერთ-ერთი სე­რო­ზუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც წმინ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით რეს­ტავ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს... პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა სრულ­ყო­ფი­ლად მოხ­და. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო იტა­ლი­ე­ლი სტე­ფა­ნო ვოლ­ტა. იგი ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სია ძეგ­ლე­ბის ქვის კონ­სერ­ვა­ცი­ის ნა­წილ­ში.

სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ზე მთა­ვარს მი­ვაღ­წი­ეთ: ნი­კორ­წმინ­დას ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რეს­ტავ­რა­ცია არ დას­ჭირ­დე­ბა. სა­ხუ­რა­ვი, ია­ტა­კი, კა­რე­ბი, კარ­ნი­ზე­ბი, ქვის კონ­სერ­ვა­ცია, რაც კი ნი­კორ­წმინ­და­ში პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო, ყვე­ლა­ფე­რი აღ­მო­ი­ფხვრა. დღე­ის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რი გვაქვს და ნი­კორ­წმინ­დას გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში! მე ვფიქ­რობ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­შიც!

- უფრო დე­ტა­ლუ­რად გვი­თხა­რით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტაძ­რის შე­მი­ნუ­ლი სა­ხუ­რა­ვი?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ფო­ტო­ე­ბი და ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ნა­ხოს თუ რა იქ­ნე­ბა შე­მი­ნულ ნა­წილ­ში. ის, რაც და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი იყო ცე­მენ­ტის და სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის ქვეშ, კონ­სერ­ვა­ცია ჩა­უ­ტარ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხუ­რა­ვის იმ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლის ახდა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. შე­მი­ნუ­ლი ნა­წი­ლი ისე იქ­ნე­ბა, რომ დრო­ნი­თაც შეძ­ლე­ბენ მსურ­ვე­ლე­ბი გა­და­ღე­ბას.

ეს უფრო მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის და შეს­წავ­ლის მიზ­ნით მი­სუ­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და არა ყვე­ლა მიმ­სვლე­ლის­თვის. ფი­ზი­კუ­რად ვერ მოხ­ვდე­ბა ყვე­ლა მიმ­სვლე­ლი სა­ხუ­რავ­თან, მა­შინ იქ კიბე უნდა მოგ­ვე­წყო, რაც ტა­ძარს ტუ­რის­ტულს გახ­დი­და და სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და.

- შე­მი­ნულ­მა ნა­წილ­მა ხომ არ და­არ­ღვია სიძ­ვე­ლე?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! სა­ხუ­რა­ვი ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძარ­ზე არა­ერ­თხელ იყო გა­და­კე­თე­ბუ­ლი. მინა არის მთლი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვის ერთი პა­ტა­რა სეგ­მენ­ტი და მთლი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვიც ახა­ლია, შე­სა­ბა­მი­სად შე­მი­ნუ­ლი ნა­წი­ლი ვე­რა­ფერს და­არ­ღვევ­და. ნი­კორ­წმინ­დის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი არის ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი, მხატ­ვრო­ბა... სა­ხუ­რა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­საც­ვლე­ლი იყო, რად­გან უვარ­გი­სი იყო. ახლა რაც და­მონ­ტაჟ­და, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გამ­ძლე სა­ხუ­რა­ვია.

- გვახ­სოვს რო­გო­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ბაგ­რა­ტის ტაძ­რის აღ­დგე­ნას... ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს არ იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა?

- ბაგ­რა­ტის ტაძ­რის და ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის შე­და­რე­ბა ამ მხრივ არც შე­იძ­ლე­ბა... ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი ძი­რი­თა­დად ნან­გრე­ვი იყო და შე­სა­ბა­მი­სად აღ­დგე­ნა ავ­თენ­ტუ­რი ქვე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თო­რემ ბაგ­რატს ტა­ძარ­ში ყვე­ლა­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლე­ბით აღ­დგე­ნი­ლი ნა­წი­ლია, რაც ან­დრეა ბრუ­ნომ გა­ა­კე­თა. ეს არის და­სავ­ლე­თის მი­ნა­შენ­ში რკი­ნის ჩაქ­სო­ვე­ბა, სა­დაც პირ­და­პირ ნათ­ლად ჩანს ახა­ლი და ძვე­ლი. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, რომ რკი­ნა-ბე­ტო­ნით გა­და­ვი­და, ახა­ლი ქვე­ბით მო­პირ­კეთ­და და ოთხა­სამ­დე ძვე­ლი ქვა ისევ ად­გილ­ზე არის დარ­ჩე­ნი­ლი... ყვე­ლა­ფე­რი სის­წრა­ფის ბრა­ლი იყო.

გე­ლათ­ში უფრო ადრე - 2008 წელს და­ი­წყო სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და წელს სრულ­დე­ბა მთა­ვა­რი ტაძ­რის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი. ამ­დე­ნი წელი გაგ­რძელ­და და სა­უ­კე­თე­სოდ გა­კეთ­და. სტე­ფა­ნო ვოლ­ტა მან­დაც არის ჩარ­თუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კორ­წმინ­დის ტა­ძარს, აქ სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი არა, უფრო მე­ტად კონ­სერ­ვა­ცი­ის ნა­წი­ლი იყო - სა­ხუ­რა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა, უხა­რის­ხო ხის კარ-ფან­ჯრის შეც­ვლა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო ჩას­მუ­ლი... ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­და ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი და კრი­ტი­კაც ბუ­ნებ­რი­ვია ვერ­სა­ი­დან იქ­ნე­ბა!

ფო­ტო­ე­ბი მო­ვა­წო­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა, პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა ნანა კუპ­რე­იშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

ნიკორწმინდის სახურავის ნაწილი მინით დაიფარება - როგორია ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას (აღმოსავლეთ მკლავის სახურავი), რამდენიმე თვის წინ ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს. როგორც მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, მეცნიერებს ნაშთების კვლევა უნდა დაეწყოთ, ამასთან, იგეგმებოდა ტაძრის გადახურვა მინით ან ისეთი მასალით, რომ დამთვალიერებლებმა ყოველთვის შეძლონ უნიკალური ნაშთების ნახვა.

დავინტერესდით, რა ვითარებაა ამ აღმოჩენიდან ორი თვის შემდეგ და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ სასაუბროდ, AMBEBI.GE ნიკოლოზ ანთიძეს დაუკავშირდა:

"ნიკორწმინდა ერთ-ერთი სეროზული და წარმატებული პროექტია, რომელიც წმინდა, თანამედროვე მიდგომებით რესტავრაციას გულისხმობს... პროცესის წარმართვა სრულყოფილად მოხდა. კონსულტაციებში ჩართული იყო იტალიელი სტეფანო ვოლტა. იგი ერთ-ერთი უძლიერესია ძეგლების ქვის კონსერვაციის ნაწილში.

საბოლოოდ ყველაზე მთავარს მივაღწიეთ: ნიკორწმინდას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რესტავრაცია არ დასჭირდება. სახურავი, იატაკი, კარები, კარნიზები, ქვის კონსერვაცია, რაც კი ნიკორწმინდაში პრობლემატური იყო, ყველაფერი აღმოიფხვრა. დღეისთვის წარმატებული პროექტები საბედნიეროდ ბევრი გვაქვს და ნიკორწმინდას გამორჩეული ადგილი უჭირავს უახლოეს ისტორიაში! მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიაშიც!

- უფრო დეტალურად გვითხარით, როგორი იქნება ტაძრის შემინული სახურავი?

- უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ფოტოები და ყველას ექნება საშუალება ნახოს თუ რა იქნება შემინულ ნაწილში. ის, რაც დაკონსერვებული იყო ცემენტის და სხვადასხვა მასალის ქვეშ, კონსერვაცია ჩაუტარდა და შესაძლებელი იქნება სახურავის იმ კონკრეტული ნაწილის ახდა და დათვალიერება. შემინული ნაწილი ისე იქნება, რომ დრონითაც შეძლებენ მსურველები გადაღებას.

ეს უფრო მეცნიერებისთვის და შესწავლის მიზნით მისული ვიზიტორებისთვის იქნება შესაძლებელი და არა ყველა მიმსვლელისთვის. ფიზიკურად ვერ მოხვდება ყველა მიმსვლელი სახურავთან, მაშინ იქ კიბე უნდა მოგვეწყო, რაც ტაძარს ტურისტულს გახდიდა და სწორი არ იქნებოდა.

- შემინულმა ნაწილმა ხომ არ დაარღვია სიძველე?

- არავითარ შემთხვევაში! სახურავი ნიკორწმინდის ტაძარზე არაერთხელ იყო გადაკეთებული. მინა არის მთლიანი სახურავის ერთი პატარა სეგმენტი და მთლიანი სახურავიც ახალია, შესაბამისად შემინული ნაწილი ვერაფერს დაარღვევდა. ნიკორწმინდის მთავარი ნაწილი არის ბარელიეფები, მხატვრობა... სახურავი აუცილებლად გამოსაცვლელი იყო, რადგან უვარგისი იყო. ახლა რაც დამონტაჟდა, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე სახურავია.

- გვახსოვს როგორი კრიტიკა მოჰყვა ბაგრატის ტაძრის აღდგენას... ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაცო სამუშაოების დროს არ იყო აზრთა სხვადასხვაობა?

- ბაგრატის ტაძრის და ნიკორწმინდის ტაძრის შედარება ამ მხრივ არც შეიძლება... ბაგრატის ტაძარი ძირითადად ნანგრევი იყო და შესაბამისად აღდგენა ავთენტური ქვებით უნდა მომხდარიყო, თორემ ბაგრატს ტაძარში ყველაზე უმტკივნეულო თანამედროვე მასალებით აღდგენილი ნაწილია, რაც ანდრეა ბრუნომ გააკეთა. ეს არის დასავლეთის მინაშენში რკინის ჩაქსოვება, სადაც პირდაპირ ნათლად ჩანს ახალი და ძველი. მთავარი პრობლემა იყო ძირითადი ნაწილი, რომ რკინა-ბეტონით გადავიდა, ახალი ქვებით მოპირკეთდა და ოთხასამდე ძველი ქვა ისევ ადგილზე არის დარჩენილი... ყველაფერი სისწრაფის ბრალი იყო.

გელათში უფრო ადრე - 2008 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და წელს სრულდება მთავარი ტაძრის ძირითადი ნაწილი. ამდენი წელი გაგრძელდა და საუკეთესოდ გაკეთდა. სტეფანო ვოლტა მანდაც არის ჩართული. რაც შეეხება ნიკორწმინდის ტაძარს, აქ სარესტავრაციო სამუშაოები კი არა, უფრო მეტად კონსერვაციის ნაწილი იყო - სახურავის მოწესრიგება, უხარისხო ხის კარ-ფანჯრის შეცვლა, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო ჩასმული... ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ეს სამუშაოები და კრიტიკაც ბუნებრივია ვერსაიდან იქნება!

ფოტოები მოვაწოდა სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, პროექტის ავტორმა ნანა კუპრეიშვილმა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ