პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?
ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?

მთავ­რო­ბა გვპირ­დე­ბა, რომ მსეს­ხე­ბელ­თა ე. წ. შავ სი­ა­ში მოხ­ვედ­რილ 600 ათას­ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა, რი­თაც მათ და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­არ­დი ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. საკ­რე­დი­ტო ამ­ნის­ტია იმ პი­რებს შე­ე­ხე­ბა, ვინც თა­ვის დრო­ზე ბან­კის­გან თუ სხვა საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტის­გან ვა­ლად აიღო არა უმე­ტეს 2000 ლა­რი­სა და ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ლის და­სა­ფა­რა­ვად 1 თეთ­რიც არ გა­და­უხ­დია. მათ ნაც­ვლად ვა­ლებს გა­ის­ტუმ­რებს ფონ­დი "ქარ­თუ", რო­მე­ლიც საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ვა­ლე­ბის გა­მოს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბას მარ­თავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვპირ­დე­ბა, რომ ეს 600 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე ახალ წელს სუფ­თა საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ით, ვა­ლე­ბის გა­რე­შე შეხ­ვდე­ბა, თუმ­ცა ჩნდე­ბა ბევ­რი კი­თხვა, რა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხი ჯერ არა აქვს, რად­გან დე­ტა­ლებ­ზე ახლა მუ­შა­ობს.

ცოტა ხნის წინ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ლა­პა­რა­კია სეს­ხებ­ზე, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბა­ლან­სი­დან უკვე ჩა­მო­წე­რი­ლია და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ის ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მთავ­რო­ბის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ვერ შე­ე­ხე­ბა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ვა­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ფონ­დის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პი­რო­ბებს არ და­თან­ხმდე­ბი­ან. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი რამ­დე­ნი­მე ბან­კი და ონ­ლა­ინ­საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­აა. სეს­ხე­ბის ჩა­მო­წე­რა 15 დე­კემ­ბერს უნდა და­ი­წყოს და წლის ბო­ლოს­თვის დას­რულ­დეს, 3 დე­კემ­ბერს კი იღ­ბლი­ან­მა მო­ვა­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი თავი ერ­თი­ან ბა­ზა­ში უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნონ. ვინ და­აღ­წევს თავს სა­ვა­ლო ორ­მოს, ამას ახლო მო­მა­ვალ­ში გა­ვარ­კვევთ, მა­ნამ­დე კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტ სოსო არჩვა­ძეს.

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღი­ა­რა თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კა უსა­მარ­თლო იყო?

- ასე კა­ტე­გო­რი­უ­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან მარ­ტი­ვი სეს­ხის პო­ლი­ტი­კა ქარ­თუ­ლი ნო­უ­ჰაუ არ არის. თა­ვის დრო­ზე აშშ-ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი სწო­რედ სეს­ხებ­ზე მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბამ გა­მო­იწ­ვია. მა­შინ ხალ­ხი ელო­და, რომ იაფი იპო­თე­კუ­რი სეს­ხით შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის ფასი გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ მათი მო­ლო­დი­ნი საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გას­კდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, ჩვენ­თან სეს­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია არა სა­ინ­ვეს­ტი­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, არა­მედ სა­მომ­ხმა­რებ­ლოდ. როცა სა­ხელ­დე­ბა 600 ათა­სი მსეს­ხე­ბე­ლი, ეს რი­ცხვი უფრო ფი­გუ­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის მგო­ნია და, ალ­ბათ, კი­დევ და­ზუს­ტდე­ბა. თუმ­ცა ასეც რომ იყოს, გა­მო­დის, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 3 730 000 კაცი ცხოვ­რობს, 600 ათასს არა აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაქ­სი­მუმ, 2000 ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხი გა­ის­ტუმ­როს. ეს არის არა მხო­ლოდ ტო­ტა­ლუ­რი სი­ღა­რი­ბის, არა­მედ ღირ­სე­ბის დე­ფი­ცი­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ჩვენ გვაქვს ორი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - მო­ნე­ტა­რუ­ლი და მენ­ტა­ლუ­რი. ორი­ვეს შვე­ლა უნდა.

- საშ­ვე­ლი რომ ბევ­რია, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მიდ­გო­მა რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?

ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს და რა შედეგს მივიღებთ ვალების განულების შემდეგ?

მთავრობა გვპირდება, რომ მსესხებელთა ე. წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება, რითაც მათ დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. საკრედიტო ამნისტია იმ პირებს შეეხება, ვინც თავის დროზე ბანკისგან თუ სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან ვალად აიღო არა უმეტეს 2000 ლარისა და ბოლო 1 წლის განმავლობაში ვალის დასაფარავად 1 თეთრიც არ გადაუხდია. მათ ნაცვლად ვალებს გაისტუმრებს ფონდი "ქართუ", რომელიც საკრედიტო დაწესებულებებთან ვალების გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს. ხელისუფლება გვპირდება, რომ ეს 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს სუფთა საკრედიტო ისტორიით, ვალების გარეშე შეხვდება, თუმცა ჩნდება ბევრი კითხვა, რაზეც ხელისუფლებას პასუხი ჯერ არა აქვს, რადგან დეტალებზე ახლა მუშაობს.

ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლაპარაკია სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია და ამ ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ვერ შეეხება იმ კომპანიების მოვალეებს, რომლებიც ფონდის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდებიან. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი რამდენიმე ბანკი და ონლაინსაკრედიტო კომპანიაა. სესხების ჩამოწერა 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და წლის ბოლოსთვის დასრულდეს, 3 დეკემბერს კი იღბლიანმა მოვალეებმა საკუთარი თავი ერთიან ბაზაში უნდა აღმოაჩინონ. ვინ დააღწევს თავს სავალო ორმოს, ამას ახლო მომავალში გავარკვევთ, მანამდე კი ხელისუფლების ამ ინიციატივის შეფასება ვთხოვეთ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს.

- ამ გადაწყვეტილებით აღიარა თუ არა ხელისუფლებამ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული საკრედიტო პოლიტიკა უსამართლო იყო?

- ასე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან მარტივი სესხის პოლიტიკა ქართული ნოუჰაუ არ არის. თავის დროზე აშშ-ში ფინანსური კრიზისი სწორედ სესხებზე მარტივად ხელმისაწვდომობამ გამოიწვია. მაშინ ხალხი ელოდა, რომ იაფი იპოთეკური სესხით შეძენილი ქონების ფასი განსაზღვრული დროის შემდეგ გაიზრდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა. საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, ჩვენთან სესხების დიდი ნაწილი გამოყენებულია არა საინვესტიციო დანიშნულებით, არამედ სამომხმარებლოდ. როცა სახელდება 600 ათასი მსესხებელი, ეს რიცხვი უფრო ფიგურალური დატვირთვის მგონია და, ალბათ, კიდევ დაზუსტდება. თუმცა ასეც რომ იყოს, გამოდის, ქვეყანაში, სადაც 3 730 000 კაცი ცხოვრობს, 600 ათასს არა აქვს შესაძლებლობა, მაქსიმუმ, 2000 ლარის მოცულობის სესხი გაისტუმროს. ეს არის არა მხოლოდ ტოტალური სიღარიბის, არამედ ღირსების დეფიციტის მაჩვენებელიც. ჩვენ გვაქვს ორი სიღარიბის მაჩვენებელი - მონეტარული და მენტალური. ორივეს შველა უნდა.

- საშველი რომ ბევრია, გასაგებია, მაგრამ მიდგომა რამდენად სამართლიანია? წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო