მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება
უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­შია მოყ­ვა­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გას­ცა. გარ­და ამი­სა, სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­შია მოყ­ვა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ძა­ლე­ბი. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ზო­მე­ბი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის კუ­თხით, რათა, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ და­უშ­ვან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. ასე­ვე გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის გე­მებს, ქერ­ჩის სრუ­ტის და­ტო­ვე­ბი­სას რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის გემ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი მცი­რე ზო­მის სა­არ­ტი­ლე­რიო გემი “ბერ­დი­ანსკი” და “ნი­კო­პო­ლი” ოდე­სის პორ­ტი­დან მა­რი­უ­პოლ­ში გეგ­მი­ურ გა­დას­ვლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. გარ­და ამი­სა, ძა­ლა­დობ­რი­ვად იყო შე­ჩე­რე­ბუ­ლი ბუქ­სი­რი “იანი კაპუ”. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ასე­ვე იუ­წყე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­მე­ბი რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სრო­ლის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლია 6 უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი პირ­ვე­ლად 25 ნო­ემ­ბრის დი­ლას გან­ხორ­ცი­ელ­და, როცა სამი უკ­რა­ი­ნუ­ლი გემი ოდე­სი­დან მა­რი­უ­პო­ლის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი გემი უკ­რა­ი­ნულს გან­გებ შე­ე­ჯა­ხა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­მე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი.

ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა მოხ­დეს, რათა ამ ვე­ლუ­რო­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვას, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვლა­დი­მერ გრო­ის­მან­მა ქერ­ჩი სრუ­ტეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნამ ყვე­ლა რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს, რათა და­იც­ვას თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა.

„ჩვენ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე ვართ. ის, რაც დღეს მოხ­და და­უშ­ვე­ბე­ლია. მი­ვიჩ­ნევ, რომ სრუ­ლი­ად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მო­ბი­ლი­ზე­ბა უნდა მოხ­დეს, რათა ამ ვე­ლუ­რო­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვას. არა­ვის არ მი­უ­ცია რუ­სე­თის­თვის უფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ხელ­ყოს“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აგ­რე­სი­ის გარ­და, რუ­სეთ­მა ქერ­ჩის სრუ­ტეს­თან, ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში ომი გა­ა­ჩა­ღა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა პავ­ლო კლიმ­კინ­მა გა­ნა­ცხა­და.

„რუ­სეთ­მა აგ­რე­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ასე­ვე ომი რუ­სეთ­თან ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში, ვი­ნა­ი­დან აგ­რე­სი­ის ეს აქტი ზუს­ტა­დაც რომ ნე­იტ­რა­ლურ წყლებ­ში მოხ­და. ეს აგ­რე­სი­ის აქ­ტია და ზუს­ტად ასე­თი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ნატო რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოანა ლუნ­გეს­კუმ გა­ა­კე­თა.

„ნატო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აზო­ვის ზღვა­სა და ქერ­ჩის სრუ­ტე­ში და კავ­შირ­ში ვართ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მო­ვუ­წო­დებთ მხა­რე­ებს. ნატო სრუ­ლად უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის სა­ნა­ოს­ნო უფ­ლე­ბებს მის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში. რუ­სეთს მო­ვუ­წო­დებთ უზ­რუნ­ველ­ყოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მა უკ­რა­ი­ნულ პორ­ტებ­ზე აზო­ვის ზღვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სად. ნატო- ბრი­უ­სე­ლის სა­მიტ­ზე ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­დეს, რომ რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის, შავი ზღვი­სა და აზო­ვის ზღვის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და ძირს უთხრის სტა­ბი­ლუ­რო­ბას რე­გი­ონ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

დღეს, გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო აზო­ვის ზღვა­ში უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო სხდო­მას გა­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ე­რო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰე­ი­ლიმ და­წე­რა.

გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა ნიუ-იორ­კის დრო­ით 11:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა კი­ევ­მა გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ მო­ი­თხო­ვა, რაც რუ­სე­თის სა­სა­ზღვრო გემ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის გე­მებს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება

უახლესი ინფორმაცია  უკრაინიდან და საერთაშორისო გამოხმაურება

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამისი განკარგულება უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გასცა. გარდა ამისა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები. გაძლიერებულია ზომები კონტრდაზვერვის კუთხით, რათა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, არ დაუშვან რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაციები, რომლის მიზანია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია. ასევე გაძლიერებული სამსახურის რეჟიმზეა გადასული უკრაინის ეროვნული პოლიცია.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ამ ველურობას წერტილი დაესვას, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ქერჩი სრუტესთან განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ყველა რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში აგრესიის სამიზნე ვართ. ის, რაც დღეს მოხდა დაუშვებელია. მივიჩნევ, რომ სრულიად ცივილიზებული სამყაროს მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ამ ველურობას წერტილი დაესვას. არავის არ მიუცია რუსეთისთვის უფლება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყოს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე ომი რუსეთთან ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან აგრესიის ეს აქტი ზუსტადაც რომ ნეიტრალურ წყლებში მოხდა. ეს აგრესიის აქტია და ზუსტად ასეთი შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნატო რუსეთსა და უკრაინას ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ გააკეთა.

„ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში და კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. ვითარების დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ მხარეებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა უკრაინულ პორტებზე აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ნატო- ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში“, - განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაწერა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკის დროით 11:00 საათზეა დანიშნული.

ოფიციალურმა კიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთის სასაზღვრო გემმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ძალების გემებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"