ავტორი:

ცრემლსადენი გაზი, ატირებული ბავშვები და სასოწარკვეთილი მშობლები - მიგრანტები აშშ-ში ვერ შედიან

ცრემლსადენი გაზი, ატირებული ბავშვები და სასოწარკვეთილი მშობლები - მიგრანტები აშშ-ში ვერ შედიან

აშშ-მექსიკის საზღვართან 500-მდე მიგრანტი გამშვებ პუნქტში შესვლას ცდილობდა, შესასვლელი პოლიციას ჰქონდა ბლოკირებული. CNN-ის ინფორმაციით, მიგრანტებმა სცადეს საზღვარი გადაეკვეთათ, მათ დასაშლელად კი აშშ-ს სასაზღვრო პატრულმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ინციდენტის დროს გადაღებულ ვიდეოში გაზის ღრუბელი ჩანს, ხალხი გარბის და ყვირის, მათ შორის არის ოჯახებიც, მცირეწლოვანი ბავშვებით.

აშშ-ს საზღვრის დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ მიგრანტებმა მათი მისამართით შუშხუნები ისროლეს, მესაზღვრეების დასაცავად კი „იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი გაეშვათ“.

ცენტრალური ამერიკიდან წამოსული მიგრანტების ჯგუფები საზღვართან რამდენიმე კვირის წინ მივიდნენ, მათი მიზანია, აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა შეძლონ.

ამერიკაში მიგრანტების შესვლას ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ასევე - მოწინააღმდეგები. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით დაიმუქრა.

გუშინ, ინციდენტის გამო, მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისთვისაც რადენიმე საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე