საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"
მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"

15 დე­კემ­ბრი­დან ე.წ. "შავ სი­ა­ში" მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. პრე­მი­ერ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, ჯამ­ში სა­უ­ბა­რია მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ლა­რის გა­ნუ­ლე­ბა­ზე.

სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც 2 000 ლა­რამ­დე სეს­ხი აქვთ გა­მო­ტა­ნი­ლი და ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­და არ უფიქ­სირ­დე­ბათ. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტარ­მა აკა­კი ზო­ი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში - "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ "მო­ვა­ლე­თა რე­ესტრი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გამ­გებ­ლო­ბის ქვეშ გა­და­ვა და ქვე­ყა­ნა­ში "შავი სია" აღარ იქ­ნე­ბა". მი­სი­ვე თქმით, 3 დე­კემ­ბრის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად რა პა­რა­მეტ­რებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბა 15 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და 31 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს იქამ­დე, სა­ნამ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დე­ბა და "ქარ­თუს­გან" ვა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თან­ხას მი­ი­ღე­ბენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლის ამო­ღე­ბას თა­ვად ცდი­ლო­ბენ.

AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე ნენე შარ­ვა­ძე გვი­ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აჟ­ღე­რა, პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და 5 წლის წინ აღე­ბუ­ლი სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 200 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს.

"და­მი­რე­კეს, ჩემი სა­ხე­ლით და გვა­რით მომ­მარ­თეს და მი­თხრეს რომ "პრი­ვატ ბან­კი­დან" მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ (ცნო­ბის­თვის, "პრი­ვატ ბან­კი" 2016 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა" იყი­და). რო­გორც მი­თხრეს, მოვ­ხვდი აქ­ცი­ა­ში და 400 ლა­რის გა­ნუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ თვის ბო­ლომ­დე 200 ლა­რის გა­დახ­და მომ­თხო­ვეს. მი­თხრეს რომ ცნო­ბა­საც მომ­ცე­მენ, რომ "შავ სი­ა­ში" აღარ ვარ.

და­ვა­ლი­ა­ნე­ბა მარ­თლა მქონ­და 5-6 წლის წინ... ვერ ვა­ხერ­ხებ­დი გა­დახ­დას, რად­გან მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ და თან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, ამი­ტომ მა­შინ ცნო­ბა მი­მა­ტა­ნი­ნეს და ამით და­ამ­თავ­რეს. ახლა გა­მიკ­ვირ­და, აღარც მახ­სოვ­და ეს ბან­კი თუ არ­სე­ბობ­და. როცა სი­ტუ­ა­ცია ავუხ­სე­ნი, მი­თხრეს რომ ცნო­ბა ისევ მი­მე­ტა­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ აღარ დამ­კავ­ში­რე­ბი­ან" - აცხა­დებს შარ­ვა­ძე.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნენე შარ­ვა­ძე ერ­თა­დერ­თი არ არის, ვი­საც სხვა­დას­ხვა მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან უკავ­შირ­დე­ბი­ან მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბით. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ აღ­ნიშ­ნა, მა­თაც და­უ­კავ­შირ­დნენ ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, მათ შო­რის Kimbi-სგან და მთავ­რო­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ გა­ნუ­ლე­ბის აქ­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რის სა­ნაც­ვლოდ, თან­ხის ნა­წი­ლის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბას დაჰ­პირ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად AMBEBI.GE პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მე­სა­მე პირ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გას­ცე­მენ.

"ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე შოთა გულ­ბა­ნის­თვის, მსგავ­სი ქმე­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ არის, რად­გან მისი თქმით, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვამ­დე სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ამო­ი­ღონ.

"სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ე­ბი ამომ­ღე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლე­ბენ. სეს­ხის ამო­ღე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვერ ვხე­დავ. ახლა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ამა­ზე მსჯე­ლო­ბა მი­დის, თუ რამ­დე­ნად კარგ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზოს მთავ­რო­ბა მათ. მთავ­რო­ბა კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა, რომ ნაკ­ლე­ბი გა­და­უ­ხა­დონ, "ვი­ვუ­სიც" მა­გი­ტომ არ და­თან­ხმდა ამ შე­თან­ხმე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ შედ­გე­ბა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ებ­თან შე­თან­ხმე­ბა, ვა­ლის ამო­ღე­ბის პრო­ცესს 15 დე­კემ­ბრამ­დე ჩვე­უ­ლებ­რივ გა­აგ­რძე­ლე­ბენ. მათ ინ­ტე­რეს­შია, თა­ვი­სი რე­სურ­სით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხა ამო­ი­ღონ" - აცხა­დებს გულ­ბა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"

მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"

15 დეკემბრიდან ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, ჯამში საუბარია მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

სესხის განულება შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც 2 000 ლარამდე სესხი აქვთ გამოტანილი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადახდა არ უფიქსირდებათ. როგორც პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში - "360 გრადუსი" განაცხადა, აღნიშნულის შემდეგ "მოვალეთა რეესტრი ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ გადავა და ქვეყანაში "შავი სია" აღარ იქნება". მისივე თქმით, 3 დეკემბრისთვის ცნობილი გახდება, რეალურად რა პარამეტრებზეა საუბარი.

სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება, თუმცა როგორც ჩანს იქამდე, სანამ სახელმწიფოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება და "ქართუსგან" ვალების სანაცვლოდ ფინანსური ორგანიზაციები თანხას მიიღებენ, მოქალაქეებისგან დაგროვილი ვალის ამოღებას თავად ცდილობენ.

AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მოქალაქე ნენე შარვაძე გვიამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ ვალების განულების ინიციატივა გააჟღერა, პრობლემური აქტივების ბიუროდან დაუკავშირდნენ და 5 წლის წინ აღებული სესხის განულების სანაცვლოდ, 200 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

"დამირეკეს, ჩემი სახელით და გვარით მომმართეს და მითხრეს რომ "პრივატ ბანკიდან" მიკავშირდებოდნენ (ცნობისთვის, "პრივატ ბანკი" 2016 წელს "საქართველოს ბანკმა" იყიდა). როგორც მითხრეს, მოვხვდი აქციაში და 400 ლარის განულების სანაცვლოდ თვის ბოლომდე 200 ლარის გადახდა მომთხოვეს. მითხრეს რომ ცნობასაც მომცემენ, რომ "შავ სიაში" აღარ ვარ.

დავალიანება მართლა მქონდა 5-6 წლის წინ... ვერ ვახერხებდი გადახდას, რადგან მარტოხელა დედა ვარ და თან სოციალურად დაუცველი, ამიტომ მაშინ ცნობა მიმატანინეს და ამით დაამთავრეს. ახლა გამიკვირდა, აღარც მახსოვდა ეს ბანკი თუ არსებობდა. როცა სიტუაცია ავუხსენი, მითხრეს რომ ცნობა ისევ მიმეტანა, თუმცა შემდეგ აღარ დამკავშირებიან" - აცხადებს შარვაძე.

როგორც აღმოჩნდა, ნენე შარვაძე ერთადერთი არ არის, ვისაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან უკავშირდებიან მსგავსი წინადადებით. როგორც ჩვენთან საუბარში რამდენიმე მოქალაქემ აღნიშნა, მათაც დაუკავშირდნენ ონლაინსესხების კომპანიებიდან, მათ შორის Kimbi-სგან და მთავრობის მიერ დაანონსებულ განულების აქციაში მოხვედრის სანაცვლოდ, თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა შეღავეთების გაკეთებას დაჰპირდნენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE პრობლემური აქტივების ბიუროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მესამე პირზე ინფორმაციას არ გასცემენ.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" თავმჯდომარე შოთა გულბანისთვის, მსგავსი ქმედება მოულოდნელი არ არის, რადგან მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამდე საფინანსო კომპანიები ცდილობენ დავალიანება საკუთარი ძალებით ამოიღონ.

"საფინანსო კომპანიები ამომღებით საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. სესხის ამოღების ჩვეულებრივი პროცესია და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. ახლა საფინანსო კომპანიებში ამაზე მსჯელობა მიდის, თუ რამდენად კარგ პირობებს სთავაზოს მთავრობა მათ. მთავრობა კი ყველანაირად ეცდება, რომ ნაკლები გადაუხადონ, "ვივუსიც" მაგიტომ არ დათანხმდა ამ შეთანხმებას.

შესაბამისად, სანამ საბოლოოდ არ შედგება საფინანსო კომპანიებთან შეთანხმება, ვალის ამოღების პროცესს 15 დეკემბრამდე ჩვეულებრივ გააგრძელებენ. მათ ინტერესშია, თავისი რესურსით რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღონ" - აცხადებს გულბანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ