მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 რამ, რისი გაკეთებაც ყველას ეზარება და ოცნებობს ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებდეს
10 რამ, რისი გაკეთებაც ყველას ეზარება და ოცნებობს ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებდეს

ამ­ბო­ბენ, ფრთხი­ლად იოც­ნე­ბეთ, ერთ დღეს ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბაო. ჰოდა მოდი ჩვენც ვი­ოც­ნე­ბოთ იმა­ზე, რისი გა­კე­თე­ბაც მუდ­მი­ვად გვე­ზა­რე­ბა და უარს არ ვი­ტყო­დით, თუ მას ჩვენ ნაც­ვლად სხვა გა­ა­კე­თებ­და.

და­სა­ზა­რი საქ­მე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი არც ისე მოკ­ლეა:

ნაგ­ვის გა­დაყ­რა

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ნაგ­ვის გა­დაყ­რა არ ეზა­რე­ბა. ან კი რა­ტომ არაა და­სა­ზა­რი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ლით ლა­მა­ზად გა­მო­ე­წყვეთ, ბო­ლოს სა­სურ­ვე­ლი სუ­ნა­მოც და­ის­ხით და გას­ვლის წინ კი ნაგ­ვის პარ­კი უნდა გა­ი­ყო­ლოთ. არაა, ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ასე ნამ­დვი­ლად არ იწყე­ბა.

დი­ლით ად­გო­მა

რა იქ­ნე­ბა, დი­ლით ად­გო­მა რომ არ არ­სე­ბობ­დეს? სამ­წუ­ხა­როდ, ის მა­ინც არ­სე­ბობს. და რა იქ­ნე­ბა, რომ ის სხვამ გა­ა­კე­თოს ჩვენს ნაც­ვლად?

მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა

ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის ქო­ნა­ზე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობს. უფ­რო­სებს ისე ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბო­დათ, მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა აღარ მო­უ­წევ­დათ, აღარც რიგ­ში დგო­მა და არც სა­ცო­ბებ­ში დრო­ის კარ­გვა. ისე, ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას რომ ვუ­თხრათ ჯა­დოს­ნუ­რი „ბი­ბი­დი ბა­ბი­დი ბუ“, ნე­ტავ რას იზამს? ან „ბი­ბი­დი ბა­ბი­დის ბუს“ ნაც­ვლად ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვე­ბი Momitane.ge ვთქვათ და რაც გვინ­და, 1 სა­ათ­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ჩვე­ნი სახ­ლის კარ­თან გაჩ­ნდე­ბა.

თბი­ლის­ში მან­ქა­ნის და­პარ­კინ­გე­ბა

კვლე­ვა რომ ჩა­ტარ­დეს ქა­ლა­ქებს შო­რის, თუ სად არის და­პარ­კინ­გე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, თბი­ლი­სი პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­დო­და. ბევრ ადა­მი­ანს ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა სწო­რედ იმი­ტომ ეზა­რე­ბა, რომ არ იცის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე და­ა­პარ­კინ­გებს მან­ქა­ნას თუ 2 კმ-ის მო­შო­რე­ბით.

ბავ­შვის და­ტუქ­სვა

ნეტა, ბავ­შვი რომ დავ­ტუქ­სოთ მა­ინც ვეყ­ვა­რე­ბი? არა, აშ­კა­რად სჯობს, ჩვენს მა­გივ­რად სხვამ და­ტუქ­სოს.

მა­კი­ა­ჟის მო­შო­რე­ბა

ამ­ბო­ბენ, სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მსხვერ­პლი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა კი არა, მისი მო­შო­რე­ბაა.

ტან­საც­მლის არ­ჩე­ვა, თუ რა ჩა­ვიც­ვათ

ღმერ­თო, რის­თვის ვი­ყი­დე ამ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი? არ ჯობ­და, ერთი მქო­ნო­და და აღარც ვი­ფიქ­რებ­დი, რა ჩა­მეც­ვა.

ექიმ­თან წას­ვლა

ნე­ტავ რა სჯობს, ბე­ბი­ის ნათ­ქვა­მი ბა­ლახ-ბუ­ლა­ხით ვიმ­კურ­ნა­ლოთ თუ ექიმ­თან წა­ვი­დეთ? ექი­მის კა­ბი­ნეტ­თან უსასრლოდ ლო­დინ­ზე მე­ტად ალ­ბათ არა­ფე­რი ეზა­რე­ბა ადა­მი­ანს.

საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა

საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლას ეზა­რე­ბა. დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ ყვე­ლა ოც­ნე­ბობს, რა იქ­ნე­ბა, საჭ­მე­ლი სხვამ მო­ამ­ზა­დოს ჩვენს მა­გივ­რა­დო. ხომ გი­თხა­რით ფრთხი­ლად იოც­ნე­ბეთ, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა. Momitane.ge ამას თქვენ მა­გივ­რად მარ­თლაც გა­ა­კე­თებს, სამ­სა­ხუ­რი­დან გას­ვლის წინ შე­უკ­ვე­თეთ სა­სურ­ვე­ლი კერ­ძი და სახ­ლში მი­სულს მა­ლე­ვე მო­გი­ტანთ Momitane.ge-ს კუ­რი­ე­რი.

ნაძ­ვის ხის დაშ­ლა

ნაძ­ვის ხის მორ­თვა ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ცე­სია. ნაძ­ვის ხის დაშ­ლა კი ყვე­ლას ეზა­რე­ბა. ისე, მორ­თუ­ლი რომ შე­ვი­ნა­ხოთ შემ­დეგ ახალ წლამ­დე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

10 რამ, რისი გაკეთებაც ყველას ეზარება და ოცნებობს ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებდეს

10 რამ, რისი გაკეთებაც ყველას ეზარება და ოცნებობს ამას მის ნაცვლად სხვა აკეთებდეს

ამბობენ, ფრთხილად იოცნებეთ, ერთ დღეს ოცნებები ხდებაო. ჰოდა მოდი ჩვენც ვიოცნებოთ იმაზე, რისი გაკეთებაც მუდმივად გვეზარება და უარს არ ვიტყოდით, თუ მას ჩვენ ნაცვლად სხვა გააკეთებდა.

დასაზარი საქმეების ჩამონათვალი კი არც ისე მოკლეა:

ნაგვის გადაყრა

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ნაგვის გადაყრა არ ეზარება. ან კი რატომ არაა დასაზარი? წარმოიდგინეთ, დილით ლამაზად გამოეწყვეთ, ბოლოს სასურველი სუნამოც დაისხით და გასვლის წინ კი ნაგვის პარკი უნდა გაიყოლოთ. არაა, ჩვენს წარმოდგენებში წარმატებული დღე ასე ნამდვილად არ იწყება.

დილით ადგომა

რა იქნება, დილით ადგომა რომ არ არსებობდეს? სამწუხაროდ, ის მაინც არსებობს. და რა იქნება, რომ ის სხვამ გააკეთოს ჩვენს ნაცვლად?

მაღაზიაში წასვლა

ჯადოსნური ჯოხის ქონაზე ყველა ადამიანი ბავშვობიდან ოცნებობს. უფროსებს ისე ძალიან გამოადგებოდათ, მაღაზიაში წასვლა აღარ მოუწევდათ, აღარც რიგში დგომა და არც საცობებში დროის კარგვა. ისე, ონლაინ მაღაზიას რომ ვუთხრათ ჯადოსნური „ბიბიდი ბაბიდი ბუ“, ნეტავ რას იზამს? ან „ბიბიდი ბაბიდის ბუს“ ნაცვლად ჯადოსნური სიტყვები Momitane.ge ვთქვათ და რაც გვინდა, 1 საათში ყველაფერი მართლაც ჩვენი სახლის კართან გაჩნდება.

თბილისში მანქანის დაპარკინგება

კვლევა რომ ჩატარდეს ქალაქებს შორის, თუ სად არის დაპარკინგება ყველაზე რთული, თბილისი პირველ ადგილზე გავიდოდა. ბევრ ადამიანს ავტომობილით გადაადგილება სწორედ იმიტომ ეზარება, რომ არ იცის დანიშნულების ადგილზე დააპარკინგებს მანქანას თუ 2 კმ-ის მოშორებით.

ბავშვის დატუქსვა

ნეტა, ბავშვი რომ დავტუქსოთ მაინც ვეყვარები? არა, აშკარად სჯობს, ჩვენს მაგივრად სხვამ დატუქსოს.

მაკიაჟის მოშორება

ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო. არადა, სინამდვილეში მსხვერპლი მაკიაჟის გაკეთება კი არა, მისი მოშორებაა.

ტანსაცმლის არჩევა, თუ რა ჩავიცვათ

ღმერთო, რისთვის ვიყიდე ამდენი ტანსაცმელი? არ ჯობდა, ერთი მქონოდა და აღარც ვიფიქრებდი, რა ჩამეცვა.

ექიმთან წასვლა

ნეტავ რა სჯობს, ბებიის ნათქვამი ბალახ-ბულახით ვიმკურნალოთ თუ ექიმთან წავიდეთ? ექიმის კაბინეტთან უსასრლოდ ლოდინზე მეტად ალბათ არაფერი ეზარება ადამიანს.

საჭმლის მომზადება

საჭმლის მომზადება ყველას ეზარება. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ყველა ოცნებობს, რა იქნება, საჭმელი სხვამ მოამზადოს ჩვენს მაგივრადო. ხომ გითხარით ფრთხილად იოცნებეთ, ოცნებები ხდება. Momitane.ge ამას თქვენ მაგივრად მართლაც გააკეთებს, სამსახურიდან გასვლის წინ შეუკვეთეთ სასურველი კერძი და სახლში მისულს მალევე მოგიტანთ Momitane.ge-ს კურიერი.

ნაძვის ხის დაშლა

ნაძვის ხის მორთვა ჯადოსნური პროცესია. ნაძვის ხის დაშლა კი ყველას ეზარება. ისე, მორთული რომ შევინახოთ შემდეგ ახალ წლამდე?

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის