პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან
ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ციხე არის ად­გი­ლი, რომ­ლი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ. სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბის­თვის კი შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი „ციხე“, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის­გან თა­ვის შე­ფა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

„ეს ციხე თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდას მიქ­მნის,“ - ამ­ბობს 28 წლის პარკ ჰაი-რი, რო­მელ­მაც ცი­ხე­ში 24 სა­ა­თის გა­სა­ტა­რებ­ლად 90 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2013 წლის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, სა­ხელ­წო­დე­ბით „ციხე ჩემ­ში“ (Prison Inside Me) 2 ათას­ზე მეტ პა­ტი­მარს უმას­პინ­ძლა, მათი უმე­ტე­სო­ბა ოფი­სებ­ში მო­მუ­შა­ვე და სტუ­დენ­ტია.

„ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. აქ არ უნდა ვიყო ახლა, რად­გან უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, ცოტა ხნით შევ­ჩერ­დე და და­ვის­ვე­ნო,“ - აცხა­დებს პარ­კი, რო­მე­ლიც 5 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის სა­კან­ში ზის სტრე­სის და­საძ­ლე­ვად.

ცი­ხის წე­სე­ბი მკაც­რია. აკ­რძა­ლუ­ლია სხვა პა­ტიმ­რებ­თან სა­უ­ბა­რი, აქ არც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბია, არც - სა­ა­თე­ბი. პა­ტიმ­რებს აძ­ლე­ვენ ლურჯ ფორ­მებს, იო­გას ხა­ლი­ჩებს, ჩა­ის­თვის სა­ჭი­რო ჭირ­ჭელს, პას­ტას და ბლოკ­ნოტს. მათ ია­ტაკ­ზე სძი­ნავთ, ოთახ­ში მცი­რე ზო­მის ტუ­ა­ლე­ტია, არ არის სარ­კე.

ვახ­შმის მე­ნიუ პა­ტიმ­რე­ბის­თვის ორ­თქლზე მო­თუ­შუ­ლი ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი­სა და ბა­ნა­ნის შე­ი­კის­გან შედ­გე­ბა, სა­უზ­მის­თვის კი - ბრინ­ჯის ფა­ფით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან.

„ცი­ხის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნო ჯი-ჰი­ან­გი აცხა­დებს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გახ­სნის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო მისი ქმა­რი იყო, პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც ხში­რად კვი­რა­ში 100 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

„ერთხელ მი­თხრა, რომ თავს უკე­თე­სად იგ­რძნობ­და იზო­ლი­რე­ბულ სა­კან­ში 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე - სამ­სა­ხურ­ში. ასე გაჩ­ნდა იდეა,“ - ამ­ბობს ჯი-ჰი­ან­გი.

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­სა და დიდი სას­წავ­ლო მა­სა­ლის გამო სტუ­დენ­ტე­ბი და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად სტრე­სის ქვეშ არი­ან, მა­ღა­ლია სუ­ი­ცი­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც.

სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლებ­მა 2017 წელს, სა­შუ­ა­ლოდ, 2,024 სა­ა­თი იმუ­შა­ვეს, ნა­მუ­შე­ვა­რი დრო­ით მე­სა­მე ად­გილ­ზე არი­ან მექ­სი­კი­სა და კოს­ტა-რი­კას შემ­დეგ.

მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, ხალ­ხის და­საქ­მა­რებ­ლად გა­ე­ზარ­დათ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი 68-დან 52-მდე შე­ამ­ცი­რა.

„ცი­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სტუმ­რო­ბამ­დე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი.

„პა­ტიმ­რო­ბის“ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ციხე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კი არა, ის ცხოვ­რე­ბაა, რო­მელ­საც ჩვენ­გან წას­ვლის შემ­დეგ უბ­რუნ­დე­ბი­ან,“ - ამ­ბობს ნო.

ავტორი:

ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან

ციხე, სადაც ხალხი დასასვენებლად მიდის - სამხრეთ კორეელები სტრესს პატიმრობით იხსნიან

ადამიანების უმეტესობისთვის ციხე არის ადგილი, რომლიდანაც თავის დაღწევას ცდილობენ. სამხრეთ კორეელებისთვის კი შექმნილია სპეციალური „ციხე“, სადაც ყოველდღიური ცხოვრებისგან თავის შეფარება შეუძლიათ.

„ეს ციხე თავისუფლების განცდას მიქმნის,“ - ამბობს 28 წლის პარკ ჰაი-რი, რომელმაც ციხეში 24 საათის გასატარებლად 90 დოლარი გადაიხადა.

2013 წლის შემდეგ დაწესებულებამ, სახელწოდებით „ციხე ჩემში“ (Prison Inside Me) 2 ათასზე მეტ პატიმარს უმასპინძლა, მათი უმეტესობა ოფისებში მომუშავე და სტუდენტია.

„ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა. აქ არ უნდა ვიყო ახლა, რადგან უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, ცოტა ხნით შევჩერდე და დავისვენო,“ - აცხადებს პარკი, რომელიც 5 კვადრატული მეტრის მოცულობის საკანში ზის სტრესის დასაძლევად.

ციხის წესები მკაცრია. აკრძალულია სხვა პატიმრებთან საუბარი, აქ არც მობილური ტელეფონებია, არც - საათები. პატიმრებს აძლევენ ლურჯ ფორმებს, იოგას ხალიჩებს, ჩაისთვის საჭირო ჭირჭელს, პასტას და ბლოკნოტს. მათ იატაკზე სძინავთ, ოთახში მცირე ზომის ტუალეტია, არ არის სარკე.

ვახშმის მენიუ პატიმრებისთვის ორთქლზე მოთუშული ტკბილი კარტოფილისა და ბანანის შეიკისგან შედგება, საუზმისთვის კი - ბრინჯის ფაფით უმასპინძლდებიან.

„ციხის“ თანადამფუძნებელი ნო ჯი-ჰიანგი აცხადებს, რომ დაწესებულების გახსნისთვის შთაგონების წყარო მისი ქმარი იყო, პროკურორი, რომელიც ხშირად კვირაში 100 საათის განმავლობაში მუშაობდა.

„ერთხელ მითხრა, რომ თავს უკეთესად იგრძნობდა იზოლირებულ საკანში 1 კვირის განმავლობაში, ვიდრე - სამსახურში. ასე გაჩნდა იდეა,“ - ამბობს ჯი-ჰიანგი.

სამხრეთ კორეაში დაძაბული სამუშაოსა და დიდი სასწავლო მასალის გამო სტუდენტები და დასაქმებულები მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, მაღალია სუიციდის მაჩვენებელიც.

სამხრეთ კორეელებმა 2017 წელს, საშუალოდ, 2,024 საათი იმუშავეს, ნამუშევარი დროით მესამე ადგილზე არიან მექსიკისა და კოსტა-რიკას შემდეგ.

მთავრობამ გადაწყვიტა, ხალხის დასაქმარებლად გაეზარდათ მინიმალური ხელფასი და კვირის განმავლობაში სამუშაო საათები 68-დან 52-მდე შეამცირა.

„ციხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დაწესებულებაში სტუმრობამდე მომხმარებლები ხშირად სკეპტიკურად არიან განწყობილი.

„პატიმრობის“ დასრულების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ციხე დაწესებულება კი არა, ის ცხოვრებაა, რომელსაც ჩვენგან წასვლის შემდეგ უბრუნდებიან,“ - ამბობს ნო.

თაფლობის თვეში წყვილის საუნით სარგებლობის ნახვა ქუჩაში გამვლელებს შეეძლოთ - რა მოხდა სამხრეთ კორეის სასტუმროში

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა

მერკელის პანიკური რეაქცია, როდესაც აღმოაჩინა, რომ პირბადე არ ეკეთა - კურიოზი ბუნდესტაგში და კადრები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა