ავტორი:

"თვალი არ ჰქონდა გასწორებული მამისთვის..." - რას წერს მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის 20 წლის იუბილეზე

"თვალი არ ჰქონდა გასწორებული მამისთვის..." - რას წერს მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის 20 წლის იუბილეზე

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი "ფეისბუქის" პირად ვერდზე თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს და ამ წამს, მხიარული განწყობით თავის მე-19 დაბადების დღეს შეხვდა. უამრავი ოცნება ჰქონდა, მთავარი განათლება და თბილისში სამსახურის დაწყება იყო. იმსახურებდა განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს მთელს ხეობაში, უბანში თუ გარემოცვაში. მისი ხასიათის მოკრძალებულ და უაღრესად დადებით თვისებებზე ერთხმად საუბრობენ. არ დაიარება ქვეყანაზე ერთი ინდივიდი, ვისაც თემირლანის უკმეხი სიტყვა, თავხედობა ან აგრესია ახსოვდეს. საოცრად ზრდილი ახალგაზრდა, რომელსაც საკუთარი მამის თვალებში ჩახედვა ვერ გაებედა (არ გეგონოთ სიტყვას ვამეტებდე), თვალი არ ჰქონდა გასწორებული მისთვის, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებული მჭირდო კავშირი იყო დედა-შვილს შორის. თემირლანი, მალხაზ მაჩალიკაშვილის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი, ერთადერთი ძე, ღვთის მოშიში და უწესიერესი ახალგაზრდა, დღეს, 25 ნოემბერს, 20 წლის გახდებოდა... ზუსტად ერთი წლის წინ, ის ცოცხალი იყო, ცოცხალი და ბედნიერი...

ძალიან მიმძიმს დღევანდელი დღის გათენება. ვერაფერს ვეტყვი მშობლებს, მის დებს. გულწრფელად ვიტყვი და მცხვენია მათ წინაშე, რომ ვერ მოვახერხე სიმართლის დადგენა, თითქოს არაფერი გამიკეთებია და ფუჭად გაიარა ყველანაირმა ძალისხმევამ, ფაქტია, რომ არაა დასჯილი თემირლანის მკვლელი. განა ეს უნდა ჰქონდეს სანატრელი მის მშობლებს? რა ვთქვა, როდესაც ნაცვლად ნუგეშისა, ნაცვლად მათი დაიმედებისა, ჯერ კიდევ ორი დღის წინაც, პატივი და ღირსება აჰყარეს ოჯახს ახალი განცხადებებით. უთანასწორო და უღირსია ეს ორთაბრძოლა, მე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას ცალკე ათასგვარ ცილისწამებაზე, რომელიც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გავრცელდა მაღალჩინოსნების მიერ. ერთს ვიტყვი, ღმერთი დიდია და სამართლიანი! ყველა თანამდებობა დროებითი, ყველაფერი წარმავალი... მე მხოლოდ შეგახსენებთ, თემირლანი დღეს 20 წლის გახდებოდა და ეს ფრაზა, სიცოცხლის ბოლომდე გაგახსენებთ თავს".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს