პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე
"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე

მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი გახ­და.

ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი, ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი, გუგა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ნუცა თო­ფუ­რია და­უ­პი­რის­პირ­დნენ. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა ორ-ორი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, ერთი - ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან, ხოლო მე­ო­რე - ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს­თან ერ­თად.

გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი მუ­სი­კოს კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია. წელს გა­და­წყვი­ტა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექტ "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" ძა­ლე­ბი მო­ე­სინ­ჯა. პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ მას­თან, რო­გორც "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" კონ­კურ­სან­ტთან ჩა­წე­რა, ამ­ბობ­და რომ სიმ­ღე­რა, მუ­სი­კა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ახლა ფიქ­რობს, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­როს...

გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი:

- ჩემ­თვის ად­რეც უთ­ქვამთ, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­შინ სხვა ინ­ტე­რე­სი მქონ­და - ისე­თი არა­ფე­რი, ჩემი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა და მისი აწყო­ბა მინ­დო­და. მოკ­ლედ, ახლა დად­გა დრო, მუ­სი­კა­ში მე­ტად მოვძლი­ერ­დე. ამის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს.

- შენს წი­ნაპ­რებს, მუ­სი­კო­სებს - პა­პას და პა­პის ძმას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ?

- ომა­რი კლაპტ­რიშ­ვი­ლი პა­პა­ჩე­მის გე­რი­სოს ძმა იყო, ორი­ვე მუ­სი­კო­სე­ბი იყ­ვნენ, სა­ლა­მურ­ზე ორი­ვე უკ­რავ­და და ორი­ვე მღე­რო­და. პაპა ხა­ტავ­და, ლექ­სებს წერ­და და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იყო ჩაფ­ლუ­ლი. კავ­თის­ხევ­ში, სა­ი­და­ნაც ისი­ნი იყ­ვნენ, მათი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სახლ-მუ­ზე­უ­მია.

2 წლის ვი­ყა­ვი, როცა ომა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, პა­ტა­რას ხელ­ში ამიყ­ვა­ნა­და, მე­ფე­რე­ბო­და და მიმ­ღე­რო­და. პა­პა­ჩემ­თან კი დიდი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, 8 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მუ­სი­კა­ში სულ მა­მე­ცა­დი­ნებ­და, სიმ­ღე­რებს მას­წავ­ლი­და.

მოკ­ლედ, ჩემი ბავ­შვო­ბა მუ­სი­კით და­ი­წყო, პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა რაც პა­პამ მას­წავ­ლა, "მე­ნახ­ში­რე ბიჭი ვარ" იყო, მა­შინ 5 წლის ვი­ყა­ვი. იმის მერე სულ ვამ­ბობ­დი, - რა­ტომ ვაჩ­ვე­ნე, რომ სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლო-მეთ­ქი. მე­ცა­დი­ნე­ო­ბას სულ მა­ი­ძუ­ლებ­და. ცდი­ლობ­და, გვერ­დით ვყო­ლო­დი, რომ რა­ღაც ეს­წავ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ხე­ლი­დან ვუსხლტე­ბო­დი. სულ სა­თა­მა­შოდ გავ­რბო­დი. გიჟ­დე­ბო­და, რა­ტომ მი­კე­თებს ასეთ რა­ღა­ცებ­სო. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა ეტყო­ბა, გავ­ლე­ნა იქო­ნია და დღეს მუ­სი­კის გა­რე­შე აღარ შე­მიძ­ლია.

ფო­ტო­ზე: ძმე­ბი გე­რი­სო და ომარ კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლე­ბი

- ძი­რი­თა­დად რა ჟან­რის მუ­სი­კის მი­მართ გაქვს ინ­ტე­რე­სი?

- ძი­რი­თა­დად ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი. ხალ­ხურ­საც და სა­ერ­თოდ იმას, რაც მომ­წონს, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ. ერთი-ორი სა­ავ­ტო­როც ვცა­დე და იმას მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვმღე­რი. ვო­კალ­ში მყავ­და ერთი პე­და­გო­გი, დავ­დი­ო­დი მას­თან, მერე პა­უ­ზა მქონ­და... პე­და­გო­გი ახ­ლაც მყავს, რად­გა­ნაც ბო­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­დავ­წყვი­ტე ხმის­თვის მი­მე­ხე­და, და­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ვმღე­რი გარ­კვე­უ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის და ჯგუ­ფე­ბის­თვის ქა­ლა­ქურ სიმ­ღე­რებს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, ფა­ნოღს.

- მუ­სი­კის გარ­და რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- მან­ქა­ნე­ბი მი­ტა­ცებს, ყვე­ლა­ზე დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი მო­აქვს. ბიზ­ნე­სი მომ­წონს და ზო­გა­დად მინ­და, რომ ამ მი­მა­რუ­ლე­ბით რა­ღაც ჩემი საქ­მე მქონ­დეს, რაც უნდა გა­ვა­კე­თო, ასე მგო­ნია, რომ ამ სფე­როს­კენ მა­ინც გა­და­ვიხ­რე­ბი. სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ტა­ცებს.

- რა­ტომ მიხ­ვე­დი "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში"?

- წინა სე­ზო­ნის "მხო­ლოდ ქარ­თულს" ვუ­ყუ­რებ­დი. ზო­გა­დად, ხომ ვამ­ბობ, ქარ­თულ სიმ­ღე­რა ჩემი სტი­ლია და მინ­დო­და, ეს ხმა­მაღ­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. სურ­ვი­ლი მქონ­და, ჩემ­თვის მო­ეს­მი­ნათ, თავი გა­მო­მე­ცა­და. ამი­ტომ, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის, რო­გო­რიც "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლია", სხვა კონ­კურ­სი არ ყო­ფი­ლა. ასე რომ, ტყუ­ი­ლა არ მო­მე­წო­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დის, რო­გორ უნდა მი­დი­ო­დეს.

პირ­ველ რიგ­ში რისი სურ­ვი­ლიც მაქვს, კონ­კურ­სში სა­დამ­დეც ვიქ­ნე­ბი და ჩემი ნამ­ღე­რი ვი­დე­ოს სა­ხით დარ­ჩე­ბა, იყოს ჩემი ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი. უხა­რის­ხო­ბა მი­ნი­მუმ­ზე უნდა და­ვიყ­ვა­ნო. მერე კი თუ ყვე­ლა­ფერს ისე ვიმ­ღე­რებ, რო­გორც სა­ჭი­როა, შე­საძ­ლოა, სხვა სურ­ვი­ლე­ბი გა­მიჩ­ნდეს, ოღონდ, ამის შე­სა­ხებ ახლა არა­ფე­რი ვიცი.

არ მიყ­ვარს ჩემ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მო­მი­წევს ამის თქმა. ვთვლი, რომ გულ­წრფე­ლი ვარ, რო­გორც ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან, არ მიყ­ვარს სი­ყალ­ბე. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს სიმ­ღე­რა­შიც, მაქ­სი­მუ­მის მი­საღ­წე­ვად თავს არ დავ­ზო­გავ, ენერ­გი­ას ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯავ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- სიყ­ვა­რულს ვე­ლო­დე­ბი. ვინ­მე ლა­მა­ზი თუ გა­მოჩ­ნდე­ბა, მი­ვი­ღებ. შეყ­ვა­რე­ბულ­ში სხვა რა­მეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სი­ლა­მა­ზე - მა­ინც გა­დამ­წყვე­ტი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე

"სიყვარულს ველოდები, სილამაზე გადამწყვეტია" - "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სიმღერაზე, პირადზე და ცნობილ წინაპრებზე

მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.

ფინალში ერთმანეთს გიორგი კელაპტრიშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, გუგა მარგველაშვილი და ნუცა თოფურია დაუპირისპირდნენ. თითოეულმა მათგანმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა, ერთი - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, ხოლო მეორე - ზვიად ბოლქვაძესთან ერთად.

გიორგი კელაპტრიშვილი მუსიკოს კელაპტრიშვილების შთამომავალია. წელს გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2"-ის პროექტ "მხოლოდ ქართულში" ძალები მოესინჯა. პირველ ინტერვიუში, რომელიც AMBEBI.GE-მ მასთან, როგორც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტთან ჩაწერა, ამბობდა რომ სიმღერა, მუსიკა მისთვის ყველაფერია. ახლა ფიქრობს, კონსერვატორიაში ჩააბაროს...

გიორგი კელაპტრიშვილი:

- ჩემთვის ადრეც უთქვამთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ სხვა ინტერესი მქონდა - ისეთი არაფერი, ჩემი ბიზნესის კეთება და მისი აწყობა მინდოდა. მოკლედ, ახლა დადგა დრო, მუსიკაში მეტად მოვძლიერდე. ამის დიდი სურვილი მაქვს.

- შენს წინაპრებს, მუსიკოსებს - პაპას და პაპის ძმას როგორ გაიხსენებ?

- ომარი კლაპტრიშვილი პაპაჩემის გერისოს ძმა იყო, ორივე მუსიკოსები იყვნენ, სალამურზე ორივე უკრავდა და ორივე მღეროდა. პაპა ხატავდა, ლექსებს წერდა და ხელოვნებაში თავიდან ბოლომდე იყო ჩაფლული. კავთისხევში, საიდანაც ისინი იყვნენ, მათი საინტერესო ცხოვრების ამსახველი სახლ-მუზეუმია.

2 წლის ვიყავი, როცა ომარი გარდაიცვალა. როგორც მეუბნებიან, პატარას ხელში ამიყვანადა, მეფერებოდა და მიმღეროდა. პაპაჩემთან კი დიდი ურთიერთობა მქონდა, 8 წლის წინ გარდაიცვალა. მუსიკაში სულ მამეცადინებდა, სიმღერებს მასწავლიდა.

მოკლედ, ჩემი ბავშვობა მუსიკით დაიწყო, პირველი სიმღერა რაც პაპამ მასწავლა, "მენახშირე ბიჭი ვარ" იყო, მაშინ 5 წლის ვიყავი. იმის მერე სულ ვამბობდი, - რატომ ვაჩვენე, რომ სიმღერა შემეძლო-მეთქი. მეცადინეობას სულ მაიძულებდა. ცდილობდა, გვერდით ვყოლოდი, რომ რაღაც ესწავლებინა, მაგრამ ხელიდან ვუსხლტებოდი. სულ სათამაშოდ გავრბოდი. გიჟდებოდა, რატომ მიკეთებს ასეთ რაღაცებსო. თუმცა ამ ყველაფერმა ეტყობა, გავლენა იქონია და დღეს მუსიკის გარეშე აღარ შემიძლია.

ფოტოზე: ძმები გერისო და ომარ კელაპტრიშვილები

- ძირითადად რა ჟანრის მუსიკის მიმართ გაქვს ინტერესი?

- ძირითადად ქართულ სიმღერებს ვმღერი. ხალხურსაც და საერთოდ იმას, რაც მომწონს, გიტარაზე ვუკრავ. ერთი-ორი საავტოროც ვცადე და იმას მეგობრების წრეში ვმღერი. ვოკალში მყავდა ერთი პედაგოგი, დავდიოდი მასთან, მერე პაუზა მქონდა... პედაგოგი ახლაც მყავს, რადგანაც ბოლოს სერიოზულად გადავწყვიტე ხმისთვის მიმეხედა, დამემუშავებინა. ვმღერი გარკვეული აუდიტორიისთვის და ჯგუფებისთვის ქალაქურ სიმღერებს და არავითარ შემთხვევაში, ფანოღს.

- მუსიკის გარდა რა გატაცებები გაქვს?

- მანქანები მიტაცებს, ყველაზე დიდი ადრენალინი მოაქვს. ბიზნესი მომწონს და ზოგადად მინდა, რომ ამ მიმარულებით რაღაც ჩემი საქმე მქონდეს, რაც უნდა გავაკეთო, ასე მგონია, რომ ამ სფეროსკენ მაინც გადავიხრები. სერიოზულად მიტაცებს.

- რატომ მიხვედი "მხოლოდ ქართულში"?

- წინა სეზონის "მხოლოდ ქართულს" ვუყურებდი. ზოგადად, ხომ ვამბობ, ქართულ სიმღერა ჩემი სტილია და მინდოდა, ეს ხმამაღლა, სერიოზულად დამეფიქსირებინა. სურვილი მქონდა, ჩემთვის მოესმინათ, თავი გამომეცადა. ამიტომ, ისეთი საინტერესო ჩემთვის, როგორიც "მხოლოდ ქართულია", სხვა კონკურსი არ ყოფილა. ასე რომ, ტყუილა არ მომეწონა, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორ უნდა მიდიოდეს.

პირველ რიგში რისი სურვილიც მაქვს, კონკურსში სადამდეც ვიქნები და ჩემი ნამღერი ვიდეოს სახით დარჩება, იყოს ჩემი ხარისხიანი ნამუშევარი. უხარისხობა მინიმუმზე უნდა დავიყვანო. მერე კი თუ ყველაფერს ისე ვიმღერებ, როგორც საჭიროა, შესაძლოა, სხვა სურვილები გამიჩნდეს, ოღონდ, ამის შესახებ ახლა არაფერი ვიცი.

არ მიყვარს ჩემზე ლაპარაკი, მაგრამ მომიწევს ამის თქმა. ვთვლი, რომ გულწრფელი ვარ, როგორც ზოგადად ურთიერთობებში, ასევე ნებისმიერ ადამიანთან, არ მიყვარს სიყალბე. ჩემი დამოკიდებულება მაქვს სიმღერაშიც, მაქსიმუმის მისაღწევად თავს არ დავზოგავ, ენერგიას ბოლომდე დავხარჯავ.

- შეყვარებული არ ხარ?

- სიყვარულს ველოდები. ვინმე ლამაზი თუ გამოჩნდება, მივიღებ. შეყვარებულში სხვა რამეც მნიშვნელოვანია, მაგრამ სილამაზე - მაინც გადამწყვეტი.

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!