პარიზში, შანზ-ელიზეზე, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები კონკორდის მოედანს მიუახლოვდნენ და სახელმწიფო უწყებებთან მისვლას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ სოციალურ ქსელებში შეიქმნა. ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეები ავტომაგისტრალების ბლოკირებას ახდენენ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასი 10-15%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელი კი 24%-ით. 1 ლიტრი საწვავის ფასი 1,6-1,7 ევროს აღემატება. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა საფრანგეთის მთავრობისგან ასევე მოითხოვს საწვავზე გადასახადების შემცირებას.