პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი
თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი

ბა­თუმ­ში, წუ­ხელ, სა­მო­რი­ნე "პრინ­ცე­სა­ში" ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ლ.უ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 24 ნო­ემ­ბერს, ღა­მით, ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა უზ­ბე­კე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ზ.-ს და 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე დაჭ­რი­ლი კი მკურ­ნა­ლო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს. პო­ლი­ცი­ამ ლ.უ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ცხე­და­რი ბა­თუ­მის პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე დაჭ­რილ ქალს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ქალ­ბა­ტო­ნებს მა­მა­კა­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "უც­ბათ შე­მო­ვარ­და კაცი, ერთს გა­უ­ყა­რა დანა მუ­ცელ­ში" - რას ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­მო­რი­ნე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რას შე­ეს­წრო

"ად­გილ­ზე მი­სულ ექი­მებს დახ­ვდათ ორი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი დაჭ­რი­ლი. ერთ-ერთს გუ­ლის არე­ში ჰქონ­და ღრმა ჭრი­ლო­ბა და კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ის გა­და­იყ­ვა­ნეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მე­ო­რე ქალ­ბა­ტონს ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და შუბ­ლის, იდაყ­ვის, წი­ნამ­ხრი­სა და ბარ­ძა­ყის არე­ში. ეს პა­ცი­ენ­ტიც გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - აცხა­დებს სას­წრა­ფოს ექი­მი.

რო­გორც სა­მო­რი­ნეს იუ­რის­ტმა კა­ხა­ბერ წე­რე­თელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მო­რი­ნეს ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ღე­ბუ­ლი. მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე სა­მო­რი­ნეს დაც­ვის წევ­რებ­მა და­ა­კა­ვეს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცენ.

კა­ხა­ბერ წე­რე­თე­ლი ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ პი­რად მო­ტივს უკავ­შირ­დე­ბა.

"დე­ტა­ლებს ვერ მო­გახ­სე­მებთ. გუ­შინ ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და შემ­თხვე­ვა. უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქეს ცივი ია­რა­ღით მა­მა­კაც­მა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სას­ტუმ­როს დაც­ვის წევ­რებ­მა და­ა­კა­ვეს და პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცეს. რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ სა­კითხს, რო­გო­რი­აა ცივი ია­რა­ღის სას­ტუმ­რო­ში შე­ტა­ნა, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. სა­მო­რი­ნეს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას გა­და­ე­ცა. მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ პი­რად მო­ტივს უკავ­შირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ წე­რე­თელ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუმ­ში, სა­მო­რი­ნე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა - ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცია

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი

თურქმა მამაკაცმა უზბეკი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - რას ჰყვება სამორინე "პრინცესას" იურისტი

ბათუმში, წუხელ, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

იხილეთ ვიდეო: "უცბათ შემოვარდა კაცი, ერთს გაუყარა დანა მუცელში" - რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც ბათუმის სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრას შეესწრო

"ადგილზე მისულ ექიმებს დახვდათ ორი ახალგაზრდა ქალბატონი დაჭრილი. ერთ-ერთს გულის არეში ჰქონდა ღრმა ჭრილობა და კრიტიკული მდგომარეობით ის გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მეორე ქალბატონს ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა შუბლის, იდაყვის, წინამხრისა და ბარძაყის არეში. ეს პაციენტიც გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში", - აცხადებს სასწრაფოს ექიმი.

როგორც სამორინეს იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამორინეს ვიდეო ჩანაწერები ამოღებული. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე სამორინეს დაცვის წევრებმა დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცენ.

კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება.

"დეტალებს ვერ მოგახსემებთ. გუშინ ღამის საათებში მოხდა შემთხვევა. უზბეკეთის მოქალაქეს ცივი იარაღით მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სასტუმროს დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიაა ცივი იარაღის სასტუმროში შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს. სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ინფორმაცია, კამერების ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა. მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება", - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო: რას უკავშირდება ბათუმში, სამორინეში მომხდარი მკვლელობა - ადვოკატის ინფორმაცია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს