ავტორი:

"ძალიან ღირსეული ბიჭები დავკარგეთ" - "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

"ძალიან ღირსეული ბიჭები დავკარგეთ" - "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

ბათუმში სასტუმრო „ველმონდში", ყოფილ „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი შესრულდა. სასტუმროში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად მოქალაქეები მივიდნენ და სანთლები დაანთეს. სასტუმროსთან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. შეკრებილებმა ერთი წლის წინ, სასტუმროში მომხდარი ფაქტი გაიხსენეს.

„შარშან, 24 ნოემბერს არამხოლოდ ჩემთვის, საქართველოსთვის იყო ძალიან მტკივნეული დღე. ვფიქრობ ერთი წლის თავზე ეს ტკივილი ისევ უნდა ახსოვდეს ქართველ ხალხს. ძალიან ღირსეული ბიჭები დავკარგეთ. რამდენიმე მათგანი ჩემი მეგობარი იყო. მოვედი მათი ხსოვნის ნიშნად. მახსოვს ის მტკივნეული დღე, როდესაც გადაუჭრელმა, მოუგვარებელმა პრობლემებმა ისმხვერპლა 11 ადამიანის სიცოცხლე,"- განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.

გასულ წელს სასტუმრო "ველმონდში", ყოფილ ლეოგრანდში, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ირანის მოქალაქე იყო, 20-მდე პირი კი დაშავდა.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი