საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, ერთმანეთი გვძულს ქართველებს" - გელა ბაბლუანი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომებზე
"პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, ერთმანეთი გვძულს ქართველებს" - გელა ბაბლუანი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომებზე

რე­ჟი­სო­რი გეგ­ლა ბაბ­ლუ­ა­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას აფა­სებს:

"მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, არა­სო­დეს მი­ფიქ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩარ­თვა და აქ­ტი­უ­რი კა­მა­თი, თავს ვი­კა­ვებ­დი ყო­ველ­გვა­რი კო­მენ­ტა­რი­სა­გან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალს მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს. ამ­დე­ნი ზი­ზღი, ცი­ლის­წა­მე­ბა, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე მო­ღა­ლა­ტის ძა­ხი­ლი, დე­ფი­ცი­ტი ყო­ველ­გვა­რი მო­რა­ლუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი ღირ­სე­ბის... რო­მე­ლი ოკუ­პან­ტი მო­ა­ხერ­ხებ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე და­ყო­ფას, ამ­დე­ნი შხა­მი­სა და და­უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვას?პატ­რი­ო­ტიზ­მით აღ­ჭურ­ვი­ლი ნიღ­ბე­ბის მიღ­მა, რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ძა­ლა­დო­ბა­ზე მე­ტად, ერ­თმა­ნე­თი გვძულს ქარ­თვე­ლებს, ეს სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბაა. თუმ­ცა, ამ სი­ძულ­ვი­ლით დატ­ბო­რილ ფუნ­და­მენტზე გვინ­და ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა. წარ­სუ­ლის არას­წორ­მა თუ არარ­სე­ბულ­მა ანა­ლიზ­მმა მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე.

შეგ­ვწევს კი ობი­ექ­ტუ­რი ანა­ლი­ზის უნა­რი? რათა აღარ და­ვუშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ხვა­ლინ­დე­ლი დღი­სათ­ვის? თუ ვე­ძა­ხოთ ერ­თმა­ნეთს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და ყო­ველ­გვა­რი გარე ძა­ლე­ბის ჩა­უ­რევ­ლად მო­ვუ­ღოთ ბოლო ჩვენს ქვე­ყა­ნას და და­ვაბ­რა­ლოთ მერე სა­კუ­თა­რი უგუ­ნუ­რე­ბა სხვას.

გუ­შინ­დე­ლი დღის სწო­რად ანა­ლი­ზი არის ნა­ბი­ჯი პერ­სპექ­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­კენ, ტო­ლე­რან­რო­ბა კი ერ­თა­დერ­თი გზა ძა­ლა­დო­ბის ასა­რი­დებ­ლად.

არის თუ არა ზაზა სა­რა­ლი­ძე პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი? ან პო­ლი­ტი­კუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი? ეს არის მე­ა­თე ხა­რის­ხო­ვა­ნი იმ უბე­დუ­რე­ბის ფონ­ზე რაც მან შვი­ლის სიკ­ვდი­ლით გა­ნი­ცა­და. არ ღირს არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იმა­ზე მეტი რა­საც სა­მარ­თა­ლი ჰქვია. მე არ მჯე­რა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გულთმის­ნო­ბის ზა­ზას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რო­მელ­მაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი წა­მე­ბით მოკ­ლა, რო­გორც არ მჯე­რა ამ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ თა­ვად არ კლავს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვერ მო­ა­ხერ­ხა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სრუ­ლი აღ­დგე­ნა. სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია იყოს კა­ნო­ნის დამ­ცვე­ლი, გა­რან­ტო­რი, ნე­ბის­მი­ე­რი მშობ­ლის, ადა­მი­ა­ნის, მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე. ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ უნდა გა­ურ­ბო­დეს არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი. კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგონ პა­სუ­ხი დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა, ამას ითხო­ვენ შვილ­მოკ­ლუ­ლი მა­მე­ბი და მათი მო­თხოვ­ნა უნდა ას­რულ­დეს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­კა­მა­თო სა­გა­ნი და იქ­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი ყორ­ნე­ბის სა­ჯიჯგნ ლე­შად.

ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლიც სას­ტი­კად ძა­ლა­დობ­და სა­კუ­თა­რი ხალ­ხზე, ის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი რომ­ლე­ბიც არ გა­მო­სუ­ლან სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დის გვერ­დზე და­სად­გო­მად, დღეს მათ მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სა­რა­ლი­ძის ტკი­ვი­ლი არა­რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­დოს­ნუ­რი გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა. ის ვინც ამ მა­მე­ბის უბე­დუ­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ას ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი სუ­ლის სი­მა­ხინ­ჯეს კი­დევ ერთხელ ააშ­კა­რა­ვებს, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ მა­მე­ბის იგ­ნო­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი სოვ­დაგ­რე­ბის მდა­ბი­ო­ე­ბას არ უნდა უტოლ­დე­ბო­დეს.კა­მა­თი ომის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცვლი­ის ჩვენს რე­ა­ლო­ბას? აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად გა­ვარ­კვი­ოთ და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ეს ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა რომ­ლის წი­ნა­შეც დგას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

„სხვი­სი შენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და აგ­რე­სია შე­იძ­ლე­ბა შენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ შენს რე­აქ­ცი­ა­სა და პა­სუხზე უკვე შენ ხარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიო“... ეს ეხე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს და ათ­მა­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა პრი­ვი­ლე­გია, ნა­მოქ­მე­დარ­ზე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის.

რუზ­ველ­ტი ამ­ბობ­და: უნი­ა­თო­ე­ბი ეძე­ბენ თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბელ მი­ზე­ზებს, გმი­რე­ბი კი გა­მო­სა­ვალს პო­უ­ლო­ბე­ნო. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი თქვენ­თა­გა­ნი არ იყოს პი­რა­დი სიმ­პა­ტი­ე­ბით გან­წყო­ბი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ, მაგ­რამ ვთვლი, რომ მას უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა.

ქარ­თვე­ლებ­მა უნდა დავძლი­ოთ ერ­თმა­ნე­თის სი­ძულ­ვი­ლი და ვი­პო­ვოთ გა­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯერ გა­და­სარ­ჩე­ნად შემ­დეგ კი ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა შეკ­რუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­თა გუნ­დი, ახა­ლი მუხ­ტი, ახალ­გაზ­რდუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კა­ში.

რო­დე­საც მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლოს ედგა უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი, რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ შეს­ვლა ეს არ იყო სურ­ვი­ლი რუ­სე­თის მო­ნო­ბის, არა­მედ არ­ჩე­ვა­ნი ცუდ­სა და უა­რეს შო­რის ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის თვალ­საზ­რი­სით. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ სა­კუ­თა­რი შვი­ლი გა­წი­რა სქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. იმ სა­ე­რო პი­რე­ბის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ვაჟ­კა­ცო­ბა ამოქ­მე­დებ­დათ. ისი­ნი ღე­ბუ­ლობ­დნენ ქვეყ­ნი­სათ­ვის „სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს„ და არ მოქ­მე­დებ­დნენ პი­რად ამ­ბი­ცი­ებ­სა თუ სურ­ვი­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ამ­ბი­ცი­ე­ბით ქმე­დე­ბა რო­მე­ლიც შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა არის დამ­ღუპ­ვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლი­ტი­კა­ში.სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ძალა და არა რა­დი­კა­ლუ­რად შავ პი­არ­ზე აგე­ბუ­ლი ცე­ცხლზე ნავ­თის დამ­სხმე­ლი მე­დია. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­დია ობი­ექ­ტუ­რად უნდა ცდი­ლობ­დეს ერის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და არა მის კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფას, ჩვე­ნი და­ყო­ფა ეს მტრის სურ­ვი­ლია. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია არ უნდა ნიშ­ნავ­დეს თა­ვი­სუფ­ლად ცი­ლის­წა­მე­ბას.

ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ქარ­თველს გა­ი­მე­ტებს, არ და­ზო­გავს, მის­თვის მთა­ვა­რი ვერ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, ვერც ქარ­თვე­ლო­ბა, ეს აქ­სი­ო­მაა. უზ­ნე­ო­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად არ­სე­ბობს ორი გზა, გავ­ხდეთ უფრო უზ­ნეო ვიდ­რე ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ან მოთ­მი­ნე­ბით და გო­ნე­ბა­გამ­ჭრი­ა­ხო­ბით ვძლი­ოთ ის. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში, პირ­ველ გვერ­დზე უდევს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სუ­რა­თი, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ილი­ას ცი­ტა­ტით... სი­კე­თით სძლიე შენს მტერ­სა, ერი­დე სის­ხლით ზღვე­ვა­სა, სულ­გრძე­ლო­ბი­თა ძლე­ვა სჯობს სი­ბო­რო­ტი­თა ძლე­ვა­სა“ არ მეს­მის იგი­ვე ადა­მი­ა­ნი რო­გორ ახერ­ხებს კო­მენ­ტა­რებ­ში მო­უ­წო­დოს, ჩა­ქო­ლონ, დახ­ვრი­ტონ, ჩა­ა­ძაღ­ლონ - მისი ასევთქვათ პო­ლი­ტი­კუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ჩვენ ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ქარ­თვე­ლო­ბას, რო­მელ­ზეც ასე ვდებთ თავს და რისი სა­ხე­ლი­თაც ვიბ­რძვით.მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს არც ერთი მა­გა­ლი­თი, რომ ფა­ნა­ტიზმსა და რა­დი­კა­ლურ და­უნ­დობ­ლო­ბას, რო­მე­ლი­მე ერი გა­მარ­ჯვე­ბის და ნა­თე­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნოს.

მი­ლი­ონ­ზე მეტი ემიგ­რან­ტია ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად გა­დახ­ვე­წი­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ნუ ავიგ­დებთ მას­ხრად ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის „ქარ­თულს“. ჩემს შვილს გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ანს, რო­მელ­საც დედა ჰყავს ამე­რი­კე­ლი და ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში, აქვს ინ­გლი­სუ­რი აქ­ცენ­ტი როცა ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობს. აგ­რეთ­ვე, ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი, დის­შვი­ლე­ბი და ბევ­რი ჩემი ემიგ­რან­ტი მე­გობ­რის შვი­ლი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად. ვი­საც სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მო­უც­დია და არ იცის რის ფა­სად უჯ­დე­ბა ემიგ­რანტ ქარ­თველ მშობლს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის მშობ­ლი­უ­რი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ვთხოვთ თავი შე­ი­კა­ვონ ცი­ნიზ­მი­სა­გან. უნდა ვა­მა­ყობ­დეთ და ვამ­ხნე­ვებ­დეთ ქარ­თვე­ლებს რომ­ლე­ბიც აღი­ზარ­დნენ უცხო ენა­ზე, უცხო კულ­ტუ­რა­ში, მაგ­რამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ქარ­თვე­ლო­ბა და ქარ­თუ­ლი ენა. რო­დე­საც არა­ფერს ვზო­გავთ იმი­სათ­ვის, რომ შვი­ლებს ჩა­ვუ­ნერ­გოთ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ვას­წავ­ლოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია. ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა და ამ ყვე­ლაფ­რის მერე მათ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცენ­ტის გამო დას­ცი­ნე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მშობ­ლის დამ­ცი­რე­ბა და ქარ­თვე­ლო­ბის შე­უ­რა­ცყო­ფა.

ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­სას ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის წინსვლი­სათ­ვის, მო­ი­შო­რა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო, ჩა­ა­ტა­რა უამ­რა­ვი რე­ფორ­მა, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, მრა­ვალ სფე­რო­ში შე­მო­ი­ტა­ნა დი­ნა­მი­კა... მაგ­რამ მან როცა სა­კუ­თა­რი და­დე­ბი­თი ქმე­დე­ბის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია, იწყო უკუს­ვლა. ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­თელ­ვით იქცა დიქ­ტა­ტო­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ, სა­დაც მე­ფობ­და ტე­რო­რი, კა­ცის კვლა და უსა­მარ­თლო­ბა. არა­მო­რა­ლუ­რია მო­ი­აზ­რე­ბო­დეს იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა რო­მე­ლიც თა­ვად აღი­ა­რებს რომ ჩა­დი­ო­და იმა­ვე ქმე­დე­ბებს, რა­საც ოკუ­პან­ტი. ანუ თა­ვად ეწე­ო­და ოკუ­პა­ცი­ას და სახ­ლებს არ­თმევ­და სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას (რაც უა­რე­სია ოკუ­პან­ტის ქმე­დე­ბა­ზე). არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი არ ღირს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სის­ხლის ფა­სად. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ამ რე­ჟი­მის და­სამ­ხო­ბად და ეს არის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში აღარ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ნა­დი­რო­ბა, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რე­კე­ტი და არის აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მრა­ვა­ლი და­პი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა შორ­დე­ბო­დეს, ხალ­ხის ტკი­ვი­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თუ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­თა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არ არის მა­შინ ისი­ნი ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს ვერ მო­უ­ტა­ნენ. კარ­და­კარ უნდა ია­რონ არა მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის მე­რეც, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა ში­ო­დეს და წყუ­რო­დეს არ­ცერთ ადა­მი­ანს.

გა­ნათ­ლე­ბა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, სწო­რი დიპ­ლო­მა­ტია - იმე­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის, ჯან­მრთე­ლი პო­ლი­ტი­კა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა კი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის.

ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ და­უშ­ვა არა­ერ­თი შეც­დო­მა, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ხარ­ჯზე, მაგ­რამ იმას რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ქმე­დე­ბა­თა შავი სია ჰქვია ვე­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს.

ამ­დე­ნი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ი­სა თუ კან­დი­და­ტის მხარ­დამ­ჭერ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფონ­ზე, მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლა ქარ­თველს, არა დამ­ყო­ფი, არა­მედ გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა­ში ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დი­ა­ლუ­რი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა, ერ­თმა­ნე­თის მი­ტე­ვე­ბით და ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ნუ და­ვა­ყე­ნებთ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს იმა­ზე მაღ­ლა რა­საც ქარ­თვე­ლო­ბა ჰქვია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, ერთმანეთი გვძულს ქართველებს" - გელა ბაბლუანი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომებზე

"პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, ერთმანეთი გვძულს ქართველებს" - გელა ბაბლუანი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიუტევებელ შეცდომებზე

რეჟისორი გეგლა ბაბლუანი წინასაარჩევნო პროცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას აფასებს:

"მოგესალმებით მეგობრებო, არასოდეს მიფიქრია სოციალურ ქსელებში ჩართვა და აქტიური კამათი, თავს ვიკავებდი ყოველგვარი კომენტარისაგან მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვადევნებ თვალს მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ამდენი ზიზღი, ცილისწამება, ყოველ ნაბიჯზე მოღალატის ძახილი, დეფიციტი ყოველგვარი მორალური და ზნეობრივი ღირსების... რომელი ოკუპანტი მოახერხებდა ქართული საზოგადოების ასე დაყოფას, ამდენი შხამისა და დაუნდობლობის დათესვას?პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, რუსული პოლიტიკის ძალადობაზე მეტად, ერთმანეთი გვძულს ქართველებს, ეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა. თუმცა, ამ სიძულვილით დატბორილ ფუნდამენტზე გვინდა ქვეყნის აშენება. წარსულის არასწორმა თუ არარსებულმა ანალიზმმა მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.

შეგვწევს კი ობიექტური ანალიზის უნარი? რათა აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები და ჩამოვყალიბდეთ კონსტრუქციული ხვალინდელი დღისათვის? თუ ვეძახოთ ერთმანეთს მოღალატეები და ყოველგვარი გარე ძალების ჩაურევლად მოვუღოთ ბოლო ჩვენს ქვეყანას და დავაბრალოთ მერე საკუთარი უგუნურება სხვას.

გუშინდელი დღის სწორად ანალიზი არის ნაბიჯი პერსპექტიული მომავლისკენ, ტოლერანრობა კი ერთადერთი გზა ძალადობის ასარიდებლად.

არის თუ არა ზაზა სარალიძე პოლიტიკური მანიპულაციის მსხვერპლი? ან პოლიტიკურად ორიენტირებული? ეს არის მეათე ხარისხოვანი იმ უბედურების ფონზე რაც მან შვილის სიკვდილით განიცადა. არ ღირს არცერთი პოლიტიკური პარტია იმაზე მეტი რასაც სამართალი ჰქვია. მე არ მჯერა იმ პოლიტიკური ძალის გულთმისნობის ზაზასთან მიმართებაში რომელმაც სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლა, როგორც არ მჯერა ამ სახელმწიფო სისტემის სრულყოფილების რომელმაც მიუხედავად იმისა რომ თავად არ კლავს თავის მოქალაქეებს, ვერ მოახერხა კანონის უზენაესობა და სამართლიანობის სრული აღდგენა. სახელმწიფო ვალდებულია იყოს კანონის დამცველი, გარანტორი, ნებისმიერი მშობლის, ადამიანის, მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაურბოდეს არსებული სამართალდამცავი სტრუქტურები. კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა, ამას ითხოვენ შვილმოკლული მამები და მათი მოთხოვნა უნდა ასრულდეს. ეს არ შეიძლება გახდეს საკამათო საგანი და იქცეს პოლიტიკური ყორნების საჯიჯგნ ლეშად.

ის ხელისუფლება, რომლიც სასტიკად ძალადობდა საკუთარი ხალხზე, ის ტელევიზიები რომლებიც არ გამოსულან სანდრო გირგვლიანის დედის გვერდზე დასადგომად, დღეს მათ მიერ გაზიარებული სარალიძის ტკივილი არარეალურად მიმაჩნია როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯადოსნური გაქრისტიანება. ის ვინც ამ მამების უბედურებით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობს, საკუთარი სულის სიმახინჯეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს, მაგრამ ხელისუფლება ამ მამების იგნორით, პოლიტიკური სოვდაგრების მდაბიოებას არ უნდა უტოლდებოდეს.კამათი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ცვლიის ჩვენს რეალობას? აუცილებელია სწორად გავარკვიოთ და გავაანალიზოთ ეს ტრაგიკული ისტორიული მოვლენა რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

„სხვისი შენდამი დამოკიდებულება და აგრესია შეიძლება შენგან დამოუკიდებლად ხდებოდეს, მაგრამ შენს რეაქციასა და პასუხზე უკვე შენ ხარ პასუხისმგებელიო“... ეს ეხება ყველა ადამიანს და ათმაგად ხელისუფლებაში მყოფთ. ხელისუფლება არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, ნამოქმედარზე უპასუხისმგებლობის.

რუზველტი ამბობდა: უნიათოები ეძებენ თავის გასამართლებელ მიზეზებს, გმირები კი გამოსავალს პოულობენო. შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი არ იყოს პირადი სიმპატიებით განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ვთვლი, რომ მას უნდა მიეცეს საშუალება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს მისი მრავალწლიანი გამოცდილება.

ქართველებმა უნდა დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი და ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი ქვეყნის ჯერ გადასარჩენად შემდეგ კი ასაღორძინებლად. ქვეყანას სჭირდება შეკრული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა გუნდი, ახალი მუხტი, ახალგაზრდული ძალა, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს თანამედროვე პოლიტიკაში.

როდესაც მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოს ედგა უმძიმესი პერიოდი, რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა ეს არ იყო სურვილი რუსეთის მონობის, არამედ არჩევანი ცუდსა და უარეს შორის ქვეყნის გადარჩენის თვალსაზრისით. გიორგი სააკაძემ საკუთარი შვილი გაწირა სქართველოს კეთილდღეობისთვის. იმ საერო პირების სამშობლოს სიყვარული და ვაჟკაცობა ამოქმედებდათ. ისინი ღებულობდნენ ქვეყნისათვის „საჭირო გადაწყვეტილებებს„ და არ მოქმედებდნენ პირად ამბიციებსა თუ სურვილებზე დაყრდნობით. ამბიციებით ქმედება რომელიც შენს შესაძლებლობებს აღემატება არის დამღუპველი, განსაკუთრებით პოლიტიკაში.საქართველოს სჭირდება გამაერთიანებელი ძალა და არა რადიკალურად შავ პიარზე აგებული ცეცხლზე ნავთის დამსხმელი მედია. პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად მედია ობიექტურად უნდა ცდილობდეს ერის გაერთიანებას და არა მის კატეგორიებად დაყოფას, ჩვენი დაყოფა ეს მტრის სურვილია. თავისუფალი მედია არ უნდა ნიშნავდეს თავისუფლად ცილისწამებას.

ქართველი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო, ქართველს გაიმეტებს, არ დაზოგავს, მისთვის მთავარი ვერ იქნება საქართველოს მომავალი, ვერც ქართველობა, ეს აქსიომაა. უზნეობის დასამარცხებლად არსებობს ორი გზა, გავხდეთ უფრო უზნეო ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე ან მოთმინებით და გონებაგამჭრიახობით ვძლიოთ ის. ადამიანი, რომელსაც სოციალური ქსელში, პირველ გვერდზე უდევს ილია ჭავჭავაძის სურათი, გაფორმებული ცნობილი ილიას ციტატით... სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელობითა ძლევა სჯობს სიბოროტითა ძლევასა“ არ მესმის იგივე ადამიანი როგორ ახერხებს კომენტარებში მოუწოდოს, ჩაქოლონ, დახვრიტონ, ჩააძაღლონ - მისი ასევთქვათ პოლიტიკურად საწინააღმდეგო აზრის მქონე თანამემამულეები. ამ დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ქართველობას, რომელზეც ასე ვდებთ თავს და რისი სახელითაც ვიბრძვით.მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს არც ერთი მაგალითი, რომ ფანატიზმსა და რადიკალურ დაუნდობლობას, რომელიმე ერი გამარჯვების და ნათელი მომავლის გზაზე დაეყენებინოს.

მილიონზე მეტი ემიგრანტია ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ნუ ავიგდებთ მასხრად ემიგრაციაში დაბადებულების „ქართულს“. ჩემს შვილს გიორგი ბაბლუანს, რომელსაც დედა ჰყავს ამერიკელი და ცხოვრობს ამერიკაში, აქვს ინგლისური აქცენტი როცა ქართულად საუბრობს. აგრეთვე, ჩემი ძმისშვილები, დისშვილები და ბევრი ჩემი ემიგრანტი მეგობრის შვილი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია და არ იცის რის ფასად უჯდება ემიგრანტ ქართველ მშობლს მომავალი თაობებისათვის მშობლიური ენის შენარჩუნება, ვთხოვთ თავი შეიკავონ ცინიზმისაგან. უნდა ვამაყობდეთ და ვამხნევებდეთ ქართველებს რომლებიც აღიზარდნენ უცხო ენაზე, უცხო კულტურაში, მაგრამ შეინარჩუნეს ქართველობა და ქართული ენა. როდესაც არაფერს ვზოგავთ იმისათვის, რომ შვილებს ჩავუნერგოთ საქართველოს სიყვარული, ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ქართული წერა-კითხვა და ამ ყველაფრის მერე მათ თუ საქართველოში აქცენტის გამო დასცინებენ, ეს იქნება ყველა ქართველი მშობლის დამცირება და ქართველობის შეურაცყოფა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დადებითი გააკეთა ქვეყნის წინსვლისათვის, მოიშორა კრიმინალური სამყარო, ჩაატარა უამრავი რეფორმა, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკის განვითარებას, მრავალ სფეროში შემოიტანა დინამიკა... მაგრამ მან როცა საკუთარი დადებითი ქმედების მაქსიმუმს მიაღწია, იწყო უკუსვლა. ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობების გათელვით იქცა დიქტატორულ სახელმწიფოდ, სადაც მეფობდა ტერორი, კაცის კვლა და უსამართლობა. არამორალურია მოიაზრებოდეს იმ ხელისუფლების უკან დაბრუნება რომელიც თავად აღიარებს რომ ჩადიოდა იმავე ქმედებებს, რასაც ოკუპანტი. ანუ თავად ეწეოდა ოკუპაციას და სახლებს ართმევდა საკუთარ მოსახლეობას (რაც უარესია ოკუპანტის ქმედებაზე). არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ ღირს ქართველი ხალხის სისხლის ფასად. ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დასამხობად და ეს არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში აღარ არის ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა, ბიზნესმენების რეკეტი და არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა და მრავალი დაპირების განხორციელება.

არცერთი სახელმწიფო მოღვაწე საზოგადოებას არ უნდა შორდებოდეს, ხალხის ტკივილი და სოციალური მდგომარეობა თუ სახელმწიფო მოღვაწეთა მთავარი ამოცანა არ არის მაშინ ისინი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანენ. კარდაკარ უნდა იარონ არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების მერეც, საქართველოში არ უნდა შიოდეს და წყუროდეს არცერთ ადამიანს.

განათლება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორი დიპლომატია - იმედი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ჯანმრთელი პოლიტიკა და კანონის უზენაესობა კი სახელმწიფოებრივი სრულყოფილების.

ქართულმა ოცნებამ დაუშვა არაერთი შეცდომა, რომელთა გამოსწორება შეიძლება, სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, მაგრამ იმას რასაც ნაციონალური მოძრაობის ქმედებათა შავი სია ჰქვია ვერაფერი გამოასწორებს.

ამდენი განცალკევებული, სხვადასხვა პარტიისა თუ კანდიდატის მხარდამჭერ ღონისძიებების ფონზე, მოვუწოდებდი ყველა ქართველს, არა დამყოფი, არამედ გამაერთიანებელი სახელმწიფოს შენებაში ჩვენი ინდივიდიალური წვლილი შეგვეტანა, ერთმანეთის მიტევებით და ღირსების შენარჩუნებით. ნუ დავაყენებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იმაზე მაღლა რასაც ქართველობა ჰქვია".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს