Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე
"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე მი­იჩ­ნევს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბის და­პი­რე­ბა ამომ­რჩევ­ლის მოქ­რთამ­ვაა.

ასე უპა­სუ­ხა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტის“ შე­სა­ბა­მის კი­თხვას.

„გა­ვი­გე ამის შე­სა­ხებ. გა­სულ კვი­რას ჰა­ლი­ფაქსში ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტა­რებს შევ­ხვდი და მათ გან­მი­მარ­ტეს, თუ რას ნიშ­ნავს ეს ჟეს­ტი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მოქ­რთამ­ვაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის სხვაგ­ვა­რად და­ნახ­ვა და ის ცალ­სა­ხად მი­უ­ღე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­ფა­სე­ბი­სას მან აღ­ნიშ­ნა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს ძა­ლი­ან არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად, მხო­ლოდ ერთი კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებ­დნენ.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვი­ყა­ვი, რომ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის რან­გში, სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურს და­ვეს­წა­რი. სა­ქარ­თვე­ლო პი­რა­დად ჩემი, ლიტ­ვი­სა და ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ეჭვგა­რე­შეა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და რე­ფორ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ო­ნის ლი­დე­რია და ბალ­კა­ნე­თის იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გვერ­დით დგას, რო­მელ­თაც მსგავ­სი მიზ­ნე­ბი აქვთ. მე­ო­რეს მხრივ, წუ­ხი­ლის ბევ­რი მი­ზე­ზიც გვაქვს. არ­ჩევ­ნებ­მა მშვი­დად და გა­მარ­თუ­ლად ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, რა დრო­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლი იყო, პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი. ვნა­ხეთ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს ძა­ლი­ან არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად ერთი კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებ­დნენ. ეს კი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო არ არის. ამას გარ­და, ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას შე­უ­ფე­რებ­ლად, მხო­ლოდ ერთი კან­დი­და­ტის წარ­მო­სა­ჩე­ნად იყე­ნებ­დნენ. 2012 წლის არ­ჩევ­ნებს რომ შე­ვა­და­როთ, სა­ხე­ზეა არა დიდი ნა­ბი­ჯი წინ, არა­მედ ნა­ბი­ჯი უკან. ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას ვი­სა­უბ­რე. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო არაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, [მომ­ხდა­რი] სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სწრაფ­ვა­ზე არ იმოქ­მე­დებს, მაგ­რამ ვხე­დავ ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც მა­წუ­ხებს“, - გა­ნა­ცხა­და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. „შავ სი­ა­ში“ მოხ­ვედ­რილ 600 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გა­უ­ნულ­დე­ბა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 28 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე

"ეს ამომრჩევლის მოქრთამვაა" -  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ვალების განულებასა და ქართულ არჩევნებზე

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.

ასე უპასუხა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ჟურნალისტის“ შესაბამის კითხვას.

„გავიგე ამის შესახებ. გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ.

„უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ. მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა. დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

"რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი" - რას წერს კურტ ვოლკერი საქართველოზე?

შეხვედრა მაიკლ პომპეოსთან - პრემიერი ოფიციალური მიღების ფოტოებს აქვეყნებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი