პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ სა­მო­რი­ნე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რის ფაქ­ტზე ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა „სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბა­თუმ­ში, წუ­ხელ, სა­მო­რი­ნე „პრინ­ცე­სა­ში" ახალ­გაზ­რდა ქალი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ცხე­და­რი ბა­თუ­მის პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე დაჭ­რილ ქალს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ში სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი ქა­ლე­ბი უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ქალ­ბა­ტო­ნებს მა­მა­კა­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ლ.უ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 24 ნო­ემ­ბერს, ღა­მით, ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა უზ­ბე­კე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ზ.-ს და 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე დაჭ­რი­ლი კი მკურ­ნა­ლო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს.

პო­ლი­ცი­ამ ლ.უ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­ა­კა­ვეს მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ბა­თუ­მის სა­მო­რი­ნე­ში "პრინ­ცე­სა" ერთი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა და ერთი ქა­ლის დაჭ­რა ედე­ბა ბრა­ლად

ავტორი:

ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია - ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმში, წუხელ, სამორინე „პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან. თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.

პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბათუმის სამორინეში "პრინცესა" ერთი ქალის მკვლელობა და ერთი ქალის დაჭრა ედება ბრალად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს