საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, აბორტი გადაუწყვეტია... ბაბუა გაგიჟებულა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი და რას ჰყვება მსახიობზე
"დედა ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, აბორტი გადაუწყვეტია... ბაბუა გაგიჟებულა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი და რას ჰყვება მსახიობზე

"იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას შვი­ლიშ­ვი­ლო­ბა რთუ­ლი­ცაა, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოც და სა­სი­ა­მოვ­ნოც", - ნუკ­რი (ნუნუ) გა­ბუ­ნია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ნა­ბო­ლა­რა შვი­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­საც ბა­ბუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცხა­დია, ბევ­რი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა აქვს და სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს დიდი და მხი­ა­რუ­ლი ოჯა­ხის ბედ­ნი­ერ და იუ­მო­რით სავ­სე დღე­ებს.

"ბაბუ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, მე­სა­ი­დუმ­ლე იყო"

- როცა ბაბუ სად­მე გა­და­ღე­ბა­ზე მი­დი­ო­და, ჩვენც სულ თან დავ­ყავ­დით, მარ­ტო ყოფ­ნა არ უყ­ვარ­და. უბ­რა­ლოდ, ის თა­ვის სას­ტუმ­რო­ში იყო, ჩვენ - სხვა­გან. ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით - მა­ნა­ნა და ავთო ტყუ­პი, ბე­სი­კი, მაკა და მე, თითო მე­გო­ბა­რი ყვე­ლას მოგ­ვყვე­ბო­და და ბო­შე­ბი­ვით ბევ­რნი დავ­დი­ო­დით (იცი­ნის).ბა­ბუს თუ რა­ი­მე აწუ­ხებ­და, ამას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­ტყობ­დი, არ გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის გვაძ­ლევ­და. სახ­ლში რო­გორც კი შე­ვი­დო­დით, მა­შინ­ვე ხვდე­ბო­და, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვით. თუ რამე ისე არ იყო, - ვინ­მემ ხომ არ გა­გაბ­რა­ზაო? ყვე­ლა­ფერს მე­გობ­რუ­ლად გა­მოგ­ვკი­თხავ­და. ჩვე­ნი მე­სა­ი­დუმ­ლე იყო. ოჯახ­ში მის გა­რე­შე არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და, მარ­ტო არა­ფერს ვწყვეტ­დით. დე­დაც ბა­ბუს ეძახ­და იპო­ლი­ტეს, ყვე­ლა ასე ვე­ძახ­დით, ბე­ბია კი - ბა­კუ­ნას (იცი­ნის). ბა­ბუს ას­თმა ჰქონ­და, ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში ამი­ტო­მაც გად­მო­ვი­და, იქ ნეს­ტია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ. ბა­ბუს ფე­ხიც აწუ­ხებ­და, გა­ჟონ­ვა ჰქონ­და, ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა... ჩემი ოთხი­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, მე - თბი­ლის­ში და ბაბუ მე­ხუმ­რე­ბო­და, - ხომ ხე­დავ, ყვე­ლა­ნა­ი­რად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მყავ­ხარ, შენ თბი­ლი­სე­ლი ხარო. სა­დაც მი­დი­ო­და, სულ კალ­თა­ში ვე­ჯე­ქი. სკო­ლი­დან შინ მო­ვირ­ბენ­დი თუ არა, პირ­ვე­ლი ის მი­მიხ­მობ­და თა­ვის­თან, ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად.

"ბაბუ "გა­და­გარ­ჩი­ნეს" მე­ძახ­და"

- როცა დედა ჩემ­ზე და­ფეხ­მძიმ­და, ჩუ­მად გა­და­უ­წყვი­ტია, აბორ­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა... ერთ ექიმ­თან რომ მი­სუ­ლა, მას უთ­ქვამს, ნა­ყო­ფი პა­ტა­რაა და ცოტა და­ვა­ცა­დო­თო, მე­ო­რეს­თან კი მისი ვი­ზი­ტი უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო - საკ­მა­ოდ დი­დი­აო. ამ დროს დე­დას ერთი ინ­ფარ­ქტი უკვე გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და და ეში­ნო­და. ბა­ბუს­თვის უკი­თხავს, რა ვქნაო? ბა­ბუა გა­გი­ჟე­ბუ­ლა, მაგ­რამ არ შე­უმ­ჩნე­ვია. გი­ნე­კო­ლოგ­თან გა­და­უ­რე­კავს, - საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ დამ­კარ­გავ, თუ ნუ­ნუს აბორ­ტს გა­უ­კე­თე­ბო. მოკ­ლედ, დე­დას რა­ღა­ცე­ბი და­ა­ჯე­რეს და ასე შე­ა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნეს ჩემი თავი. სა­დაც ოთხი, იქაც მე­ხუ­თეო და გავჩნდი მე. თუმ­ცა, მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ისე ცუ­დად გამ­ხდა­რა, ლა­მის გარ­დაც­ვლი­ლა და ბა­ბუს ამა­ზე ძა­ლი­ან უნერ­ვი­უ­ლია, - ჩემი ბრა­ლია, ჯერ არ­გა­ჩე­ნილ ბავ­შვს ლა­მის გა­და­ვა­ყო­ლეო... მოკ­ლედ, ორი­ვე გა­დავ­რჩით და მეც ნუნუ და­მარ­ქვეს, დე­დის სა­ხე­ლი.ხუ­თი­ვე და-ძმა ძა­ლი­ან ცელ­ქე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მთა­ვა­რია, უზ­რდე­ლე­ბი, ტუ­ტუ­ცე­ბი და გა­უზ­რდე­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით. ბა­ბუს რა­მე­ზე რომ გა­ვაწ­ვა­ლებ­დი, უფრო მე­ტად, კარ­ტის თა­მა­შის დროს, თუ რა­მეს ვი­მა­ი­მუ­ნებ­დი, ხუმ­რობ­და ხოლ­მე, - რა თავს ვიკ­ლავ­დი, რა­ტომ გა­და­გარ­ჩი­ნეო (იცი­ნის).

- სულ რამ­დე­ნი ხართ შთა­მო­მავ­ლე­ბი?

- მა­ნა­ნა და ავთო ტყუ­პი; სამ­წუ­ხა­როდ, მა­ნა­ნა 53 წლის ასაკ­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა; მა­ნა­ნას ერთი ვაჟი დარ­ჩა - ლაშა, ავ­თოს კი ორი შვი­ლი ჰყავს - იპო­ლი­ტე და გვან­ცა ხვი­ჩი­ე­ბი; გვან­ცას მე­ო­თხე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა ახ­ლა­ხან. მა­კას შვი­ლე­ბი არი­ან ბო­რი­სი და გი­ორ­გი, რო­მე­ლიც მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობს. მაკა შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა, 57 წლის ასაკ­ში, ისიც სიმ­სივ­ნით. ეს ისე­თი მძი­მეა ჩემ­თვის, ჯე­რაც ვერ მოვ­სულ­ვარ აზ­რზე.ბე­სი­კი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ორი ვა­ჟის მა­მაა - ანუ­კი, ილია, ლუკა და მა­რი­ა­მი, ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ანუ­კის და ილი­ას ორ-ორი შვი­ლი ჰყავთ. მოკ­ლედ, იპო­ლი­ტეს ბევ­რი შვილ­თაშ­ვი­ლი დარ­ჩა. ჩემი შვი­ლე­ბი იმ­ხე­ლე­ბი არი­ან, ძმე­ბი­ვით მომ­ყვე­ბი­ან, პა­ტა­რა ასაკ­ში და­ვო­ჯახ­დი და სულ მგო­ნია, რომ ესე­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი უფრო არი­ან, ვიდ­რე - შვი­ლე­ბი. მე მყავს ბაჩი, ლექ­სო და მა­რი­ა­მი. ბა­ჩის ჰყავს - დათა, ლექ­სოს - ალე­ხან­დრო და ნუნუ. ლექ­სოს მე­უღ­ლე ეს­პა­ნე­ლია. ეს­პა­ნეთ­ში ჩვენც ვცხოვ­რობ­დით სამი წელი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"დედა ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, აბორტი გადაუწყვეტია... ბაბუა გაგიჟებულა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი და რას ჰყვება მსახიობზე

"დედა ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, აბორტი გადაუწყვეტია... ბაბუა გაგიჟებულა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი და რას ჰყვება მსახიობზე

"იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილობა რთულიცაა, საპასუხისმგებლოც და სასიამოვნოც", - ნუკრი (ნუნუ) გაბუნია ყველასათვის საყვარელი მსახიობის ნაბოლარა შვილიშვილია, რომელსაც ბაბუსთან დაკავშირებით, ცხადია, ბევრი ტკბილი მოგონება აქვს და სიყვარულით იხსენებს დიდი და მხიარული ოჯახის ბედნიერ და იუმორით სავსე დღეებს.

"ბაბუ ძალიან მეგობრული, მესაიდუმლე იყო"

- როცა ბაბუ სადმე გადაღებაზე მიდიოდა, ჩვენც სულ თან დავყავდით, მარტო ყოფნა არ უყვარდა. უბრალოდ, ის თავის სასტუმროში იყო, ჩვენ - სხვაგან. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით - მანანა და ავთო ტყუპი, ბესიკი, მაკა და მე, თითო მეგობარი ყველას მოგვყვებოდა და ბოშებივით ბევრნი დავდიოდით (იცინის).ბაბუს თუ რაიმე აწუხებდა, ამას ვერანაირად ვერ შეატყობდი, არ გაგრძნობინებდა, მოწყენის საშუალებას არავის გვაძლევდა. სახლში როგორც კი შევიდოდით, მაშინვე ხვდებოდა, როგორ ხასიათზე ვიყავით. თუ რამე ისე არ იყო, - ვინმემ ხომ არ გაგაბრაზაო? ყველაფერს მეგობრულად გამოგვკითხავდა. ჩვენი მესაიდუმლე იყო. ოჯახში მის გარეშე არაფერი კეთდებოდა, მარტო არაფერს ვწყვეტდით. დედაც ბაბუს ეძახდა იპოლიტეს, ყველა ასე ვეძახდით, ბებია კი - ბაკუნას (იცინის). ბაბუს ასთმა ჰქონდა, ქუთაისიდან თბილისში ამიტომაც გადმოვიდა, იქ ნესტია, მოგეხსენებათ. ბაბუს ფეხიც აწუხებდა, გაჟონვა ჰქონდა, ინსულტი დაემართა... ჩემი ოთხივე დედმამიშვილი ქუთაისში დაიბადა, მე - თბილისში და ბაბუ მეხუმრებოდა, - ხომ ხედავ, ყველანაირად პრივილეგირებული მყავხარ, შენ თბილისელი ხარო. სადაც მიდიოდა, სულ კალთაში ვეჯექი. სკოლიდან შინ მოვირბენდი თუ არა, პირველი ის მიმიხმობდა თავისთან, ამბების მოსაყოლად.

"ბაბუ "გადაგარჩინეს" მეძახდა"

- როცა დედა ჩემზე დაფეხმძიმდა, ჩუმად გადაუწყვიტია, აბორტი გაეკეთებინა... ერთ ექიმთან რომ მისულა, მას უთქვამს, ნაყოფი პატარაა და ცოტა დავაცადოთო, მეორესთან კი მისი ვიზიტი უკვე დაგვიანებული იყო - საკმაოდ დიდიაო. ამ დროს დედას ერთი ინფარქტი უკვე გადატანილი ჰქონდა და ეშინოდა. ბაბუსთვის უკითხავს, რა ვქნაო? ბაბუა გაგიჟებულა, მაგრამ არ შეუმჩნევია. გინეკოლოგთან გადაურეკავს, - საშვილიშვილოდ დამკარგავ, თუ ნუნუს აბორტს გაუკეთებო. მოკლედ, დედას რაღაცები დააჯერეს და ასე შეანარჩუნებინეს ჩემი თავი. სადაც ოთხი, იქაც მეხუთეო და გავჩნდი მე. თუმცა, მშობიარობისას ისე ცუდად გამხდარა, ლამის გარდაცვლილა და ბაბუს ამაზე ძალიან უნერვიულია, - ჩემი ბრალია, ჯერ არგაჩენილ ბავშვს ლამის გადავაყოლეო... მოკლედ, ორივე გადავრჩით და მეც ნუნუ დამარქვეს, დედის სახელი.ხუთივე და-ძმა ძალიან ცელქები ვიყავით, მაგრამ მე განსაკუთრებულად. მთავარია, უზრდელები, ტუტუცები და გაუზრდელები არ ვიყავით. ბაბუს რამეზე რომ გავაწვალებდი, უფრო მეტად, კარტის თამაშის დროს, თუ რამეს ვიმაიმუნებდი, ხუმრობდა ხოლმე, - რა თავს ვიკლავდი, რატომ გადაგარჩინეო (იცინის).

- სულ რამდენი ხართ შთამომავლები?

- მანანა და ავთო ტყუპი; სამწუხაროდ, მანანა 53 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა; მანანას ერთი ვაჟი დარჩა - ლაშა, ავთოს კი ორი შვილი ჰყავს - იპოლიტე და გვანცა ხვიჩიები; გვანცას მეოთხე შვილი შეეძინა ახლახან. მაკას შვილები არიან ბორისი და გიორგი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს. მაკა შარშან გარდაიცვალა, 57 წლის ასაკში, ისიც სიმსივნით. ეს ისეთი მძიმეა ჩემთვის, ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე.ბესიკი ორი ქალიშვილისა და ორი ვაჟის მამაა - ანუკი, ილია, ლუკა და მარიამი, ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ. ანუკის და ილიას ორ-ორი შვილი ჰყავთ. მოკლედ, იპოლიტეს ბევრი შვილთაშვილი დარჩა. ჩემი შვილები იმხელები არიან, ძმებივით მომყვებიან, პატარა ასაკში დავოჯახდი და სულ მგონია, რომ ესენი ჩემი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე - შვილები. მე მყავს ბაჩი, ლექსო და მარიამი. ბაჩის ჰყავს - დათა, ლექსოს - ალეხანდრო და ნუნუ. ლექსოს მეუღლე ესპანელია. ესპანეთში ჩვენც ვცხოვრობდით სამი წელი....წაიკითხეთ სრულად